x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ცნობილი ადმიანების ცხოვრებიდან...
imageალექსანდრე მაკედონელმა თავისი აღმზრდელისგან შეიტყო, რომ დედამიწის მზგავსი მრავალი სხვა პლანეტაც არსებობდა. ალექსანდრე ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ სინანულით თქვა: " მე კი ერთსაც ვერ ვფლობ".




image


ბერნანდ შოუ ახალი სპექტაკლის პრემიერაზე მიიწვიეს.სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა დრამატურგს ჰკითხა:

-რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?

-ყმაწვილო, -უპასუხა შოუმ, -ის რომ თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ, პირადად ჩემთვის კომედიაა, მაყურებლისთვის-დრამა, თქვნთვის კი-ტრაგედია.




imageერთხელ გამოჩენილი ფრანგი სატირიკოსი ფრანსუა რაბლე იმდენად დიდ გასაჭირში აღმოჩნდა, რომ ქალაქ ლონდონიდან პარიზში წასასვლელი ფულიც არ ჰქონდა, მაგრამ რაბლეს ყურების ჩამოყრა არ სჩვეოდა. სასტუმროში მყოფმა მწერალმა სამ პატარა პარკში შაქრის ფხვნილი ჩაყარა და დააწერა: "საწამლავი მეფესთვის", "საწამლავი დედოფლისთვის" და "საწამლავი დოფინისთვის". თვალში მოსახვედრ ადგილას დადებული პარკები დამლაგებელმა ნახა და შეშინებულმა მეპატრონეს აცნობა. რაბლე დაიჭირეს და ბადრაგის თანხლებით პარიზში გაამგზავრეს. დაკითხვისას მან პროკურორს თავისი გასაჭირის და ოინის ამბავი გაუმხილა და სიმართლის დასამტკიცებლად, სასმელში ერთ-ერთი პარკის შიგთავსი ჩაიყარა.

2
323
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
323
  
2013, 29 მარტი, 18:50
რაბლე მართლა მაგარია.. მოფიქრებაც ამას ქვია..
2012, 12 ივნისი, 12:13
რაბლეე მაგარიაა :))))
0 1 2