x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარტივად მოსამზადებელი კერძები კარტოფილისგან
კარტოფილი ყველასთვის საყვარელი და რაც მთავარია სასარგებლო პროდუქტია.

მისი მომზადება ყველაზე გამოუცდელ დიასახლისსაც კი შეუძლია.

კარტოფილის კერძების უამრავი სახეობა არსებობს და საკმაოდ მარტივად

მოსამზადებელია.


წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რეცეპს, რომლებიც შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა უკვე

იცის.




კარტოფილი ნიგვზით


1კგ, კარტოფილი, 2 ცალი ხახვი, ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა, ნიორი 2 კბილი, ოხრახუში, კამა,

ძმარი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.


კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავფრცქვნათ და ოთხკუთხედებად დავჭრათ.

ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, მიღებულ

მასაში ავურიოთ დაჭრილი ხახვი და მოხარშული დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ

წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა, კერძიც მზადაა!


image




კარტოფილის "ჩაშუშული"


კარტოფილი 1კგ, ხახვი 5-6 ცალი, 3კვერცხი, ქინძი 4-5 ღერო, ერბო 4 სუფრის კოვზი, მარილი გემოვნებით.


ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ერბოში მოვთუშოთ, როცა ხახვი საკმაოდ დარბილედება, ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ

შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავიმატოთ ძალიან წვრილად

დაჭრილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და

როგორც კი წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით!


image




კარტოფილი 1კგ, ზეთში არეული ძმარი 1 ჭიქა, ქინძი, კამა, პილპილი, მწვანე ხახვი,

სალათის ფოთლები, მარილი გემოვნებით.


კარტოფილი მოვხარშოთ თავისივე კანში, გავფრცქვნათ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად,

მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი და მოვასხათ ძმარში არეული ზეთი.

ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვრთოთ სალათის ფურცლებით.


image



გემრიელ დღეს გისურვებთ !

2
1074
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1074
  
2016, 8 აპრილი, 16:42
გემოც ვიგრძენი და სუნიც, ოჰ, რა გემრიელი იქნება სამივე!!!
0 1 2