x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ადრე რომ მცოდნოდა როგორ მზადდება საღეჭი რეზინი–ვიყიდდი თუ არა მას!?
image



უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე წონასწორობაზე საღეჭი რეზინის ზეგავლენის შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.

ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება.



თანამედროვე საღეჭი რეზინის ისტორია იწყება 1848 წელს აშშ ს ქალაქ ბანგორში, სადაც საღეჭი რეზინის წარმოების მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა . მისი მფლობელი ჯონ კიორტისი იწყებს გაყიდვას "თეთრი მთა" და " ნაღები შაქრით". მაგრამ სამწუხაროდ ის არ გახდა პოპულარული საზოგადოებაში და 1860 წელს წარმოება დაიხურა.



image



1869 წლის 5 ივნისს უილიამ ფინლი სემპლიზმა ოჰაიოს შტატიდან მიიღო საღეჭი რეზინის პატენტი. მაგრამ წამოება არ დაუწყია.



image

1869 წელს საქმეს ხელი მოკიდა ფოტოგრაფმა ტომას ადამსმა, რომელმაც კაუჩუკის თვისებების საფუძვლიანი კვლევის შემდეგ დაიწყო საღეჭი რეზინის გამოშვება. მათ Black Jack დაარქვეს.


image


imageimage
image


1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ნაშრომი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ მუდმივი ღეჭვა ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რის შემდეგაც, საღეჭი რეზინი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური ულუფის აუცილებელი კომპონენტი.

იდეალური ფორმულა გამოიყვანა უილტერ დიმერმა 1928 წელს – 20% კაუჩუკი, 60% შაქარი (ან მისი შემცვლელი), 19 % სიმინდის სიროფი და 1% არომატიზატორი.


დაახლოებით ამ ფორმულას იყენებენ ახლაც. მაგრამ კაუჩუკის მაგივრად ახლა უმატებენ სინთეტიკურ რეზინას, გამასქელებლების და არომატიზატორების მთელ ნაკრებს.


საინტერესო ფაქტი: საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი ბუშტი გაბერა სიუზან მონტგომერმა აშშ-დან.ბუშტის დიამეტრი დაახლოებით 59 სმ იყო.


image




არსებობს კიდევ რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც საღეჭი რეზინის გამოყენება სასარგებლოა ადამიანისათვის:



· საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაზრისით იგი ვერ შეედრება კბილის ჯაგრისს, ვინაიდან ღეჭვისას სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი;

image


· ღეჭვის პროცესში ხდება ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, რომლის ხარჯზეც პირის ღრუდან ხდება საკვების ნარჩენების ჩამორეცხვა და მოცილება;


image

· საღეჭ რეზინში არსებული შაქრის შემცვლელები (სორბიტოლი, ქსილიტი) ახდენენ მჟავა-ტუტე წონასწორობის აღდგენას. ცნობილია, რომ მჟავე არე ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას, ხოლო ტუტე არე კი – პირიქით;

image


· ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი ამაგრებს ღრძილებს, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს წინ აღუდგეს გინგივიტსა და პაროდონტიტს. საღეჭ რეზინს აქვს უარყოფითი თვისებებიც:

image


· ბაზარი გაჯერებულია შაქრის შემცველი ისეთი საღეჭი რეზინის ფართო ასორტიმენტით, რომელიც იწვევს pH-ის შემცირებას და შესაბამისად, ხელს უწყობს კარიესის განვითარებას;

image


· ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი მავნე ზეგავლენას ახდენს ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის მდგომარეობაზე, ამიტომ ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის;

image


· ხანგრძლივი ღეჭვა ცვლის სახის ფორმას. საღეჭი კუნთების ჰიპერტროფიის გამო სახე კვადრატული ხდება. იცვლება თანკბილვაც, ამიტომაც არ არის რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ 10 წთ-ზე ხანგრძლივად;



· საღეჭი რეზინი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ, გასტროენტეროლოგების აზრით, საღეჭი რეზინის ღეჭვა უზმოზე იწვევს გასტრიტის გაჩენას ან გამწვავებას;

საინტერესოა ვნახოთ როგორ მზადდება საღეჭი რეზინი:





იმედია, თქვენ გაითვალისწინებთ ყოველივე ზემოთთქმულს და სწორად გამოიყენებთ საღეჭ რეზინს!




კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ყველაფერი საღეჭი რეზინის სარგებლობაზე და მავნებლობაზე.



0
1119
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0