x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ გვატყუებენ ფარმაცევტული კომპანიები - 5 ხრიკი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ!
image

თანამედროვე ფარმაცევტული სფერო არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი წარმოება, რომელიც, სხვა კომპანიების მსგავსად, მოგებაზეა ორიენტირებული. ამიტომ ისინიც იძულებული არიან გარკვეულ ხრიკებს მიმართონ გაყიდვების გასაზრდელად. ქვემოთ მოგიყვებით რამდენიმე ხრიკზე, რომელსაც აღნიშნული მიზნით იყენებენ ცნობილი ფარმაცევტული კომპანიები.


1. წამლების გადაფუთვა

image


პრეპარატის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვების გაზრდისთვის. მაგალითად, ანტიდეპრესანტი "პროზაკი" და პრეპარატი სახელწოდებით "სარაფემი" - აქედან მეორე წამოდგენილია, როგორც ქალებზე ორიენტირებული, მას ყუთიც კი ვარდისფერი აქვს. მიუხედავად ამისა, მათ შორის გარდა სახელწოდებებისა და ფერისა, განსხვავება თითქმის არ არის.


"პროზაკმა" მის მწარმოებელ კომპანიას, "Eli Lilly"-ს უზარმაზარი მოგება მოუტანა, "სარაფემის" გამოშვება კი ამავე კომპანიამ დაიწყო რამდენიმე თვით ადრე, სანამ "პროზაკზე" პატენტი ამოეწურებოდა. როცა პრეპარატზე პატენტი იწურება, წამლის ფასი მკვეთრად ეცემა, კონკურენტები კი საკუთარი ანალოგიური ჯენერიკების გამოშვებას იწყებენ. მაგრამ "პროზაკის" იდენტური, თუმცა ახალი სახელწოდების მქონე წამლის გამოშვებით "Eli Lilly"-მ შეძლო თავისი პატენტის გაგრძელება კიდევ რამდენიმე წლით, რამაც საშუალება მისცა შენარჩუნებულიყო "პროზაკის" მაღალი ფასი.


1997 წელს მსგავსი რამ გააკეთეს "GlaxoSmithKline"-შიც, როცა გამოუშვეს ცნობილი ანტიდეპრესანტი "ბელბუტრინი" აბების სახით, მოგვიანებით კი რებრენდინგის შემდეგ, იგივე პრეპარატი "ზიბანის" სახელწოდებით მოგვევლინა.


შესაძლოა ვინმემ იკითხოს, რაში გამოიხატება აქ ტყუილი? პრეპარატი ხომ მართლა ისე მოქმედებს, როგორც ანოტაციაში აქვს მითითებული. სამაგიეროდ ხალხი ტყუვდება იმით, რომ თითქოს ახალ წამალს იღებს და ამისათვის გაცილებით დიდ თანხას იხდის.


2. ატარებენ წარმოუდგენელი რაოდენობის უსარგებლო გამოკვლევებს.

image

ფარმაცევტული კომპანიები ახალი პრეპარატის გაყიდვაში ჩაშვებამდე აუცილებლად უშვებენ უამრავი რაოდენობის, ხშირად ყალბი ცდების შედეგებს. შეიძლება მოვიყვანოთ ფარმაცევტული კომპანია "Medtronic"-ის მაგალითი, რომელმაც 210 მლნ. დოლარი გადაუხადა რამდენიმე ათამდე ქირურგს ძვლის ზრდისათვის განკუთვნილი პრეპარატის, "Infuse"-ის რეკლამაზე ხელმოწერისათვის… მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ "Infuse" ხელს უწყობდა კიბოს წარმოქმნას და უნაყოფობას მამაკაცებში. მართალია, გაფრთხილება გვერდითი მოვლენების შესახებ თავიდანვე დატანილი იყო ანოტაციაზე, მაგრამ ძალიან წვრილი შრიფტით, თან მარკეტოლოგებმა ტექსტიც ისე დაამუშაეს, რომ ადამიანს ყურადღება არ მიექცია ამ ეფექტებზე და მთლიანად პრეპარატის სარგებელზე გადართულიყო.



მართალია, ზოგჯერ ფარმაცევტული ორგანიზაციები ნამდვილ ცდებასც ატარებენ, მაგრამ უარყოფით შედეგებს უბრალოდ არ აქვეყნებენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მთელი რიგი გამოკვლევები იქნა წარდგენილი მარეგულირებელ ორგანოებში, და საბოლოოდ გამოქვეყნებული იქნა მხოლოდ დადებითი შედეგები.


3. ქმნიან სავაჭრო წარმომადგენლების არმიას.

image

ექიმები ხშირად ახალი პრეპარატების შესახებ სწორედ სავაჭრო წარმომადგენლებისგან იტყობენ. ეს უკანასკნელები სტუმრობენ მათ და უყვებიან ახალ "ჯადოსნურ" პრეპარატებზე, რომლებსაც მათი კომპანია უშვებს.


კანონის თანახმად, წარმომადგენლები მოვალენი არიან ექიმებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ პრეპარატის შესახებ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ საუბარს ისინი სარეკლამო საუბრის დროის მხოლოდ 6%-ს უთმობენ. ეს გასაგებიცაა: მათი მიზანი ხომ არის არა ინფორმაციის მიწოდება, არამედ ექიმის ხელმოწერის მიღება.


4. ტყუილი

image

დღეს თითქმის ყველა წამლის ეტიკეტზეა მითითებული, რომ აღნიშნული პრეპარატი რეკომენდებულია ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ: მაგალიად, ამა და ამ ფედერალური საზოგადოების, ამა და ამის ნაციონალური ცენტრისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ.


როგორც აღმოჩნდა, ამ ორგანიზაციების უმრავლესობა თავად ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ არის ფინანსირებული.

ავიღოთ, მაგალითად "აკნეს ამერიკული საზოგადოება", რომელიც მთლიანად ფინანსდება მუწუკების საწინააღმდეგ საშუალებების მწარმოებელი კომპანიის მიერ, როგორიცაა "Galderma", ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ აღნიშნული საზოგადოება რეკომენდაციას უწევს "Galderma"-ს მიერ წარმოებულ უფრო ძვირ პროდუქციას, ვიდრე იგივე ეფექტის მქონე იაფ ჯენერიკს.


5. მექრთამეობა

image

როგორც აღმოჩნდა, ფარმაცევტული კომპანიები არც ქრთამის მიცემაზე ამბობენ უარს. მაგალითად, "GlaxoSmithKline"-ს სასამრათლოში ჰქონდა საქმე 500 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის მიცემითვის ჩინელი ექიმებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის. ამის სანაცვლოდ კომპანიას გარანტირებული უნდა ჰქონოდა ქვეყნის წამლის ბაზარზე დიდი წილი.


კომპანია "Pfizer"-იც ასევე მხილებული იქნა ბულგარეთში, ხორვატიაში, რუსეთში, ჩეხეთში, იტალიაში და სერბეთში ექიმების მოსყიდვის ფაქტზე, რათა მათ პაციენტებისთვის აღნიშნული ფარმაცევტული კომპანიის წამლები დაენიშნათ. თუმცა "Pfizer"-მა ბრალი აღიარა და 60 მლნ. დოლარის ჯარიმა გადაიხადა.

1
1181
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1181
  
2016, 6 აპრილი, 13:31
ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ..გ-გ
0 1 1