x
image
melody_inside
კაცობრიობის იმედი – ვუნდერკინდი ბავშვები!
ადამიანები ძალიან ცდებიან, როცა მსოფლიო ფასეულობად მიიჩნევენ მაგალითად ოქროს ან ნავთობს. სინამდვილეში_ ეს გონებაა. გონების და ინტელექტის გარეშე ყველანაირი სიმდიდრე კარგავს თავის ფასს. ამიტომ, ყველა ერის ნამდვილი ფასეულობა, ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობებია.

image


მოგითხრობთ ბავშვებზე, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობებით მსოფლიო აღაფრთოვანეს.


ელაინა სმიტი

image
ელაინა სმიტი_ 9 წლის გოგონა ინგლისის ქალაქ კოვენტრიდან. 7 წლიდან ის მუშაობს რადიოში კონსულტანტად. პირდაპირ ეთერში პასუხობს იმ ადამიანების ზარებს, რომლებიც მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან, დეპრესიაში და ხშირად თვითმკვლელობის ზღვარზეც. ელაინა ჯერ სწავლობს, ამიტომ მხოლოდ ერთი დღეა კვირაში რადიოში კონსულტაციისთვის.


აინან სელესტ კაული

image

აინან სელესტ კაული_ 12 წლის ბიჭი სინგაპურიდან. მან 7 წლის ასაკში ჩააბარა ქიმიის გამოცდა უნივერსიტეტში და 8 წლის ჩარიცხეს სინგაპურის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ამჟამად მან დაამთავრა ინსტიტუტი და მუშაობს ლაბორატორიაში. მაგრამ აინანს ჯერ უჭირს სიმაღლეზე მდგარ ხელსაწყოებამდე მიწვდომა და უფროსები ეხმარებიან.




ამბატი ბალამურალი

image

ამბატი ბალამურალი დაიბადა 1977 წელს. ამერიკელი, ფესვებით ინდოეთიდან. 11 წლისამ დაამთავრა სკოლა. ამ დროს ის უკვე იყო შიდსზე სამედიცინო ნაშრომის თანაავტორი. 17 წლისამ დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული ექიმი.


ელიზა ტან რობერტსი

image


მსოფლიოში არსებობს ორგანიზაციები უაღრესად ნიჭიერი ადამიანებისათვის. ყველაზე მსხვილი მათ შორის არის ინგლისში „ მენსა“. მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ადამიანების ის 2%, რომელთა ინტელექტის კოეფიციენტიც მეტია, ვიდრე მოსახლეობის 98 %-ისა. ამჟამად ორგანიზაცია ითვლის 110 000 ადამიანს.


ელიზა ტან რობერტსი ლონდონიდან 2007 წელს დაიბადა. მას ჯერ სხვა მიღწევები არ გააჩნია გარდა იმისა, რომ 2 წლის ასაკში ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.





მარკო კალასანი

image

მარკო კალასანი_ 10 წლის ბიჭი სკოპიედან, მაკედონია. 8 წლის გახდა ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული ადმინისტრატორი. კომპანია Microsoft მას უგზავნის ბავშვებისთვის ადაპტირებულ მოსამზადებელ მასალებს თამაშების და მულტფილმების სახით.


ალექს პრიორი

image

ალექს პრიორმა, რომლის მამაა ინგლისელი და დედა რუსი, 3 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. 8 წლისამ დაწერა თავისი პირველი მუსიკალური კომპოზიცია. ამჟამად ის 48 ნაწარმოების ავტორია, მათ შორის ბალეტის, ოპერის და სიმფონიის. ის დაიბადა 1992 წელს.





ალია საბური


image

ალია საბური- გოგონა ნიუ-იორკიდან 1989 წელს დაიბადა. 10 წლის ასაკში ჩაირიცხა სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტში. 9 წლისამ მიიღო შავი ქამარი ტაეკვანდოში. 2008 წელს 19 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მათემატიკის პროფესორი .





გრეგორი სმიტი

image

გრეგორი სმიტი, 1989 წელს დაბადებული, უკვე ოთხჯერ იყო მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარდგენილი-პირველად 12 წლის ასაკში. ის არის ამერიკის ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის დამფუძნებელი. რისი საშუალებითაც ის ჰუმანიტარული დახმარებების ორგანიზებას აკეთებს ხვადასხვა ქვეყანაში ობოლთა თავშესაფარებისთვის, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ნომინაციისაა.




