x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
კოცნა და მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

კოცნა ადამიანის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს. მაგრამ, თუ მასზე დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო პროცესია. რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? ხან ეს რომანტიკული გრძნობების მოზღვავების გამო ხდება, ხანაც მისალმების ნიშნად. როგორც არ უნდა იყოს, კოცნა ყოველთვის მნიშვნელოვანი ემოციების გაცვლა არის ადამიანებს შორის.
ზოგიერთ ძველ კულტურაში, კოცნა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ხშირად, პატივისცემის ან თანხმობის ნიშნად გამოიყენებოდა. ანთროპოლოგებმა ზუსტად არ იციან კოცნის წარმოქმნის ისტორია. თუმცა, ორი ძირითადი თეორიის გამოყოფა მაინც შეიძლება: პირველი თეორიის თანახმად, ითვლება რომ, კოცნა თანდაყოლილი ინსტიქტური ქცევა არის, ხოლო მეორე თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ კოცნა, «კოცნით კვების» (პროცესი, როდესაც დედა ახალშობილს საკვებს საკუთარი პირიდან აწვდის) ევოლუციის შედეგი არის.

ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც კოცნა არის ნახსენები, სანსკრიტზე (ძველინდური) შესრულებული ტექსტია, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 2000 წლით არის დათარითებული. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კოცნა ინდოეთიდან დანარჩენ მსოფლიოში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩრდ. ინდოეთის ნაწილი დაიპყრო. როგორიც არ უნდა იყოს კოცნის წარმოქმნის და გავრცელების ისტორია, ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია ფაქტები, რომლებიც მას უკავშირდება:


პლინიუსი (ძველი რომაელი სწავლული) ამტკიცებდა, რომ ვირის კოცნა გაციებისგან კურნავსო და ბევრ ადამიანს სჯეროდა მისი.
image
შიმპანზეები ერთმანეთს ღია პირით კოცნიან, მაგრამ ენას არ იყენებენ.image
თუმცა, მაიმუნი ბონობო (ჯუჯა შიმპანზე) ამ პროცესში ენასაც იყენებს.
image
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, კოცნა თანდაყოლილი თუ გამომუშავებული ჩვევაა. ერთი რამის თქმა კი ზუსტად შეიძლება, აფრიკის ზოგიერთი ხალხები, საერთოდ არ კოცნიან ერთმანეთს.
image
კოცნა დადებითად მოქმედებს კბილებზე. ამ პროცესის წინ, პირში ნერწყვის გამომუშავება ხდება, რომელიც კბილებს ნადებისგან ასუფთავებს.
image
რომაელები კოცნის სამ სახეს გამოყოფდნენ:

I. «Osculum» – კოცნა ლოყაზე

II. «Basium» – კოცნა ტუჩებში

III. «Savolium» – ღრმა კოცნა
image
მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ჰქვია.
image
ტუჩები 100-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითები.
image
პირის წრიული კუნთი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საკოცნი კუნთი, ტუჩების წინ გამოწევაში გვეხმარება, კოცნის სურვილის შემთხვევაში.image
«ფრანგული კოცნის» დროს, სახის ყველა ანუ 34 კუნთი მუშაობს, ხოლო ლოყაზე კოცნისას – მხოლოდ 2.
image
საქორწინო ცერემონიალის შემდეგ კოცნის ტრადიცია, ძველი რომიდან მოდის, სადაც კოცნა ხელშეკრულების დადების, შეთანხმების აღსანიშნავად გამოიყენებოდა.

image
ჯვრით, წერილის ბოლოს, ტუჩების კონტაქტს აღნიშნავენ, კოცნის დროს.
imageკოცნის დროს, ორი ადამიანი, ერთმანეთს ბაქტერიებს უცვლის, რომელთა რაოდენობა 10 მლნ-დან 1 მლრდ-მდე შეიძლება მერყეობდეს.
image
ვნებიანი კოცნა, დაახლოებით, 7 კალორიას წვავს წუთში.
image
კომპანია «Hershey» მიერ წარმოებული კანფეტი «კოცნა» 26 კალორიას შეიცავს.
image
შოკოლადი «კოცნის» შედეგად მიღებული კალორიების დაწვა, ისევ კოცნით შეიძლება, რომლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 წუთი უნდა იყოს.
image
ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული, ტაილანდელ ცოლ-ქმარს ეკაჩაემ და ლაკშან ტირანარატებს ეკუთვნით. მათ რეკორდი 2013 წლის 12 თებერვალს დაამყარეს და მისი ხანგრძლივობა 58 საათი 35 წუთი და 58 წამი არის.

image
სიტყვა კოცნა პროტოგერმანული სიტყვიდან «Kuss» მომდინარეობს, რომელიც კოცნის დროს გამოცემული ხმის ბგერების ჟღერადობის მიხედვით წარმოიქმნა.
image
შუა საუკუნეებში, ევროპის რიგ ქვეყქნქში, პოპულარული იყო დიდგვაროვნების მიერ კეთროვანების კოცნა, რაც ამ უკანასკნელის მორჩილებად აღიქმეოდა.
image
პირველი კოცნა ეკრანზე, ფილმში «The Kiss» (1896 film) იყო ნაჩვენები. ის 30 წამს გრძელდებოდა და მხოლოდ ერთი კოცნისგან შედგებოდა.

image

კოცნა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბერძნულ-რომაულ კულტურაში და გამოიყენებოდა პატივისცემის და თანხმობის ნიშნად.
image
ესკიმოსების კოცნას (ცხვირიბით ხახუნი) საფუძვლად ესკიმოსური მისალმება უდევს, და მათ ენაზე «Kunik»-ი ჰქვია.
image
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კოცნა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედები ცდილობდნენ შვილები ძუძუთი კვებისგან გადაეჩვიათ და საჭმელს პირიდან პირში აძლევდნენ.
image
მეცნიერები ასევე თვლიან, რომ კოცნის მიხედვით შეიძლება იმის გარკვევა, ადამიანი ბაშვობაში ძუძუთი იკვებებოდა, თუ ხელოვნურ კვებაზე იყო.
image
გასული საუკუნის 20-იან წლებში, ინგლისურ ენაში გაჩნდა ტერმინი – «ფრანგული კოცნა». თუმცა საფრანგეთში კოცნის ეს სახეობა ცნობილი იყო, როგორც კოცნა ენით ან სულების კოცნა.
image

0
578
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0