x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები სუსტი მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე

მხედველობა — ის არის, რასაც ყოველი ჩვენგანი ისე იღებს, როგორც ჯეროვანს, აუცილებელს. ის არის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ აფასებს, როდესაც კარგავს. თუმცა, უსინათლო ადამიანს შეუძლია უფრო მეტი რამ მიიღოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგ., ამერიკელმა მწერალმა ჰელენ კელერმა (Helen Keller), თავისი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს უახლეს ისტორიაში და შეიძლება, სწორედ იმიტომ, რომ უსინათლო ოყო. ის იყო პირველი უსინათლო, რომელმაც უმაღლესი განათლება და სამეცნიერო ხარისხი მიიღო. გარდა ამისა, იყო პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი.

არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ მათ უსინათლობას ვინმე ფიზიკურ ნაკლად თლიდეს.
თუ ადამიანი კარგავს ერთ გრძნობას, მაშინ მეორე გრძნობა უძლიერდება, რომ დანაკარგის კომპენსირება მოხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსინათლო ადამიანს ბევრად უფრო კარგი სმენა აქვს, ვიდრე ადამიანს, რომელსაც არ აქვს მხედველობის პრობლემა.



25. ძაღლი-გზამკვლევი ბუნებრივ მოთხოვნილებას მხოლოდ პატრონის ბრძანების შემდეგ იკმაყოფილებს. ეს იმიტომ ხდება, რომ პატრონმა იმ ადგილის დასუფთავება შეძლოს.
image

24. აშშ-ს მეომრებმა ერთხელ ფერის სიბრმავის მქონე ადამიანები გამოიყენეს შენიღბული მოწინააღმდეგეების აღმოსაჩენად. ეს ადამიანები კამუფლიაჟს იქ ხედავენ, სადაც ჩვეულებრივი მხრდველობის ადამიანი ვერ ამჩნევს.
image

23. ზოგიერთ უსინათლოს ექოლოკაციით შეუძლია ორიენტირება. ისინი ხმაურს ქმნიან და ასე გებულობენ, სად იმყოფებიან. თუ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ღამურები გაგახსენდათ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, – სწორედ ისე ხდება, როგორც ღამურების შემთხვევაში!

image



22. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში 280 მლნ. სუსტი მხედველობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, დაახლოებით, 40 მლნ. — უსინათლოა.
image

21. თეოდორ რუზველტმა ერთ თვალში მხედველობა კრივის დროს მიღებული ტრამვის შედეგად დაკარგა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ის უკვე აშშ-ს პრეზიდენტი იყო.
image

20. დიდ ბრიტანეთში სატელევიზიო ლიცენზიაში, უსინათლო ადამიანები ნახევარ ფასს იხდიან. საქმე იმაშია, რომ იქ კანონი მოქმედებს, რომელიც ტელევიზორის მფლობელებს გადასახადის გადახდას ავალდებულებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არავინ უყურებს. image

19. ნაპოლეონის არმიაში ბრაილის შრიფტის მაგვარ რელიეფურ შრიფტს ე. წ. «ღამის ანბანს» იყენებდნენ, რომლითაც მათ შეტყობინების წაკითხვა სრულ სიბნელეში შეეძლოთ. ეს შრიფტი, ნაპოლეონის ბრძანებით, 1808 წ. კაპიტანმა შარლ ბარბემ შექმნა (მაშინ ბრაილი ჯერ დაბადებული არ იყო). მოგვიანებით, შრიფტის დანერგვა უსინათლო ბავშვების სკოლაში გადაწყდა, რომელშიც ლუი ბრაილი სწავლობდა და 15 წლის ბრაილმა უსინათლო ადამიანებისთვის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი შექმნა.image

18. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადება, რომელიც სუსტი მხედველობის მიზეზი არის, 80%-ის შემთხვევაში განკურნებადია. მაგრამ, ამ ადამიანების 90% სამედიცინო მომსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ნაკლებშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.
image

17. ზღაპრების სერია - «რედვოლის» («Redwall») პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით (ნათარგმნია 14 ენაზე) იმით არის განპირობებული, რომ ის აღწერილობითი ხასიათისა. ბრაიან ჟაკმა (Brian Jacques) ეს ნაწარმოები უსინათლო ბავშვებისთვის დაწერა.

imageimage

16. დალტონიზმი გენური მუტაციის შედეგია და ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობით გადადის. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ამ დაავადებისგან მაიმუნი (თვალის ბადურაზე გადაუნერგეს კოლბისებური უჯრედები) თითქმის განკურნეს. სავარაუდოდ, ახლო მომავალში, დალტონიზმის მკურნალობა შესაძლებელი იქნება.image

15. 1945 წ. ნიუ-მექსიკოს პოლიგონზე (აშშ) ატომური ბომბის გამოცდის დროს, სრულიად უსინათლო ჯორჯია გრინმა (Georgia Green) ნათება დაინახა, რომელიც მისგან 80, 47 კმ-ით იყო დაშორებული.
image

