x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ცნობილი ადამიანების უცნობი მკვლელები
საწყენია, როცა ამ ქვეყნიდან ცნობილი ადამიანები მიდიან, მით უმეტეს მაშინ, როცა ამაში ვიღაც "ეხმარებათ". არადა, მათ ხომ შეეძლოთ კიდევ შეექმნათ ლამაზი მუსიკა, დაეწერათ მშვენიერი რომანები, ეთამაშათ როლები... ერთი სიტყვით, კიდევ ბევრი სიკეთე გაეკეთებინათ, თუმცა არ დასცალდათ - ბოროტმა ხელმა მათ სიცოცხლე მოუსწრაფათ.

დღევანდელ პოსტში სწორედ იმ ბოროტ ადამიანებზე გვექნება საუბარი, რომლებმაც სიცოცხლე წაართვეს ხალხის კუმირებს.


ჯონ ლენონი - მარკ ჩეპმენი



image

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩეპმენმა მანჰეტენზე, საკუთარ სახლთან ახლოს მოკლა ყველასათის საყვარელი მომღერალი ჯონ ლენონი. ჩეპმენი დილიდან ტრიალებდა მომღერლის სახლთან ახლოს და როცა დღის 16 საათზე ჯონი სახლიდან გამოვიდა ხმის ჩამწერ სტუდიაში წასასვლელად, ჩეპმენი მას დახვდა და სთხოვა ავტოგრაფი გაეკეთებინა ალბომზე Double Fantasy. ლენონმა უარი არ უთხრა მას და მართლაც დაუწერა ავტოგრაფი. საღამოს, 22.50 საათზე, როცა ლენონი და იოკო ონო ხმის ჩამწერი სტუდიიდან დაბრუნდნენ, ჩეპმენი ისევ მათი სახლის შორიახლოს დახვდა და დაიყვირა: "ჰეი, მისტერ ლენონ!". ძახილზე ლენონი შემობრუნდა და სწორედ ამ დროს დაახალა მკვლელმა მას ხუთი ტყვია (აქედან ოთხი მან მიზანში მოარტყა). ჩეპმენს არც უცდია მიმალვა დანაშაულის ადგილიდან, ის მშვიდად დაელოდა პოლიციელებს და წინაააღმდეგობის გაუწევლად ჩაბარდა მათ.


მაჰათმა განდი - ნათხურამ გოძე


image

1948 წლის 30 იანვარს გოძემ Beretta M1934-ის პისტოლეტიდან სამი გასროლით ახლო მანძილიდან მოკლა მაჰათმა განდი საღამოს ლოცვის დროს. გოძეს გაქცევა არ უცდია, ის დაიჭირეს, გასაამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1949 წლის 15 ნოემბერს გოძე ჩამოახრჩვეს თავის თანამზრახველ ნარაიან აპტესთან ერთად, რომელიც ამ მკვლელობის ორგანიზატორი იყო.


დაიმბეგ დერელი - ნათან გეილი


image

დაიმბეგ დერელი-ამერიკელი მუსიკოსი და ვირტუოზი გიტარისტი, ვოკალისტი და ჯგუფების «Pantera»-ს და «Damageplan»-ის დამაარსებელი გახლდათ. 2004 წლის 8 დეკებრის საღამოს Damageplan-ის უკანასკნელ კონცერტზე, რომელიც ქალაქ კოლუმბუსში ტარდებოდა, ნათანმა მოახერხა სცენასთან ახლოს მისვლა, შემდეგ კი Beretta-ს პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა სცენაზე მყოფ მუსიკოსებს. დაიმბეგს ხუთი ტყვია მოხვდა, აქედან ორი - თავსა და მკერდში, რამაც მისი მყისიერი სიკვდილი გამოიწვია. დერელის გარდა, გეილის ტყვიებმა კიდევ სამი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა: 23 წლის ნათან ბრეი-კონცერტის საყურებლად მისული სტუდენტი, 29 წლის ერიკ ჰალკი-კლუბის სცენის მუშა და 40 წლის ჯეფ ტომპსონი - დაცვის წევრი..


