x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
2015 წლის 10 საუკეთესო ფილმი

image10)ექს რობოტი(EX MACHINA) - ახალგაზრდა კაცს ქირაობს მილიარდერი, რომელმაც ქონება მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებზე გააკეთა. მამაკაცს ევალება ერთი კვირა გაატაროს საიდუმლო ადგილას, სადაც მას მოუწევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის ტესტირება.image9)აგენტები U.N.C.L.E.(THE MAN FROM U.N.C.L.E.) - 1960-იანი წლები, ცენტრალური დაზვერვის აგენტი ნაპოლეონ სოლო და კგბ-ს ოპერატიული მუშაკი ილია კურიაკინი მონაწილეობენ ერთობლივ მისიაში. მათ ევალებთ საიდუმლო კრიმინალური ორგანიზაციის, რომელიც ბირთვულ იარაღზე მუშაობს, გამომჟღავნება და განიარაღება.image8)კრიდი: როკის მემკვიდრეობა (CREED) - როკი ბალბოას ყოფილი მოწინააღმდეგის და მეგობრის, აპოლო კრიდის შვილი ჩადის ფილადელფიაში, სადაც ხვდება როკის და სთხოვს გახდეს მისი მწვრთნელიimage7)მანდარინი (TANGERINE) - ფილმი აგებულია კომედიურ დრამაზე.ფეხით მოსეირნე გოგონას უამრავი საინტერესო თავგადასავალი ელისimage6)მუსტანგი (MUSTANG) - მოქმედება თურქულ სოფელში ხდება, ფილმში მოთხრობილია 13 წლის გოგონას ამბავი, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლობა მოიპოვოს. დების იძულებითი გათხოვება და მანკიერი ტრადიციები მოზარდების ცხოვრებას ამახინჯებს და იწვევს ფატალურ შედეგს ერთ-ერთი გოგონას შემთხვევაში.image5)აირისი (IRIS) - ნამდვილი ამბავი პროზაიკოს აირის მარდოხის და მისი ქმრის ჯონ ბეილეის სიყვარულის ისტორიაზე, სტუდენტობიდან დაწყებული ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლით დასრულებულიimage4)სილს მარიას ღრუბლები (CLOUDS OF SILS MARIA) - თავისი საერთაშორისო კარიერის პიკზე მარია ენდერსს სთხოვენ, ითამაშოს სპექტაკლში, რომელმაც მას ჯერ კიდევ 20 წლის წინ მოუტანა პოპულარობა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ მაშინ განასახიერებდა სიგრიდის პერსონაჟს – ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც თავისი ბოსი ჰელენა თვითმკვლელობამდე მიჰყავდა. ამჯერად, თხოვნა სხვაგვარია – მან სწორედ ჰელენას როლი უნდა მოირგოს. მარია ენდერსი თავის ასისტენტ ვალენტინთან ერთად სილს მარიაში ჩადის სარეპეტიციოდ. ასე ალპებში მდებარე ადგილს ჰქვია. მსახიობს საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება, ასისტენტი კი დარწმუნებულია, რომ ის ყველაფერს შეძლებს… ვალენტინი სწორედ ის ადამიანია, რომელშიც საჭირო მხნეობა და მხარდაჭერის უნარია თავმოყრილი და რომელიც მარიას სწორი არჩევანის გაკეთებასა და ნაბიჯების წინ გადადგმაში ეხმარებაimage3)შეგხვდები ჩემს სიზმრებში (I WILL SEE YOU IN MY DREAMS) - უეცარი დანაკარგი უნგრევს კაროლს ცხოვრებას, მას უბიძგებენ თარიღების სამყაროში პირველად ოციან წლებში. საბოლოოდ აწმყო დროში ცხოვრებისას, ის აღმოჩნდება არაერთ, არამედ ორ მოულოდნელ ურთიერთობაში...image2)ფენიქსი (PHOENIX) - ნელი ლენცი, ჰოლოკოსტის მსხვერპლია, მან შეძლო გადარჩენა საკონცენტრაციო ბანაკში. ის დაჭრილია, საშინლად დაზიანებული აქვს სახე. ებრაელების სააგენტოს თანამშრომელი ლენე ვინტერი ეხმარება ნელის, ის ჩადის ბერლინამდე, სადაც მას უკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას. ოპერაციის შემდეგ ნელი იწყებს თავისი ქმრის იოჰანსის ძებნას. დიდი ხნის შემდეგ ნელი ახერხებს იოჰანსის პოვნას. ქმარმა ვერ იცნო ცოლი, რომელიც მას ჰგონია დაღუპული, მაგრამ ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ ეს უცხო ქალი ძალიან ჰგავს ნელის.image1)ყურადღების ცენტრში (SPOTLIGHT) - ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და გაზეთ THE BOSTON GLOBE-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ჟურნალისტთა გუნდი იძიებდა ბოსტონის მიტროპოლიის საქმიანობას, რომლის დროსაც პედოფილიის სერიოზული ფაქტებს მიაგნეს. გამოძიების ავტორებმა შეძლეს დამტკიცება, რომ სასულიერო პირებს ქალაქის არქიეპისკოპოსი მფარველობდა. აგორდა სერიზული სკანდალი, ეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობა, ბოსტონის ეკლესიამ მილიონობით კომპენსაცია გადაიხადა და რამდენიმე ათეული ტაძარი დაიხურა.

0
465
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0