x
image
natia.a
როგორ ხდება გოგოების წინადაცვეთა ინდონეზიაში - შოკისმომგვრელი ფოტოები

image
ჯაკატაში მცხოვრებმა 284-მა ოჯახმა მიიღო მატერიალური დახმარება იმისათვის, რომ მათ ქალიშვილებს მასობრივი წინადაცვეთის რიტუალში მიეღოთ მონაწილეობა. ცერემონიას დაესწრო მრავალი ფოტოკონკურსის გამარჯვებული ფოტოგრაფი, სტეფანი სინკლერი, რომელმაც შიკისმომგვრელი კადრები სურათებზე ასახა.


დღესდღეობით ქალების წინადაცვეთა მსოფლიოს 30 ქვეყანაშია გავრცელებული, ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში. ექიმები, რომლებიც ამ რიტუალს ატარებენ, ამბობენ, რომ ამ პროცედურის ჩატარების ბევრი მიზეზი არსებობს - დაწყებული რელიგიურიდან, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციით დამთავრებული. თუმცა, ცხადია ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისა, რომ ქალის, და მით უმეტეს სულ პატარა გოგონების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნას დაყენებული. ჭრილობის მოშუშების პროცესი, როგორც წესი დიდხანს გრძელდება და ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის. თავად პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და უნაყოფობა, ზოგჯერ კი ლეტალური შედეგითაც მთავრდება.



1. 9 თვის გოგონა თავის რიგს ელოდება წინადასაცვეთად. (Stephanie Sinclair)
image

2. 284 გოგონას ოჯახმა მიიღო ფული მასიური წინადაცვეთის რიტუალისთვის. გოგონები და მათი ოჯახის წევრები ცერემონიის დაწყების წინ დიდ დარბაზში შეიკრიბნენ. რიტუალი, როგორც წესი, ლოცვით იწყება. (Stephanie Sinclair)
image

3. გოგონას წინადაცვეთის პროცედურისთვის ამზადებენ. (Stephanie Sinclair)
image

4. აზიაში ქალების წინადაცვეთა ჯერ კიდევ ცოცხალი ტრადიციაა ფილიპინების, მალაიზიის, პაკისტანისა და ინდონეზიის ზოგიერთ რაიონებში. მას ატარებენ ასევე სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ იემენში, იმანსა სა ბახრეინში. ლათინურ ამერიკაში ქალის წინადაცვეთის შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკასა და პერუში.(Stephanie Sinclair)
image

5. ერთ-ერთი გოგონა პროცედურის შემდეგ. ექიმები მას სპეციალურ საცვალს აცმევენ, თუმცა ეს არ იძლევა ჭრილობის სწრაფი შეხორცების გარანტიას. (Stephanie Sinclair)
image

6. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ რიტუალს ეწინააღმდეგება. (Stephanie Sinclair)
image

7. ზოგიერთ ქვეყანაში ქალს გათხოვების უფლება აქვს მხოლოდ წინადაცვეთის შემდეგ. ფოტოზე: გოგონა ემზადება წინადაცვეთის პროცედურისთვის. (Stephanie Sinclair)
image

8. ექიმები ამზადებენ ინსტრუმენტებს დაწყებით სკოლაში წინადაცვეთის პროცედურის ჩასატარებლად. (Stephanie Sinclair)
image

9. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ქალის წინადაცვეთას ახდენენ, ითვლება, რომ თუ ქალმა ეს გამოცდა არ გაიარა, ესე იგი ის უწმინდურია, ზედმეტად არის აღგზნებული და ჯეროვნად ვერ შეასრულებს სახლის საქმეებს. ასევე ითვლება, რომ წინადაუცვეთავ ქალს არ შეუძლია ბიჭის დაბადება. (Stephanie Sinclair)
image

10. გოგონა წინადაცვეთის შემდეგ. (Stephanie Sinclair)
image

11. ქალის წინადაცვეთის მთავარი მიზეზი რელიგიაა. ზოგიერთ ქვეყნებში ითვლება, რომ წინადაცვეთის გარეშე ქალი კარგად ვერ
გაიწმინდება" შარდზე გასვლის შემდეგ, ხოლო ამგვარი "უწმინდურების" ლოცვებს ღმერთი არ შეისმენს. (Stephanie Sinclair)
image

12. 1997 წლიდან ეგვიპტეში აკრძალულია ქალების წინადაცვეთა, გარდა "სამედიცინო აუცილებლობის" შემთხვევებისა. ზოგიერთი ექიმი სწორედ ამ საბაბით, მაინც აგრძელებს ამგვარი ოპერაციის გაკეთებას. სახლში, ბებიაქალის მიერ გაკეთებული ეს ოპერაცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე კლინიკაში. ამიტომ, ბევრი სწორედ ამ გზას ირჩევს, თუმცა ეს ძალიან სარისკოა - პრიცედურა კეთდება დეზინფექციისა და ანესთეზიის გარეშე და სიკვდილიანობის შემთხვევებიც მეტია. (Stephanie Sinclair)


image

4
2148
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2148
  
2018, 2 აგვისტო, 3:19
ამ სურათებზე თავსაფარზეც ეტყობათ მუსლიმანი ქალები არიან, და მუსლიმანებს არ აქვთ ამისთანა რიტუალები. აფრიკის ქვეყნებში არსებობს ეს რიტუალი, მაგრამ არა მუსლიმან ოჯახებში,ამიტომ მინდა ვთქვა რომ სურათები და სტატია არ არიან ერთმანეთის შესაბამისი.
2017, 16 აპრილი, 23:44
ამათი ჯიში გაწყდა !! გულისამრვები
2016, 15 ივლისი, 10:35
ფუ, რა საზიზღრები არიან
2016, 4 აპრილი, 12:54
ბნელები და პირუტყვები...
0 1 4