ჯანი ვერსაჩე-ენდრიუ კიუნენენი


image

ჯანი ვერსაჩე მოკლული იქნა 1997 წლის 15 ივლისს მაიამში, საკუთარი სახლის კიბის საფეხურებზე სერიული მკვლელის ენდრიუ კიუნენენის მიერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. კიუნენენი ეწეოდა ჰომოსექსუალურ პროსტიტუციას და ნარკოტიკებით ვაჭრობას. ვერსაჩეს გარდა, მან იმ პერიოდში სულ მოკლე ხანში მოკლა კიდევ ოთხი ადამიანი. მოდელიერის მკვლელობიდან რამოდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ მკვლელის კვალს მიაგნო და ალყა შემოარტყა მის სახლს, რის შემდეგაც კიუნენენმა პისტოლეტით მოიკლა თავი.


მარტინ ლუთერ კინგი - ჯეიმს ერლ რეი


image

1969 წლის 4 აპრილს, ადგილობრივი დროით 18.01 საათზე, სასტუმროს აივანზე მდგომი მარტინ ლუთერ კინგი მოკლული იქნა სნაიპერული შაშხანიდან ერთადერთი გასროლით. ტყვია მას კისერში მოხვდა, გაიარა საყლაპავი მილი და ხერხემალში გაჩერდა. კინგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ჰოსპიტალში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელს - ჯეიმს ელ რეის სასამართლომ 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ციხეში გარდაიცვალა 1998 წელს 70 წლის ასაკში.


ფრანც ფერდინანდი-გავრილო პრინციპი


image

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მკვლელობა მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია. 1914 წლის 28 ივნისს, მას შემდეგ, რაც დილის საათებში მომხდარი მკვლელობის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, ავსტრია–უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფერდინანდი და მისი მეუღლე - ორსული სოფი მანქანით გამოვიდნენ სახლიდან და გზაზე სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ შეთქმულების წევრს გავრილო პრინციპის. მან მიირბინა მანქანასთან და გამოცდილი კილერის მსგავსად სოფის პირდაპირ მუცელში დაახალა ტყვია, ხოლო როცა სროლის ხმაზე ფრანც ფერდინანდი შემობრუნდა, მას კისერში ესროლა. ამის შემდეგ მკვლელმა სცადა თავის მოკვლა: ჯერ ციანიდის შხამი დალია, მაგრამ მას იმწამსვე აღებინა, შემდეგ ეცადა პისტოლეტით მოეკლა თავი, მაგრამ ხმაურზე მოსულმა ხალხმა მას არ მისცა ამის საშუალება- მკვლელს პისტოლეტი წაართვეს და ისე სასტიკად სცემეს, რომ ციხეში მას ხელის ამპუტირება მოუწია. პრინციპის სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა, ვინაიდან იგი მხოლოდ 19 წლის იყო და ავსტრო–უნგრული კანონებით სრულწლოვანი არ იყო. მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა – 20 წელი.


ჯონ კენედი-ლი ჰარვი ოსვალდი


image

ჯონ კენედი მოკლული იქნა 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში ვიზიტის დროს. ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ისტორია. მართალია, ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგან. ნოემბრის იმ მზიან ღამეს პრეზიდენტის თავახდილ ლიმუზინს კორტეჟი დილი-პლაზას გავლით მიუძღვებოდა დალასის სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც ბანკეტი უნდა გამართულიყო. ლიმუზინის უკანა სავარძელზე პრეზიდენტი კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი ისხდნენ, წინ კი ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონელი და მისი მეუღლე ნელი. ქუჩის ორივე მხარე შეკრებილი ხალხი პრეზიდენტს ესალმებოდა. ნელი კონელი კენედის მიუბრუნდა და უთხრა:

