x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არაქისი – მცენარე რომლითაც 300-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ამზადებენ

არაქისი – სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი კულტურაა, რომლის ნაყოფის დამუშავება მრეწველობის სხვადასხვა დარგში ხდება. მცენარის სამეცნიერო დასახელება «მიწის თხილია». თუმცა, ბოტანიკოსები თვლიან, რომ მას სახელი სწორედ არა აქვს შერჩეული, რადგან ის თხილეული კი არა, პარკოსანი ბალახია.


image


არაქისი 25–40 სმ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი მცენარეა. მისი ნაყოფი მიწის ქვეშ მწიფდება და ერთი მცენარე, საშუალოდ, 40-მდე პარკს იკეთებს ანუ მისგან, 80-დან – 100-მდე თხილს მიღება შეიძლება.



არაქისის მსოფლიო პოპულარიბის მიზეზები


image


არაქისის სამშობლოდ სამხ. ამერიკა ითვლება. ეს პერუში ნაპოვნი უძველესი პერიოდის ვაზით მტკიცდება, რომელსაც არაქისის ფორმა ჰქონდა და მის ზედაპირზე ორნამენტებად, სწორედ ამ მცენარის ფოთლები და ნაყოფი იყო დატანილი. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ესპანელმა დამპყრობლებმა გაიგეს რა, ასეთი მცენარის და ნაყოფის არსებობის შესახებ, გადაწყვიტეს, რომ ის შორეული ზღვაოსნობის დროს ძალიან გამოადგებოდათ და მისი კულტივირება ევროპაში დაიწყეს.

მოგვიანებით, პორტუგალიელებმა არაქისი აფრიკაში შეიტანეს. აღმოჩნდა, რომ მცენარეს, კვებითი თვისებების გარდა, ისეთ ნიადაგზეც შეუძლია გაზრდა, სხვა კულტურებისთვის მეტისმეტად ღარიბად და უხარისხოდ რომ ითვლებოდა. გარდა ამისა, ის გამოფიტულ ნიადაგს აზოტითაც ამდიდრებდა და მის ნაყოფიერებას ამაღლებდა. შემდეგ, მიწის თხილი ჩრდ. ამერიკაშიც გაიცნეს. ის ამ კონტინენტზე აფრიკელ მონებთან ერთად მოხვდა.

1530 წელს პორტუგალიელებმა არაქისი ინდოეთში და მაკაოში შეიტანეს, ხოლო ესპანელებმა – ფილიპინებზე. ამ ქვეყნებიდან ვაჭრებმა მცენარე ჩინელებს გააცნეს. ხოლო, ჩინელებმა არაქისში კულტურა დაინახეს, რომელიც ქვეყანას შიმშილთან ბრძოლაში დაეხმარებოდა.

XVIII საუკუნეში მცენარე ბოტანიკოსებმა გამოიკვლიეს, მას «მიწის ბარდა» უწოდეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მისი მხოლოდ ნაყოფის კი არა, ღეროების გამოყენებაც შეიძლებოდა, ცხოველების გამოსაკვებად.

XIX საუკუნეში, სამხ. კაროლინაში (აშშ), არაქისის სამრეწველო დამუშავება დაიწყო და 1861 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომში, ის საკვებს წარმოადგენდა დაპირისპირებული მხარეებისთვის.

XX საუკუნის დასაწყისში სპეციალური მოწყობილობა შეიქმნა, რომელიც არაქისის მოყვანას აადვილებდა. ხოლო, 1903 წელს ამერიკელმა აგროქიმიკოსმა ჯორჯ ვაშინგტონ კარვერმა (George Washington Carver) ამ კულტურაზე დაიწყო მუშაობა და დროთა განმავლობაში, არაქისის გამოყენებით 300-ზე მეტი პროდუქტი შექმნა. მათ შორის: სასმელი, კოსმეტიკა, წამლები, საღებავები, საპონი, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და მელანი. გარდა ამისა, მან დაამტკიცა, რომ არაქისის კულტურით, ბამბის კულტურის მიერ გამოფიტული ნიადაგის აღდგენა შეიძლებოდა და ფერმერებს რეკომენდაციას აძლევდა, რომ საკუთარ ნაკვეთებზე, ნიადაგის ბუნებრივად აღსადგენად, ეს კულტურები ერთმანეთის მონაცვლეობით დაეთესათ. ყოველივე ამის შედეგად, არაქისი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ამერიკის სამხ. შტატებში, ძირითად სამრეწველო კულტურად იქცა.



გავრცელების არეალები



image


არაქესი სითბოს, მზის და ზომიერი ტენიანობის მოყვარული მცენარეა. სახეობათა (15-მდე სახეობაა ცნობილი) და ბუნებრივი პირობების მიხედვით, დარგვიდან – მოსავლის აღებამდე, პერიოდი 120–160 დღე გრძელდება. მოსავალს შემოდგომაზე (სექტემბერ–ოქტომბერში) იღებენ.

