x
image
მანჩო 777
ეს მშვენიერი მოდელი პროფესიონალური პოკერის გუნდის წევრია
ითვლება, რომ სილამაზე და ჭკუა ერთად - იდეალური ქალის სახეს წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათად ხდება, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც. რუსმა მოდელმა დარია ფეშჩენკომ, რომელიც გახლავთ მფლობელი ტიტულისა Miss Bikini Eurasia და კიდევ უამრავი მსგავსი ჯილდოსი, დაამტკიცა საპირისპირო - მან დიდ წარმატებას მიაღწია არამარტო სამოდელო ბიზნესში, არამედ ინტელექტუალურ სფეროშიც.


image


დაშას ინსტაგრამიდან ვგებულობთ, რომ ის აქტიურადაა დაინტერესებული ლიტერატურით, მუსიკითა და მოგზაურობით, მაგრამ ყველაზე მთავარი და უცნაური ისაა, რომ ეს მშვენიერი გოგონა შესანიშნავად ერკვევა პოკერში. მან სულ ცოტაოდენი ხნის წინ დაიწყო თამაში და მოკლე ხანში გასაოცარ პროფესიონალიზმს მიაღწია. ევროპის მაღალი დონის რამოდენიმე ტურნირში მონაწილეობა თავისთავად მეტყველებს მის ნიჭსა და შესაძლებლობებზე.


imageimage
დაშას წარმატებებმა პროფესიონალი მოთამაშეების ყურადღებაც მიიქცია. ცნობილმა რუსულმა პოკერის სახლმა PokerDom მას შესთავაზა საკუთარ გუნდში თამაში. სხვათაშორის, მსოფლიო პოკერის პრაქტიკაში ქალების მონაწილეობა სიახლე უკვე დიდი ხანია აღარაა, რამაც დაამსხვრია გავრცელებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პოკერი-სუფთა მამაკაცური თამაშია.



imageimage
დაშა ამბობს, რომ ეს პროექტი მას აძლევს შესანიშნავ შანსს კიდევ უფრო დაიხვეწოს, როგორც პოკერის პროფესიონალი მოთამაშე. PokerDom-ის სათამაშო მაგიდასთან დაშას ნახავთ ნიკით ScarlettD. გოგონას აქვს აგრეთვე საკუთარი ბლოგი, სადაც პოკერის თამაშის მცირეოდენ ეშმაკობებს ასწავლის მოყვარულებს.

მამაკაცებო, როგორ ფიქრობთ, შეძლებდით მოგეგოთ ამ მშვენიერი გოგონასათვის?


imageimageimageimage







2
119
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
119
  
2016, 3 აპრილი, 18:13
კარგი გოგოა :)
2016, 3 აპრილი, 18:01
საღოლ გოგონა
0 1 2