x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იდეალური მუცელი ერთი მოძრაობით - ვარჯიშის გარეშე. ამისთვის მხოლოდ სარკე დაგჭირდებათ!
image
ამასწინათ ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას, რომელშიც ახალგაზრდა ქალბატონი გვიზიარებდა მეთოდს, რომლის წყალობით მშობიარობის შემდეგ იდეალური მუცლის შენარჩუნება შეძლო. როგორც აღმოჩნდა, მუცლის კუნთების ტონუსში შენარჩუნებას იგი ძალიან მარტივი ტექნიკით ახერხებდა. ამისათვის ერთადერთი, რაც საჭიროა არის მოზრდილი სარკე, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს სახლში და რომელშიც თავიდან ფეხებამდე თუ არა, მუცლამდე მაინც ვჩანვართ.


მაშ ასე, როგორ დავიყენოთ თხელი მუცელი:


ყველამ ვიცით, რომ მუცლის კუნთების გასამაგრებლად პრესის გავარჯიშებაა საჭირო. ეს შედეგიანია, სანამ დიეტაზე იმყოფებით და სპორტითაც ხართ დაკავებული. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით, ვერ ახერხებთ რეგულარულად ვარჯიშს, მუცელი ისევ მოდუნებული რჩება.


იმისათვის, რომ მუცელი იდეალურ ფორმაში გვქონდეს, მხოლოდ პრესის ვარჯიშებიც არ არის საკმარისი. აუცილებელია ასევე სწორი კვება, რომელიც ცალკე განხილვის საგანია. და ამასთან, საჭიროა მუცლის შიდა კუნთების გავარჯიშებაც. აი, სწორედ ამაში დაგეხმარებათ მოცემული მეთოდი:



დადექით სარკის წინ და რაც შეიძლება ძლიერად შეკუმშეთ მუცელი. შეიკავეთ სუნთქვა და დარჩით შეკუმშული მუცლით რამდენ ხანსაც შეძლებთ. ყოველ ჯერზე, როცა სარკის წინ ჩაივლით, არ დაგავიწყდეთ ამ მოქმედების შესრულება!

image
ბევრი აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი ძალიან კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ქალბატონებს უყვართ სარკეში ხშირად ჩახედვა. შესაბამისად, თუ ყოველ ჯერზე ამ ვარჯიშს შევასრულებთ, მუცლის პრესიც საკმაოდ გავარჯიშდება და შესანიშნავი შედეგი გვექნება. როგორც ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ამ მოქმედებას დღეში რამდენჯერმე შევასრულებთ, შედეგი საგრძნობი უკვე ერთ თვეში გახდება.


საქმე ის არის, რომ მუცლის შეკუმშვით შინაგანი ორგანოების მასაჟიც კეთდება, მათ შორის კუჭისა და ნაწლავების: ისინი უკეთ იწყებენ მუშაობას და ხელს უწყობენ მუცლის მიდამოში წონის კლებას. კუნთები, რომლებიც იღებს, მართალია არა ძლიერ, მაგრამ ყოველდღიურ რეგულარულ დატვირთვას, დროთა განმავლობაში შესანიშნავ მუცლის პრესს აყალიბებს.

1
935
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
935
  
2016, 2 აპრილი, 13:22
ესეც
0 1 1