ნაყოფი პარკებშია მოთავსებული, რომელიც მას მიწისგან იცავს. გარდა ამისა, თითოეულ თხილს ვარდისფერი ან მოწითალო–მოყავისფრო თხელი აპკი აქვს გადაკრული. პიგმენტი, რომელიც აპკს ფერს აძლევს, ნაყოფს მწერებისგან იცავს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვდა, შეიძლება მსუბუქი მოწამვლა (დიარეა) გამოიწვიოს. ამ აპკის მოცილება, თხილის დასველების შემდეგ, მარტივად შეიძლება.

როგორც აღვნიშნეთ, არაქისის სამშობლო სამხ. ამერიკაა და მისი ბუნებრივი გავრცელების არეალი სწორედ იქ არის. რაც შეეხება კულტივაციას, ის ინდოეთში, ჩინეთში, აფრიკის ქვეყნებში და აშშ-ში მოჰყავთ. ამ მცენარის ნახვა უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება ევროპის სამხ. რეგიონებში და შუა აზიაში. მისი მოყვა, ჩვენი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, საქართველოშიც შეიძლება.



გამოყენება


image


მოხლილი მიწის თხილი ძალიან გემრიელი და ნოყიერი პროდუქტია, თან ყოველგვარი დანამატების გარეშე. გარდა ამისა, მისგან არაქისის ზეთს, კარაქს, პასტას, ხალვას, შოკოლადს, ტორტს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ.

არაქისის უხარისხო სახეობებს საპნის წარმოებაში იყენებენ.

მცენარის ღერო ძალიან სასარგებლო პროდუქტია საქონლის გამოსაკვებად.

არაქისი გამოიყენება ფარმაცევტულ მრეწველობაშიც.



სასარგებლო და მავნე თვისებები


არაქისის ნაყოფი დიდი რაოდენობით ცილებს (24–35 %), ცხიმებს (43–65 %), ნახშირწყლებს (15–20 %) და B1 ვიტამინს შეიცავს. გარდა ამისა, მასში უამრავი საკვები ნივთიერებაც არის, რომელიც ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს. 100 გრ. არაქისი მაგნიუმის და ფოსფორის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს. არაქისში ქოლესტერინის შემცველობა მინიმალურია და ამიტომ, მისი მოხმარება იმ ადამიანებსაც შეუძლია, ვინც ჯანსაღ რაციონზეა ორიენტირებული.
პოლიფელონი, რომელიც მის შემადგენლობაში არის, ბუნებრივ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, რომელიც უჯრედებს დაბერებისგან და ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენისგან იცავს. გარდა ამისა, ის აქტიურად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ამასთან, ეს ნივთიერება თხილის მოხლის დროსაც არ იშლება და უფრო მეტიც, თერმული დამუშავების შემდეგ, მისი მოქმედება უფრო ძლიერდება.
ლინონინის მჟავა (ომეგა 6) რომელიც ასევე შედის მიწის თხილის შემადგენლობაში, მეხსიერების უჯრედების განვითარებას იწვევს და ორგანიზმს არახიდონის მჟავის გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც თავის მხრივ, სისხლში ქოლესტერინეის შემადგენლობას არეგულირებს და უჯრედებსაც იცავს.
არაქისი შეიცავს ბოჭკოვანასაც, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მდგომარეობას აუმჯობესებს.
მიწის თხილი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონზეც: ამცირებს უშვილობის რისკს. ხოლო, მის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავა, ძალიან მნიშვნელოვანია მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება, არაქისის მავნებლობას, როგორც ყველა პროდუქტი, ისიც ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო ვერ იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი ორგანიზმის თავისებურებები იცოდეს.

არაქისი მაღალკალორიული პროდუქტია (დაახლოებით, 550 კკალორია, 100 გრ-ზე) ამიტომ, მისი დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ადამაინს ჭარბი წონის პრობლემა გაუჩნდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თხილი ახალი იყოს. ამიტომ, ყიდვის დროს კარგად დაათვალიერეთ, – პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს ობი და არასასიამოვნო სუნი.
«მიწის თხილი» ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ამიტომ ის არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც სისხლძარღვებთან დაკავშირებით პრობლემა ან ვარიკოზი აქვთ.
არაქისს ალერგიული რეაქციის გამოწვევაც შეუძლია და ამიტომ, ბავშვებისთვის, დღეში, 5–10 ცალ თხილზე მეტის მიცემა არ შეიძლება.
და ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაქისის მავნებლობის მიზეზი, მისი დიდი რაოდენობით მოხმარება ან ცუდი, ვადაგასული პროდუქტის გამოყენება შეიძლება იყოს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად და პატარა ულუფებით მივირთმევთ, ამ უჩვეულო «თხილის» მოქმედების დადებით შედეგს, ნამდვილად, დავინახავთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ.

imageimageimageimageimageimageimage







1
356
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
356
  
2019, 10 დეკემბერი, 2:27
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1