x
image
natia.a
რა ხმები გაიგონა "აპოლონ-10"-ის ეკიპაჟმა მთვარეზე ყოფნისას 1969 წელს - აქამდე გასაიდუმლოებული ინფორმაცია (+ვიდეო)
image
არაბული ტელეარხის, ალ-ჯაზირას ცნობით, 1969 წლის მაისში "აპოლონ-10"-ის ასტრონავტებმა მთვარის შემოვლისას უცნაური ხმები ჩაიწერეს. მაგრამ ამის შესახებ მონაცემები მხოლოდ 47 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.


ახლახანს ამის შესახებ ნასა-ს სპეციალისტებიც ალაპარაკდნენ. ეს უცნაური ხმები ისმოდა ყოველ ჯერზე, როცა ასტრონავტები მთვარის უკანა მხარეს ხვდებოდნენ და დედამიწასთან კავშირი იკარგებოდა. ხმები იმდენად გაურკვეველი იყო, რომ მას "alien moon music" ("უცხოპლანეტელთა მთვარის მუსიკა") უწოდეს. ჩანაწერი მაშინვე გადაეცა ჰიუსტონში განთავსებულ ფრენების მართვის ცენტრს. ტექსტის სტენოგრამა, რომელზეც ჩაწერილია, როგორ ცდილობენ ასტრონავტები გაარკვიონ რას უკავშირდება უცნობი ხმები, ნასამ 2008 წელს გაასაჯაროა, ხოლო აუდიო ჩანაწერი საჯარო მხოლოდ ახლახანს გახდა.

image

ეს გაურკვეველი ხმები ჩაწერილი იქნა ერთი თვით ადრე, სანამ დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე პირველი ადამიანი დაადგამდა ფეხს.


image

მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის სამივე წევრი - იუჯინ სერნანი, ტომას სტაფორდი და ჯონ იანგი (Eugene Cernan, Tom Stafford, John Young) - დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩანაწერზე "უცხოპლანეტელების მუსიკა" ჟღერს, ჰიუსტონში ამ აზრს უარყოფენ. ინჟინრები მსგავს ხმებს ჩაწერის დროს წარმოქმნილ ხარვეზებს უკავშირებენ. თუმცა ნასას სპეციალისტებს უჭირთ იმის ახსნა, რატომ გაიგონეს მსგავსი ხმები მომდევნო ექსპედიციების ეკიპაჟებმაც, მათ შორის "აპოლინ -11"-ის ასტრონავტებმა.





1
1985
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1985
  
2016, 2 აპრილი, 13:05
გავუზიაროთ მთელ საქართველოს
0 1 1