x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
14 ლოგიკური ამოცანა, რომელთა ამოხსნა ბევრ თქვენგანს გაუჭირდება (პასუხები აქვს)
ბევრ ცნობილ კომპანიაშია მიღებული, რომ სამუშაოზე აყვანის მსურველებს გასაუბრებებზე ლოგიკურ, კრეატიულ ამოცანებს აძლევენ, რითაც არკვევენ კანდიდატის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ლოგიკურად აზროვნების უნარს.

დღეს მინდა რამოდენიმე ასეთი ამოცანა შემოგთავაზოთ. გირჩევთ, წინასწარ არ ჩაიჭყიტოთ პასუხებში!


image


1. ადამიანი ცხოვრობს მე-15-ე სართულზე. თავის სართულზე ლიფტით ის ადის მხოლოდ წვიმიან ამინდში ან მაშინ, როცა ლიფტში ვინმე დაემგზავრება. თუ კარგი ამინდია და ის მარტოა ლიფტში, მაშინ ადის მეცხრე სართულამდე, შემდეგ კი მე-17-მდე ფეხით აგრძელებს გზას. რატომ?



2. თუ ღამის 12 საათზე მოდის წვიმა, შესაძლებელია თუ არა, რომ 72 საათის შემდეგ მზიანი ამინდი იყოს?


3. იატაკზე დადეს ფანქარი და რამოდენიმე ადამიანს თხოვეს მასზე გადახტომა, მაგრამ ამის გაკეთება ვერავინ შეძლო. რატომ?


4. როგორ უნდა ისროლოთ ჩოგბურთის ბურთი ისე, რომ ის უკან დაგიბრუნდეთ?


5. ის მას შეხვდა შუა აზიის უდაბნოში. ორიოდე წლის შემდეგ მეორემ პირველის გვარი მიიღო, თუმცა მასზე არ დაქორწინებულა. ვინ იყო ეს ორი?


6. გოგონა ზის... თქვენ არ შგიძლიათ მის ადგილზე დაჯდომა, როცა ის ადგება. სად ზის გოგონა?


7. კაცი დიდხანს წრიალებს ლოგინში და ვერა ვერ იძინებს. შემდეგ ის იღებს ტელეფონს, კრებს ნომერს და რეკავს. მას შემდეგ, რაც რამოდენიმე გრძელ ზარს მოისმენს, კაცი რთავს ტელეფონს და მშვიდად იძინებს. რატომ ვერ შეძლო მან აქამდე დაძინება?


8. სასტუმროში სულ 8 სართულია. პირველ სართულზე ცხოვრობს 4 ადამიანი, ხოლო მომდევნო სართულებზე ორი კაცით მეტი, ვიდრე წინაზე. რომელ სართულზე იძახებენ ყველაზე ხშირად ლიფტს?


9. აფრიკაში გახსნილი NIKE-ს ქარხანა დიდ პრობლემას წააწყდა. საქმე იმაში იყო, რომ ადგილობრივი მუშახელი გამუდმებით იპარავდა ბოტასებს. რა გააკეთეს ფირმის მეპატრონეებმა, რამაც ნულამდე შეამცირა ქურდობის ფაქტი ისე, რომ დაცვის აყვანა არ დასჭირვებიათ?


10. რა შემთხვევაში ვამბობთ "10", როცა ვუყურებთ ციფრს "2"?


11. ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნაპოლეონ ბონოპარტი და ნერონი - ჩამოთვლილთაგან რომელია ზედმეტი?


12. ბავშვთა საავადმყოფოში პატარა პაციენტებს ძალიან უყვარდათ მშვენიერ პლუშის დათუნიებთან თამაში, რომლებიც საავადყოფოში მათ გასართობად ჰქონდათ, მაგრამ იყო ერთი პრობლემა: როცა გამოჯანმრთელებულ ბავშვებს საავადმყოფოდან წერდნენ, მათ თან მიჰქონდათ დათუნიები. როგორ გადაწყვიტა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა?


13. კინემატოგრაფიის საწყის ეტაპზე ერთი ცნობილი კინოთეატრი დახურვის პირას მივიდა გაკოტრების გამო. მაყურებლები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ქალბატონები კინოსეანსის დროს არ იხდიდნენ იმ დროისათვის მოდულ შლიაპებს, რომლებიც ეკრანს ფარავდა. რა ხერხს მიმართა კინოთეატრის დირექციამ პრობლემის გადასაჭრელად?


14. წიგნების კარადის თაროზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი წიგნი დევს. პირველში 230 გვერდია, ხოლო მეორეში 156 გვერდი. როგორ ფიქრობთ, სულ რამდენი გვერდია პირველი წიგნის პირველ გვერდსა და მეორე წიგნის ბოლო გვერდს შორის?



image


პასუხები:


1. ეს ადამიანი ძალიან პატარაა. ის დამოუკიდებლად ვერ წვდება მე-17 სართულის ღილაკს, ამიტომ ის ან სხვებს თხოვს დახმარებას, ან წვიმიან ამინდში ქოლგით აჭერს ღილაკს ხელს.


2. არა, რადგან 72 საათის შემდეგ ისევ ღამე იქნება და მზეს ვერანაირად ვერ იქნება.


3. ფანქარი მჭიდროდ მიადეს კედელს, ამიტომ ვერ შეძლო ვერავინ გადახტომა


4. ის უნდა აისროლოთ ზემოთ


5. პრჟევალსკი და პრჟევალსკის ცხენი


6. თქვნ ბიჭი ხართ და გოგონა თქვენს მუხლებზე ზის


7. კედელს იქეთ ხმამაღლა ხვრინავდა მეზობელი. კაცმა მას დაურეკა, გააღვიძა და ხვრინვაც შეწყდა


8. ყველაზე მეტი გამოძახება პირველ სართულზე იქნება


9. კომპანიამ ააშენა კიდევ ერთი ქარხანა და ცალკ-ცალკე დაიწყო მარჯვენა და მარცხენა ბოტასის გამოშვება


10. როცა საათს ვუყურებთ


11. შერლოკ ჰომსი-გამოგონებული პერსონაჟია, ხოლო ყველა სხვა ადამიანი რეალურად არსებობდა


12. დათუნიებს გაუკეთეს სახვევები და ბავშვებს უთხრეს, რომ მათ მკურნალობა სჭირდებოდათ, ამიტომ უნდა დაეტოვებინათ ისინი საავადმყოფოში


13. კინოთეატრის შესასვლელში დაკიდეს განცხადება: "ყველა ქალს ვთხოვთ შესვლამდე მოიხადოს შლიაპა. ხანშიშესულ ქალბატონებს ეს არ ეხება"


14. ამ გვერდებს შორის არანაირი ფურცლები არაა, არის მხოლოდ ყდები

0
3026
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0