x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შეცდომები, რომლებსაც სახლის ინტერიერის მოწყობისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!
image
საკუთარი საცხოვრებლის ლამაზად მოწყობა არც თუ ისე ადვილი საქმეა და ყველას არ ხელეწიფება. მაგრამ არის შეცდომები, რომლებსაც ძალიან ბევრი უშვებს და რომელთაც ყვეაზე დეტალურად გათვლილი ინტერიერის გაფუჭებაც კი შეუძლია.

1. ყურადღება მიაქციეთ განათებას.

image


ბნელი ოთახი არასოდეს გამოიყურება ლამაზად. აუცილებელია ფანჯრების ადგილის სწორად შერჩევა, რათა ბუნებრივი განათება სწორად გადანაწილდეს.

2. სწორად განალაგეთ სურათები.



image


უსისტემო განლაგება ნებისმიერ ოთახს გააფუჭებს და ქაოსის ეფექტს შექმნის.

3. საჭირო არ არის უამრავი ბალიშის შეძენა.


image

ზედმეტი ბალიში ოთახს სასაცილოს და მოუხერხებელს გახდის. სამი-ოთხი ბალიში საკმარისია. ნებისმიერი რამის ზედმეტი რაოდენობით გამოყენება, მათ შორის ინტერიერის მცირე დეტალების, სახლის სიმყუდროვეს დაარღვევს და უსარგებლო ნივთებით გამოვსებული ვიწრო სივრცის შთაბეჭდილებას დატოვებს.

4. ბრმად ნუ მიჰყვებით ტრენდებს.


image

მათ შეიძლება საერთოდ გაგიფუჭონ სახლი. სანამ მოდაში ახლად შემოსული ნივთის საყიდლად გაიქცევით, კარგად დაფიქრდით, ხომ არ შეიტანს იგი დისონანს ოთახში არსებული სხვა ნივთების ფონზე და საერთოდ, გჭირდებათ თუ არა იგი?

5. ზედმეტი არ მოგივდეთ ნახატები.


image

ზემოთ უკვე დავწერეთ, რომ ბევრი მოსართავი არ ვარგა ოთახში. ოქროს შუალედის პოვნა ძნელია, მაგრამ აუცილებელი.

6. ნუ შეინახავთ იმას, რაც არ გჭირდებათ.


image


არ ღირს სივრცის "გამოტენვა" უსარგებლო ნივთებით.

7. მოერიდეთ ავეჯის დადგმას პირდაპირ კედლებთან.


image

ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თუმცა ბევრი მაინც ვერ ელევა მას. ნუ შეგეშინდებათ მოათავსოთ დივანი ოთახის შუაგულში, სავარძლები - კუთხეებში, ყვავლიები კი ნებისმიერ მოხერხებულ ადგილას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

8. იგნორირებას ნუ გაუკეთებთ იმას, რაც ყოველდღიურად გჭირდებათ.


image

მაგალითად, თუ გჭირდებათ, რომ სავარძელი პირდაპირ ოთახის შესასვლელთან იდგას - დადეთ იქ.

9. არ ღირს სახლის ინტერიერზე მუშაობის დაწყება გეგმის გარეშე.


image


უმჯობესია წინასწარ გათვალოთ ყველა დეტალი, უფრო უკეთესი იქნება თუ დახატავთ.

1
4333
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4333
  
2016, 8 აპრილი, 12:54
საინტერესოა......გ.გ
0 1 1