x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა საშიშროებას აჩენს მთიან ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებები ჩვენთვის

image 2 აპრილს დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გამთენისას დაწყებული სროლა დაპირისპირებულ სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის აზერბაიჯანის არმიის შეტევის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიანი გახდა, ორივე მხარეს შეტაკებაში ჩაერთო მძიმე ტექნიკა, თვითმავალი და ბუქსირებადი არტილერია, რომლებსაც ავიაციაც მიუერთდა.
აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან მნიშვნელოვნად წაიწია წინ, გაარღვია რა თვითაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ზღუდეები.
ორივე მხარესაა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა დამრტყმელი ვერტმფრენის "მი 24–ის" და ერთი ერთეული ტანკის დაკარგვის შესახებ საომარი მოქმედებების ზონაში.
სომხურმა მხარემ დაადასტურა ასევე ინფორმაცია მათ დანაკარგებზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ.
ორივე მხარე აქტიურად ადანაშაულებს ერთმანეთს სამშვიდობო პროცესის დარღვევაში, თუმცა შეტევის მასშტაბები და ჯარების სწრაფი გადასროლა ადასტურებს მიმდინარე პროცესები ბევრად ადრე რომ იყო გათვლილი და დაგეგმილი.
თურქეთის პრეზიდენტმა მედიით გამოსვლისას ცალსახად გამოუცხადა ბაქოს მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში.
სამწუხაროდ მიმდინარე პროცესებს შეუძლია ძალზე ცუდი პროცესების განვითარება მოჰყვეს საქართველოში:
1. რუსეთი გიუმრის რუსული ბაზის დაცვის აუცილებლობის მოთხოვნით მოგვთხოვს დერეფნის გახსნას, მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადასასროლად სომხეთის მიმართულებით.
2. ოკუპირებული სამაჩაბლოდან გამოსულ რუსულ დანაყოფებს მათი უსაფრთხოების დაცვის საბაბით შეუძლიათ "ჩაჭრან" და გადაკეტონ აღმოსავლეთ–დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი, რითაც დასავლეთის მიმართულების ქართულ დანაყოფებს საჭიროების შემთხვევაში ადვილად "გამოთიშავენ" მოქმედებიდან.
თუ რუსეთს უარს ვეტყვით დერეფნის გახსნაზე, ამით ოკუპანტებს საბაბს მივცემთ მათი გეგმა სრულად აამოქმედონ და ძალით "გახსნან გზა", რაც ჩვენს საომარ მოქმედებებში იძულებით ჩართვას ფამოიწვევს და სავალალო მდგომარეობას შეგვიქმნის.
თუ თანხმობას მივცემთ, ამ შემთხვევაშიც კი არსებობს საფრთხე რუსული პროვოკაციებისა გახსნილ დერეფანში, გარდა ამისა სტრატეგიულ მოკავშირესთან აზერბაიჯანთანაც გაგვიფუჭდება ურთიერთობა, თურქეთზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიარაღება ძალზე გაიზარდა ბოლო წლებში იგივე რუსეთის წყალობით, რომელიც აქტიურად ამარაგებდა მათ ავიაციით, მძიმე ტექნიკით და არტილერიით (რუსეთის ერთერთი სახასიათო თვისებაა დაპირისპირებულ მხარეებს მიჰყიდოს შეიარაღება), აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რიცხობრივად და შეიარაღებით სომხეთის და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკი სამხედრო ძალებს ერთად აღებულსაც კი აღემატება, ისევე როგორც ეკონომიკური მდგომარეობით.
თუ აზერბაიჯანმა შესძლო და აღადგინა მთიან ყარაბაღზე ბაქოს კონტროლი, ერევანი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან დევნილების უზარმაზარი ნაკადის მიღება მოუწევს, როცა ბაქოს ამის საფრთხე არ ემუქრება, რადგან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არცერთი აზერბაიჯანელი არ ცხოვრობს.
თუმცა აზერბაიჯანისათვის ძალზე სავალალო სიტუაცია შეიქმნება, თუ ერევანი დამხარებას სთხოვს რუსეთს, რუსეთი როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულების წევრი ვალდებულია სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ერევანს, რაც რუსეთის ღია ჩართვას გამოიწვევს საომარ მოქმედებებში სომხეთის მხარეს.
იმედია სიტუაცია მთიან ყარაბაღში მალევე ჩაცხრება და ვითარების ესკალაციას არ ექნება მორიგი განვითარება, მით უფრო რომ არც ჩვენს გეგმებშია ამ ეტაპზე საომარი მოქმედებებში ჩართვა.

0
259
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0