14. რადგან ჯერომ სელინჯერი ისე გარდაიცვალა, რომ წიგნის - «თამაში ჭვავის ყანაში», აუდიო ვერსიაზე საავტორო უფლება არავის დაუტოვა, ლეგალურად აუდიო წიგნის მიღების ერთადერთი საშუალება, — ექიმისთვის ცნობის გამორთმევა არის, რომელშიც დაფიქსირებული იქნება, რომ სუსტი მხედველობა გაქვთ. შემდეგ ეს ცნობა კონგრესის ბიბლიოთეკაში უნდა წარადგინოთ. ამერიკაში მოქმედი საავტორო უფლებების კანონის მიხედვით, კონგრესის ბიბლიოთეკას, სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, ნებისმიერი ნაშრომის კოპირების უფლება აქვს.
image

13. Crayola-ის ცვილის ფერადი ცარცის შემქმნელმა, ემერსონ მოზერმა (Emerson Moser) პენსიაზე გასვლის შემდეგ აღიარა, რომ ის ფერებს ვერ არჩევდა, ანუ დალტონიზმით იყო დაავადებული. მიუხედავად ამისა, ცარცების ნაკრებში 120 სტანდარტული ფერია.
image

12. უსინათლო ადამიანები საშიშ სიზმრებს უფრო ხშირად ხედავენ, ვიდრე ადამიანები, მხედველობის პრობლემების გარეშე.
image

11. იმ შემთხვევაში, თუ უსინათლოს ძაღლების ეშინია, ან ალერგია აქვს ძაღლის ბეწვზე, მისი მეგზური პონი ხდება.image

10. რადგან გზამკვლევ-ძაღლს არ შეუძლია იმის თქმა, თუ რა ფერის შუქნიშანი ანთია, უსინათლო ქუჩაზე გადასვლისას, მთლიანად ხმოვან სიგნალზე არის დამოკიდებული. თუმცა, ავტომობილის მოახლოების შემთხვევაში, ძაღლი ადგილიდანა არ გაინძრევა.
image

9. ორი გზამკვლევი-ძაღლი სოლტი (Salty) და როზელი (Roselle) მედლით დააჯილდოვეს. მათ მოახერხეს და უსინათლო პატრონები, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, სავაჭრო ცენტრის შენობიდან გამოიყვანეს.
image

8. 19 წლის მეთიუ უაიგმანი (Matthew Weigman) ჰაკერობისთვის დააპატიმრეს. ის, ზემგრძნობიარე სმენის წყალობით, ტელეფონის კოდებს ტეხდა, პოლიციის სპეცგანყოფილებაში (SWAT) რეკავდა და პოლიციას იმ ადამიანების მისამართებზე გზავნიდა, ვინც არ მოსწონდა.
image

7. Skilcraft-ის კალმები, რომლებსაც აშშ-ს ხელისუფლება იყენებს, უსინათლოების მიერ არის აწყობილი.
image

6. უსინათლო ადამიანს, სიყვარულით ქორწინების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ნორმალური მხედველობის მქონეს. ამერიკელი უსინათლოების 65% ქორწინებაში იმყოფება. ხოლო, განქორწინების კოეფიციენტი – 16, 5%-ის ტოლია. განქორწინების კოეფიციენტი, ჩვეულებრივ წყვილებს შორის, – 53 %–ია.
image

5. ამერიკელმა პედაგოგმა, ფრედ მაკფილ როჯერსმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა ტელესერიალში «ჩვენი მეზობელი მისტერ როჯერსი», ერთხელ უსინათლო გოგონასგან წერილი მიიღო, რომელიც სთხოვდა, – როდესაც ის თევზებს აჭმევდა, ამის შესახებ ხმამაღლა ეთქვა. და მან შეასრულა გოგონას თხოვნა!
image

4. დაბადებიდან უსინათლო ადამიანებს არ ემუქრებათ შიზოფრენია, მაგრამ არსებობს აუტიზმის განვითარების რისკი.
image

3. ზოგიერთ ქვეყანაში უსინათლოებისთვის, ტაქტილური (შეხებითი) ანუ ტექსტურული ტროტუარები არის, რომელსაც ჯოხით შეიგრძნობენ უსინათლოები და გადაადგილებისას იყენებენ. ასეთი ტროტუარები ძალიან ეფექტურია გზაჯვარედინებზე და მეტროში.
image

2. უსინათლო ადამიანები, ლსდ (ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება)-ს მიღების შემთხვევაში, ჰალუცინაციებს ხედავენ.
image

1. ის, რომ უსინათლო ადამიანი იგივე ემოციებს გამოხატავს, რასაც მხედველობის მქონე (ღიმილი, მოღუშვა და ა. შ.), იმით აიხსნება, რომ ადამიანი სახის მიმიკებით იბადება და მისი შესწავლა არ ხდება.imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ
ვარდისფერის საიდუმლო

ფერი, რომელიც რეალურად არ არსებობს. რატომ არის ზღვა ლურჯი, ცა ცისფერი...

2
207
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
207
  
2018, 24 ივნისი, 16:39
მადლობა,
2018, 23 ივნისი, 20:11
საინტერესო სტატიაა
0 1 2