აკრიტ ჯასვალი

image
აკრიტ ჯასვალი 1993 წელს დაბადებული, ინდუსი, 6 წლის ასაკში მიიღეს პრაქტიკანტად საავადმყოფოში. 10 წლისამ სიმსივნის ამოკვეთის წარმატებული ოპერაცია გაუკეთა გოგონას ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც არ შეეძლო „ ნორმალური“ მკურნალობა. ის გახდა ინდოეთში იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი .





იკბალ მასიხი

image


იკბალ მასიხი 1982 წელს დაიბადა პაკისტანში. არსად არ სწავლობდა და არასოდეს არ გაუვლია ინტელექტუალური განვითარების ტესტები. 5 წლის ასაკში ის წაიყვანეს ხალიჩების ფაბრიკაში და საქსოვ დაზგაზე მიაბეს ჯაჭვით, სადაც ის მუშაობდა
12 საათი დღეში. რადგან მას ცუდად კვებავდნენ, არ იზრდებოდა და სიარულის დროსაც ფეხებს მიათრევდა. 10 წლისამ შეძლო და გაიქცა ფაბრიკიდან. შექმნა ხალიჩების მქსოველთა განმათავისუფლებელი მუშათა ფრონტი და 1992- 1994 წლებში
დაეხმარა დაზგებზე მიჯაჭვულ 3 000 ბავშვს გაქცევაში.


image




image


image

ამ პერიოდში პაკისტანის ხალიჩების ინდუსტრიის შემოსავალი შემცირდა 200 მილიონი დოლარით. 1995 წელს იკბარ მასიხი 13 წლის ასაკში მოკლეს. ხალიჩების მქსოველთა განმათავისუფლებელი მუშათა ფრონტი ამჟამადაც არსებობს.






ინტელექტი წარმატების საწინდარი სულაც არაა. ადამიანის გონება _ეს ყველაზე ფუჭად გადაყრილი რესურსათაგანია ბევრ მიზეზთა გამო_ პირადი, სოციალური. არსებობს
მტკიცებულებაც_ აშშ-ს უმაღლესი ინტელექტუალური განვითარების ადამიანი _ კრისტოფერ ლანგანი. ის 20 წლის განმავლობაში მაჰეტენზე მუშაობდა ბარში კარისკაცად. ამჟამად კი პროვინციაში ცხოვრობს, ბუნებასთან ახლოს.

image






შენიშვნის სახით გვინდა ვთქვათ: წარმოდგენა არა გვაქვს, რამდენის შესაძლებლობები არ განვითარდა იმის გამო, რომ მშობლებს არ ჰქონდათ ფული, ახლოს არ იყო სკოლა და ა. შ. მეორეს მხრივ, გონებრივი პოტენციალი არ წარმოადგენს წარმატების ერთადერთ პირობას და თვითმიზანიც არ უნდა გახდეს. როგორც ყველაფერი, გონებრივი პოტენციალიც ექვემდებარება ვარჯიშს.


სულ სხვა თემაა, როცა ჩვილ ბავშვებს ასწავლიან საუბარს და კითხვას 3 სხვადასხვა ენაზე და მათემატიკურ ანგარიშს. დიახ, ბავშვის ტვინი ძალიან მგრძნორიარეა, მაგრამ ასეთი მეთოდი გამართლებულია მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ბავშვი თვითონ ამჟღავნებს მიდრეკილებას ამა თუ იმ მიმართულებით. და მაშინაც კი, სპეციალისტის
ჩარევაა რეკომენდირებული.














6
815
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
815
  
2016, 30 ივნისი, 17:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 4 აპრილი, 18:17
სტატია მართლა ძალიან საინტერესოა, ბოლოსიტყვაობასაც ვეთანხმები, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებზე...უფრო მეტიც, ჩემი აზრით არც პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლაა გამართლებული...
2016, 4 აპრილი, 16:27
Ratqmaunda arafris ketili adamianebi ketili sityvebit unda moamko
2016, 4 აპრილი, 16:23
ძალიან მახარებსხოლმე კეთილი სიტყვები...მადლობა.
2016, 4 აპრილი, 16:04
Zalian magari statiaaa...warmatebebi
0 1 6