x
image
ციცი
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "მგზავრების" შესახებ სოციალურ ქსელში: " იმედი გამოვთქვი, რომ ეს მაგარი ბიჭები რუსეთში არ იმღერებდნენ 9 აპრილს. იმედები გამიცრუვდა..." (+ვიდეო)

image

ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ 9 აპრილს რუსეთში, კონკრეტულად პეტერბურგში გაიმართა კონცერტი, სადაც წარსდგა ყველასთვის ცნობილი და პოპულარული მულიკალური ჯგუფი "მგზავრები". ბიჭების ამ კონცერტზე გამოსვლის შესახებ დიდი აჟიოტაჟი იყო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში. ყველა გამოთქვამდა თავის ვარაუდს, ზოგი ფიქრობდა, რომ ბიჭები სცენაზე არ გამოვიდოდნენ და საქართველოს ამით შეურაწყოფას არ მიაყენებდნენ, ზოგის აზრით ისინი, როგორც ნამდვილი საქართველოს პატრიოტები მოღალატესავით არ მოიქცეოდნენ და უარს იტყოდნენ კონცერტზე და უამრავი სხვა მოსაზრება იყო ამ თემასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ 9 აპრილის ტრაგედია 1989 წელს მოხდა, თბილისში, როდესაც საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. ეს დღე საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

რაც შეეხება "მგზავრებს", ჯგუფი მაინც წარსდგა 9 აპრილს მოწყობილ კონცერტზე. მათ პეტერბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ ქართველებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ვნახოთ რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ფაქტის შესახებ თავის სოციალურ ქსელში: "მგზავრები! რაღაცეები უნდა განვმარტო ვატყობ:
1. იმედი გამოვთქვი, რომ ეს მაგარი ბიჭები რუსეთში არ იმღერებდნენ 9 აპრილს. იმედები გამიცრუვდა, მაგრამ ის შემთხვევაა, რომ წუთიერმა დუმილმა გადაფარა ყველაფერი.
2. მგზავრების უსუსური მცდელობა ( არმიის წინ რუსეთი რომ ეთქვათ უსუსურს აღარ დავწერდი) მაინც სასიამოვნო სანახავია.
3. როცა იქ ხარ, ალბათ ბევრად უფრო რთულია პროტესტი და ამიტომ დავუწერე გული ბიჭებს. საბოლოო ჯამში იმსახურებენ და იმიტომ
და პ.ს. იმედის ქონის უფლებას ნუ ჩამოგვართმევთ. თან როცა საქმე, ძალიან სენსიტიურ თემას ეხება.

imageაქვე ვიდეოს შემოგთავაზებთ, სადაც მგზავრები პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულ ბიჭებს.


0
447
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0