x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი 37 კილოგრამს იწონის და წყაროს ცნობით მისი სიცოცხლე ნელნელა "ქრება"

image უცხოელმა ჟურნალისტებმა განგაშის "ზარს ჩამოჰკრეს" და აცხადებენ, რომ მართალია ამაზე ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი და მისი ოჯახი არ ახმაურებს, მაგრამ ანჯელინა ჯოლს სავარაუდოდ სიმსივნე აქვს.
მათი აზრით მსახიობი მძიმე მდგომარეობაშია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თვალსა და ხელს შორის "ილევა": 169 სანტიმეტრი სიმაღლის ანჯელინას წონა კრიტიკულ 37 კილოგრამამდე "ჩამოვიდა".
ჰოლივუდის სექს–სიმბოლოსაგან თითქმის აღარაფერი დარჩა: 40 წლის მრავალშვილიანი დედა ავადმყოფურად და "განადგურებულად" გამოიყურება, პაპარაცები ჯერ კიდევ წლების წინ წერდნენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანორექსიით იტანჯებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ვარსკვლავს უმძიმესი ოპერაციები გაუკეთდა მკერდის სიმსივნის მოსაშორებლად, უკვე ალაპარაკდნენ ანჯელინას სიმსივნის მძიმე ფორმით ავადმყოფობაზე.
უცხოური ბულვარული პრესა უკვე ღიად წერს, რომ ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავის სიცოცხლე საფრთხეში და ის ნელნელა კვდება.
თუ რისი სიმსივნე აქვს ანჯელას ამას პრესის "ზვიგენები" არ აკონკრეტებენ, რადგან მათი აზრით ყოველგვარი ინფორმაცია ვარსკვლავის ავადმყოფობაზე და მის მდგომარეობაზე გასაიდუმლოებულია ოჯახის მოთხოვნით. მიუხედავად ამისა რეპორტიორები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მეგა ვარსკვლავი რეალურად ისე ცუდად გამოიყურება, უდაოდ მძიმე ფორმის დაავადებით იტანჯება. მათი აზრით ვინც კი ნახა ბოლო პერიოდში ვარსკვლავი ახლოდან, ერთხმად აცხადებს, რომ ჰოლივუდის სექს–სიმბოლოსაგან მხოლოდ ცარიელი "ტყავი" და "ძვალია" დარჩენილი.
იმის გამო რომ ვარსკვლავის წონა სწრაფად ეცემა დაბალი ნიშნულისაკენ, მსახიობი შეხვედრებზე გამოდის ისე ჩაცმული, მნახველს უჩნდება შეგრძნება თითქოს მსახიობი სხვის ტანსაცმელშია გამოწყობილი.
მსახიობის ბოლო სურათების განხილვის და დაკვირვების შემდეგ ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე: მეგა ვარსკვლავი ავადაა სიმსივნით, მათი აზრით ანჯელინას ისევე როგორც მისი ოჯახის წევრებს თან "სდევს" სიმსივნე.
ერთერთი გამომცემლობის ინფორმაციით ანჯელინას ამოაჭრეს საკვერცხეები, ფალოპის მილი და გაუკეთდა ორმაგი "მასტეკტომია". თავად მსახიობმაც კარგად იცოდა, რომ ეს ოპერაციები ვერ უზრუნველყოფდნენ ჯანმრთელობის გარანტიას, მაგრამ გაუხანგრძლივებდა მსახიობს სიცოცხლეს.
ბოლო წლებია მსახიობი მთელ ძალისხმევას მიმართავს იმუნური სისტემის გაძლიერებისაკენ.
"ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი სიკვდილს ებრძვის"–ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამომცემლობამ "National Enquirer".
იმედია თანამედროვე მედიცინა იტყვის სათქმელს და ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავი შესძლებს დაამარცხოს ავადმყოფობა.

2
1493
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1493
  
2016, 6 აპრილი, 13:13
არც ესაა გამორიცხული, სააფთიაქო "მაფია" საკმაოდ ძლიერია და მით უფრო როცა სიმსივნეზეა საუბარი ბევრი რამ იმალება...
2016, 6 აპრილი, 13:12
სამწუხაროა ყოველთვის ეს საშინელი ფაქტი, მაგრამ ვფიქრობ მედიცინას დიდი ხანია აქვს ამ კითხვაზე პასუხი და შესაბამისად მკურნალობის მეთოდები, მაგრამ იმხელა ფული ტრიალებს ამ დაავადებაში, უბრალოდ არ აწყობთ.
0 1 2