x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღების ინტიმური ნაწილი - ის, რაც ცოტამ თუ იცოდა...

image

როცა ლეონიდ გაიდაი "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებას შეუდგა, მთელი გადამღები ჯგუფი გიჟდებოდა ნატალია ვარლეიზე. "19 წლის ლამაზმანი, რომელზეც ფილმის გამოსვლამდეც კი უკვე ყველა შეყვარებული იყო. მახსოვს, მასთან მოედანზე მოდიოდნენ ცირკიდან მისი კოლეგები და ყვავილები მოჰქონდათ. საშა თითქმის ერთადერთი იყო, ვინც გულგრილი დარჩა მისი სილამაზის მიმართ. გადაიღებდნენ სცენას და მორჩა, მიატოვებდა ხოლმე და თავისთვის წავიდოდა. არადა ზაფხული იყო, ზღვა, ყირიმი, რომანტიკა. რამდენიმე თვე გრძელდებოდა გადაღება, საშასთან არც მისი ცოლი, მარინა იყო, რომელიც მეუღლესთან გადაღებებზე არასოდეს დადიოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ ქვისგან იყო, " - ყვება რეჟისორის ქვრივი, ნინა გრებეშკოვა.


თუმცა გაირკვა, რომ ალექსანდრე დემიანენკო, რომელსაც ცოლად ჰყავდა მარინა სკლიაროვა, იმ დროს სულ სხვა ქალით იყო გატაცებული. "და აი, სასტუმროს დამლაგებელმა მითხრა: "იცით, რომ მსახიობ დემიანენკოს თქვენს გრიმიორთან აქვს რომანი". ჩვენთან გრიმიორად ერთი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა. გამიკვირდა, მაგრამ არ ვაგრძნობინე და მივუგე: "რა მოხდა მერე? ვის რას უშავებენ?" როგორც ჩანს, დამლაგებლის გარდა, არავის არაფერი შეუმჩნევია. საშა იმდენად ჩაკეტილი იყო, მასზე ცოტა რამ თუ იცოდნენ", - ყვება გრებეშკოვა.

20 წლის შემდეგ დემიანენკო გაშორდა სკლიაროვას, თუმცა არა გრიმიორის გამო. "ყველასათვის მოულოდნელი იყო, როცა ერთ შვენიერ დღეს საშა, ერთადერთი ჩემოდანით ხელში, წამოვიდა მეუღლისგან, რომელთან ერთადაც 20 წელი იცხოვრა. საშას არასოდეს უთქვამს რატომ მოიქცა ასე. ალბათ დროთა განმავლობაში შეიცვალა. მახსოვს, მარინასგან რამდენჯერმე მომისმენია: "საშა მხოლოდ ჩემია..." და ყოველთვის მიკვირდა ხოლმე მისი ასეთი სიმშვიდის. ჩემთვის ვფიქრობბდი: "საშა ხომ უკვე საკავშირო მასშტაბის ვარსკვლავია. ნუთუ მართა დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ შენია?". და მართალიც აღმოვჩნდი. ამაოდ ეგონა მარინას, რომ საშა სამუდამოდ მასთან დარჩებოდა. ალბათ სიყვარული დასრულდა. დემიანენკო საინტერესო მამაკაცი იყო და, ბუნებრივია, თაყვანისმცემლები ჰყავდა. ჰოდა შეხვდა კიდეც ქალს, რომელიც შეუყვარდა - რედაქტორ ლუდმილას. ისინი ერთად მუშაობდნენ უცხოური ფილმების გახმოვანებაზე. გარკვეული დროის მანძილზე ეს საშას მთავარი შემოსავლის წყარო იყო. მისი მომხიბვლავი, ჭეშმარიტად მამაკაცური ხმა მოთხოვნადი აღმოჩნდა", - ვკითხულობთ გრებეშკოვასთან ინტერვიუში.

0
5242
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0