x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ქარიშხალი ჭიქაში?

image

როგორც უკვე გაცნობეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი იტალიურ კანტუს დაემშვიდობა და ევროგრანდ "მაკაბისთან" გააფორმა კონტრაქტი. ეს ინფორმაცია ებრაული კლუბის პრეზიდენტმა დავიდ ფედერმანმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
თუმცა, ისრაელური საინფორმაციო პორტალი "WALLA" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ქართველ ცენტრთან დაკავშირებით. "კანტუს" ინკოგნიტო წარმომადგენელი "WALLA"_სთან საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამს გიორგის ტრანსფერით და ფიბა-ში ჩივილს არ გამორიცხავს.
`შერმადინის საქციელმა გაგვაბრაზა. იგი ძლიერი კალათბურთელია და ჩვენთვის სიურპრიზი სულაც არ ყოფილა ის ამბავი, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი კლუბის ძიებას შეეცდებოდა. მითუმეტეს, რომ კონტრაქტი უმთავრდებოდა და თავისუფელი აგენტი ხდებოდა.
საქმე ის არის, რომ შერმადინმა სხვა გუნდთან კონტრაქტს მაშინ მოაწერა ხელი, როდესაც იტალიის ჩემპიონატი დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო. იმის ნაცვლად, რომ ტრავმის დროულად მოშუშებასა და მოედანზე დაბრუნებაზე ეფიქრა, შერმადინი თურმე ჩვენგან მალულად აფორმებდა კონტრაქტს "მაკაბისთან". მისგან ასეთ რამეს არ ველოდით. უახლოეს ხანში გადავწყვეტთ, ვუჩივლოთ თუ არა. ფიბა-ს აქვს თავისი წესები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ - თუკი ებრაელ ჟურნალისტებს ვენდობით, ასეთი კომენტარი გაუკეთებია "კანტუს" მავან ჩინოვნიკს, რომლის გვარიც არ კონკრეტდება.
გუშინ საპირისპიროს ამტკიცებდა თავად გიორგი შერმადინი. მისი განცხადებით, სკანდალი თითიდან გამოწოვილია და ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჰგავს.
`დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე "კანტუს" კალათბურთელებსა და გუნდის ხელმძღვანელობას. გულთბილად გამაცილეს და ნამდვილად არ ვიცი, საიდან მოიტანეს ისრაელში ჟურნალისტებმა, რომ "კანტუს" უფროსობა ჩემი საქციელით უკმაყოფილოა. ასეთი ინფორმაციის გავრცელებას ნამდვილად არ ველოდი და გაოცებული დავრჩი. რაც შეეხება ჩემს ახალ კლუბს, "მაკაბი" დიდი გუნდია და ჩემთვის დიდი პატივია ასეთი დონის კლუბთან კონტრაქტის გაფორმება - განაცხადა შერმადინმა.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0