x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი10 ყველაზე მომხიბვლელი ქალბატონი

image
ქალი საბრძოლო ხელოვნებაში განსაკუთრებით ეგზოტიკური მოვლენაა, რაც მამაკაცებს, როგორც წესი, ერთი მხრივ მოსწონთ, მეორე მხრივ კი - აშინებთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი ძალიან მომხიბვლელია. გთავაზობთ 2015 წლის ყველაზე მომხიბვლელი, საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი ქალბატონების ათეულს.

1. მიშა ტეიტი (Miesha Tate)
image

მიშა ტეიტი მოდელად მუშაობდა და შიშველიც კი გამოჩნდა 2013 წელს ჟურნალ "ESPN Body"-ს გარეკანზე, ფიტნეს ჟურნალმა "Gurls Mag" - მა კი იგი ММА-ში ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. მან დიდ წარმატებას მიაღწია ბრძოლაში და, მართალია, UFC-ში რონდა რაუზისთან წააგო, მაგრამ იგი მოწინააღმდეგემაც აღიარა "შესანიშნავ მებრძოლად".

2. კირა გეისი (Kyra Gracie)
image

იგი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჯიუ-ჯიცუში. იგი წარმოშობით ბრაზილიიდან არის, როის გრეისის ცნოილი ოჯახიდან (Royce Gracie). ცოტა ხნის წინ მისი დებიუტი შედგა თავისივე ახალ შოუში "UFC Fight Pass"-ზე, სახელწოდებით "მესამე ხარისხი კირა გეისისთავ".

3. მიშელ უოტერსონი (Michelle Waterson)
image

იგი კოლორადოში დაიბადა და სკოლის დასრულებისთანავე დაიწყო მოდელად მუშაობა. მოგვიანებით კი იგი საბრძლო ხელოვნებამ გაიტაცა. უოტერსონი გამოჩნდა ასევე სერიალში "Fight Girls" სატელევიზიო არხზე "Oxygen Channel", ასევე "МTV"-ზე პროგრამაში "Bully Beatdown". ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კონტრაქტს UFC-სთან და თავისი პირველი ბრძოლაც მოიგო. მომავალი ბრძოლა ელის ტეცია ტორესთან, რომელიც ამავე ჩამონათვალში ფიგურირებს.

4. იოანა იედრჟეიციკი (Joanna Jedrzejczyk)
image

ეს პოლონელი ლამაზმანი კიკ-ბოქსისა და ტაივანური კრივის პროფესიონალია. 2015 წლის დასაწყისში იოანამ UFC-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ყველაზე მსუბუქი წონის კატეგორიაში და მოსალოდნელია, რომ დიდხანს შეინარჩუნებს მას. იგი ცნობილია იმით, რომ ბრძოლის დროს ძალიან ბინძურად ლაპარაკობს და მოწინააღმდეგეს ღიმილით აღიზიანებს.

5. ტეცია ტორესი (Tecia Torres)
image

26 წლის ტეცია ტორესი წარმოშობით ფლორიდიდანაა. იგი უმსუბუქეს წონით კატეგორიაში იბრძვის და ცნობილია "პატარა ტორნადოს" სახელწოდებით. ტეციამ UFC-ში თავისი არც თუ ისე ხანგრძლივი კარიერის მანძილზე 6 გამარჯვება მოიპოვა და არც ერთხელ არ დამარცხებულა.

6. ჯესიკა პენე (Jessica Penne)
image

ჯესიკა პენე არა მხოლოდ სექსუალურია, არამედ ძალიან ჭკვიანიც. მან დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი და კომუნიკაციის სპეციალისტია. თუმცა კომუნიკაციას ბოლო დროს უმეტეს წილად მუშტებით ამყარებს... მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს კიკბოქსი, მაგრამ ასევე უყვარს რესლინგი.

7. კეტ ზინგანო (Cat Zingano)
image

კეტ ზინგანო მართლაც მშვენიერია, თუმცა მას შემდეგ, რაც რონდა როუზისთან დამარცხდა, თან ბრძოლის დაწყებიდან მხოლოდ 14 წამში, თითქოს საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაკარგა. ზინგანო საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ კოლეჯში იყო გატაცებული. ცოტა ხნის წინ მან ნამდვილი ტრაგედია გადაიტანა - მისმა მეუღლემ თავი მოიკლა. თუმცა კეტს დარჩა ვაჟიშვილი და ამიტომ იგი პირველი ქალი-დედაა, რომელიც UFC-ს ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.


8. რონდა როუზი (Ronda Rousey)
image

რონდას ნამდვილი ამერიკული გარეგნობა აქვს. იგი აშშ-ს წარმოადგენდა ძიუდოში 2004-2008 წლებში. ცოტა ხნის წინ "ESPN"-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო სპორტსმენი, მან პირველი ადგილი დაიკავა. დადის ხმები, რომ მალე მას WWE-შიც ვიხილავთ. ამას გარდა, რონდას რამდენიმე მცირე როლიც აქვს შესრულებული ფილმებში.


9. ჟულიანა პენა (Julianna Pena)
image

ჯულიანა პენა შესაძლოა ამ ჩამონათვალში საუკეთესო მებრძოლი არ იყოს, მაგრამ ყველაზე ლამაზი კი ნამდვილად არის. მას ზედმეტსახელად "ვენესუელელ მომხიბვლელს" უწოდებენ და პირველი ქალია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა პროექტში "Ultimate Fighter".



10. პეიჯ ვანზანტი (Paige VanZant)
image

პეიჯი UFC-ს ერთადერთი მებრძოლია, რომლის სპონსორიც არის კომპანია "Reebok" და რომელსაც არასოდეს გაუმარჯვებია ჩემპიონატზე. იგი წარმოშობით ორეგონიდან არის, სადაც მის მშობლებს ცეკვის სტუდია ჰქონდათ. პეიჯიც ბავშვობიდან მოცეკვავედ იზრდებოდა. როცა ოჯახი ნევადაში გადასახლდა, გოგონა შეხვდა UFC-ს ჩემპიონატის ვერეტანს, კენ შემროკს (Ken Shamrock), რამაც განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერა. პეიჯის პროფესიოლ ანარიშზე 6 გამარჯვებდა მხოლოდ 1 დამარცხებაა.


0
463
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0