x
image
melody_inside
ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს– როგორ ვასწავლოთ ბავშვს სიბრაზის სწორად გამოხატვა!
ზოგჯერ გაღიზიანებულმა ბავშვმა მშობელს შეიძლება დაარტყას ან გაუაზრებლად უთხრას: „ მე შენ მოგკლავ!“ როგორც წესი, ამას მოჰყვება დასჯა, ყვირილი, ჩხუბი. პრობლემა კი რაშია? ბავშვი გაბრაზებულია, ნაწყენია, მაგრამ არ იცის სწორად როგორ გაჩვენოთ. არ იცის ამას როგორ გაუმკლავდეს. რა ვქნათ?

image


1. ვთქვათ ხმამაღლა.

თუ ბავშვი გაბრაზებული მოვიდა სკოლიდან ან ეზოდან, ძალიან მნიშვნელოვანია ხმამაღლა თქვათ ის, რასაც ხედავთ: „მგონი შენ ვიღაცაზე განაწყენდი... ან რაზე ბრაზობ?“ მოსწავლე, ადანაშაულებს რა ყველას და ყველაფერს თავის გარშემო, საკმაოდ სწრაფად მოგიყვებათ ფერებში თუ რა ცუდია მის გარშემო ყველა.


image



image



ბავშვმა, რომელიც მალავს თავის განცდებს, შეიძლება მაშინვე არ აღიაროს თუ რა მოხდა. სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება იმის გამო, რომ ეშინია მშობლის გაკიცხვის. ასე რომ, ცოტა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ის „ავალაპარაკოთ“. შეიძლება პირდაპირ ვუთხრათ: „არ გსაყვედურობ. უბრალოდ ვხედავ რომ რაღაც მოხდა და მინდა დაგეხმარო.“


2. შევუერთდეთ ბავშვის განცდებს.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვერს ვუვლით ასეთ მნიშვნელოვან მომენტებს და მაშინვე გადავდივართ დარიგებაზე. შემდეგ კი გვიკვირს, ჩვენი ყველა სწორი რეკომენდაციის შემდეგ მადლობის მაგივრად ვღებულობთ წუწუნს: „ შენგესმის!“ ჩემი არ საქმე იმაშია, რომ როცა ბავშვის განცდებს ჩვენც ვუერთდებით, მაშინ რეალურად ვეხმარებით მათ მისგან განთავისუფლებაში, დამშვიდებაში და გახსნილ კონსტრუქციულ მსჯელობაში.


image



image


როცა ბავშვი ბრაზობს, ის ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სურს შურისძიება. ქცევის მეორე ვარიანტი _ გულწრფელი რწმენა იმისა, რომ ცხოვრება დასრულდა და გამოსავალი მხოლოდ ერთია-სიკვდილი. ერთიც და მეორეც, სინამდვილეში ძლიერი განცდების მაჩვენებელია.


image

მშობლებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსირონ ამ ძლიერი ემოციების არსი. მაგალითად: „ვგრძნობ, შენ ისეთი გაბრაზებული ხარ, რომ მზად ხარ ყველაზე და ყველაფერზე იძიო შური.“ ან : „ როცა არასასიამოვნო სიტუაციაში ხვდები და თან მთელი კლასის თანდასწრებით, მართლა გიჩნდება სურვილი მიწა გასკდეს და გაქრე ერთხელ და სამუდამოდ“.

image

ასეთი კომენტარებით მშობელი ერთის მხრივ ბავშვს აჩვენებს რომ ნამდვილადაა მზად მოუსმინოს და დაეხმაროს მას. ხოლო, მეორეს მხრივ, წარმოდგენას უფართოებს იმაზე, თუ სინამდვილეში რა ეწყინა და რისხვის საბაბი რა გახდა. ბავშვები ხომ ხშირად ზუსტად ვერ აცნობიერებენ რამ გააბრაზა ასე ძალიან.


3. რისხვის გამოხატვა.

კიდევ ვიმეორებ. სიბრაზე ჩვენში ბუნებრივად დევს იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავის დაცვა საშიშროების შემთხვევაში. თუ მუდმივად შევიკავებთ თავს, დაუხარჯავი დაძაბულობა გროვდება სხეულის გარკვეულ ზონებში, წარმოქმნის რა კუნთოვან დაჭიმულობას, სპაზმებს. შედეგად ვღებულობთ ცუდ განწყობას, თავი ტკივილს, მოსწავლის შემთხვევაში, ის უკლებს სწავლას.

image

ამიტომ საჭიროა დროზე „გავთავისუფლდეთ“ რისხვისგან და სიბრაზისგან. გასაგებია, რომ ხელჩართული ჩხუბი, ლანძღვა, ფურთხება, კბენა _ აკრძალული მეთოდებია.


შეიძლება:


– ღრენა „რრრრრრრრ“


– ფეხების ბაკუნი

– ბალიშის ცემა

– ყვირილი

– რბილი კუბიკების სროლა კედელზე.



რეკომენდირებულია ასევე ავიღოთ ცარცი ან ფანქარი მ ა რ ც ხ ე ნ ა ხელში ( ან ორივეში) და დავხატოთ ჩვენი სიბრაზე, შემდეგ კი ფურცელი დავჭმუჭნოთ
და დავხიოთ. უმჯობესია, თუ მშობელი იგივეს გააკეთებს შვილთან ერთად. თუ ეს „გაბრაზება“ გულწრფელად გამოვიდა, ბავშვი მალე დამშვიდდება და მზად იქნება გასააზრებლად, თუ როგორ იცხოვროს შემდეგში.

image


4. მსჯელობა მომხდარზე

ახლა აუცილებელია მშვიდ, წყნარ ტონში საუბარი იმაზე, რაც წყინს ბავშვს. მაგალითად, სკოლის დერეფანში იციან ხელი კვრა და დაჯახება, მაგრამ ამაზე ყველა არ ბრაზდება. როგორც წესი, ასეთი ძლიერი ემოციების უკან დგას განცდები, რომელიც საკუთარი თავის თავდაჯერებულობის ნაკლებობას, ლიდერად ყოფნის სურვილს, თანატოლების გულის მოგებას და ა.შ. სურვილებს უკავშირდება. ჭეშმარიტი მოტივის დადგენის შემთხვევაში, მათი დაკმაყოფილების გზის მოძებნაც შეიძლება.

image


image


ასევე მნიშვნელოვანია ისწავლონ თავიანთი აღშფოთების გამოხატვა „სამართლებლივი გზით“. მაგალითად, მოძალადის კარიკატურების დახატვა. ან, მასში რამე სასაცილოს დანახვა და სახლში დედისთვის მოყოლა. ან, კიდევ ერთხელ გაიხსენოს
მთელი სიტუაცია და გააანალიზოს, როგორი განსხვავებული ვარიანტებით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

image


თუ მუდმივად მივყვებით ქცევის ასეთ სქემას, მაშინ ბავშვი ისწავლის გაუმკლავდეს თავის სიბრაზეს და წყენას და ის დაიწყებს გაგებას, თუ რა მოსდის მას და შეძლებს სხვასაც აუხსნას. ის შეძლებს გამოხატოს აღშფოთება და სიბრაზე მისაღები გზებით, საკუთარი თავის და სხვების ზიანის მიყენების გარეშე. და რაც მთავარია, ის ისწავლის რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის სხვადასხვა გზებს!




image

0
396
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0