x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპა ნატო გააკრიტიკა და მას დაშლა უწინასწარმეტყველა
imageამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მილიარდელმა დონალდ ტრამპმა ნატო გააკრიტიკა და არ გამორიცხა მისი დაშლა იმ შემთხვევაში ნატოს სხვა დანარჩენი ქვეყნები იმავე რაოდენობის სამხედრო ხარჯებს არ გაიღებენ, რამდენსაც აშშ ხარჯავს.


ქალაქ მილოუკში (შტატი ვინკონსინი)მიტინგზე ამომრჩევლებთან გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა ნატოს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებენ ნატოდან გამოსვლას.


"მე არ ვამბობ, რომ ნატოდან გამოვალთ, მე ვამბობ რომ ნატო მოძველდა"-განაცხადა ტრამპმა. ამასთანავე პრეზიდენტობის კანდიდატმა მწვავედ გააკრიტიკა სამხედრო ალიანსი:"ჩვენ მათ ვიცავთ, ისინი კი გვძარცვავენ...და ამის შემდეგ ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერს... ან რაცაა გადასახადი გადაიხადონ ან არა და დატოვონ ნატო.თუ ეს ნატოს დაშლას გამოიწვევს, დაე ასე იყოს".


უფრო ადრე გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო ბლოკი თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა, რომელიც აღარ არსებობს.



ამასთანავე პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ აშშ ალიანსის ქვეყნებს ძალიან დიდ თანხებს ახარჯებს:"მე ვერ ვხედავ იმას, რომ ის 28 ქვეყანა, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს სათანადო პატივისცემით გვეპყრობოდენ".


აღსანიშნავია, რომ სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვს ამ მხრივ პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს ტედ კრუზს.იგი აღნიშნავს, რომ ნატოს ბლოკი აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლისთვის და ასევე საჭიროა რუსეთის შეკავებისთვის.

0
100
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0