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დალასში ძალიან უყვარხართ!“.... როცა ლიმუზინმა ჰიუსტონ-სტრიტზე შეუხვია და იქვე მდებარო სკოლის ბიბლიოთეკის საცავს ჩაუარა, რამდენიმე გასროლა გაისმა. პრეზიდენტმა ყელზე იტაცა ხელი და მეუღლისკენ გადავარდა. გუბერნატორი კონელი დაიჭრა და გონება დაკარგა. ლიმუზინმა სიჩქარეს უმატა და კენედი ჰოსპიტალში გააქანეს. პრეზიდენტი ჰოსპიტალში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. ამასობაში დალასის პოლიციის ოფიცრებმა ნახეს ფანჯარა საიდანაც მკვლელი ისროდა, იპოვეს სამი მასრა, ჩანთა და კარაბინი. ხელის ანაბეჭდი, რომელიც იარაღიდან აიღეს, ლი ჰარვი ოსვალდის ანაბეჭდს დაემთხვა. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იგი დააპატიმრეს. მოგვიანებით მოვლენები უცნაურად განვითარდა. მკვლელობიდან მეორე დღეს, როცა ოსვალდი პოლიციას საპატიმროში გადასაყვანად მიჰყავდა, ის დაცხრილეს. მკვლელი ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბი აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შური იძია კენედის მკვლელობისთვის. კითხვას ბადებდა მოწმეთა ჩვენებაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ გასროლის ხმა გორაკიდან გაიგონეს. კომისიის დასკვნის მიხედვით კი ტყვიამ გაიარა პრეზიდენტის ყელში, შემდეგ გულმკერდის არეში და გარეთ გამოვარდნილმა დაჭრა გუბერნატორი კონელი ზურგში. შემდეგ ტყვია გამოვიდა მისი გულმკერდის მარჯვენა მხრიდან, შებრუნდა კვლავ გუბერნატორის სხეულში, გაუგლიჯა წინამხარი, გამოვიდა მაჯიდან, გაიარა ბარძაყის არე და გარეთ გადმოვარდა. ტყვიის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დაზიანებული არ იყო. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთ ტყვიას გაეკეთებინა? უორენის კომისიის კრიტიკოსებმა ტყვიას ირონიულად „ჯადოსნური ტყვია“ უწოდეს. მოგვიანებით ახალი სამხილიც იპოვეს. აკუსტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ისროდნენ არა მარტო პრეზიდენტის ზურგს უკნიდან, არამედ მის წინ არსებული გორაკიდანაც. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ოსვალდს პრეზიდენტის მოსაკლავად? თუ კენედის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ოსვალდი ფანატიკოსი იყო, მაშინ პასუხისმგებლობასაც აიღებდა, მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და თავს სიცრუის მსხვერპლს უწოდებდა. როცა ჯეკ რუბიმ საპატიმროში გადაყვანის დროს ესროლა, ოსვალდმა რეპორტიორებს დაუყვირა:
„მე მსხვერპლი ვარ!“... არსებობს ბევრი კითხვა, რომლებსაც პასუხი არასოდეს გაეცემა.


სელენა-იოლანდა სალდივარი


image

80-ანი წლებსი დასასრულს და 90-იაენების დასაწყისში სელენა ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების სცენებზე. მას ხალხმა სიყვარულით "მექსიკელი მადონა " შეარქვა. სელენა მისივე ფან-კლუბის პრეზიდენტმა იოლანდა სალდივარმა მოკლა, რომელმაც მომღერალი სასტუმროში მიიწვია თითქოსდა ფინანსური საქმეების მოსაგვარებლად. შეხვედრის დასრულების შემდეგ იოლანდამ პისტოლეტი ამოიღო და მხარში ესროლა სელენას, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ტყვიამ საძილე არტერია გაგლიჯა და გარეთ გამოვარდა. მიუხედავად ჭრილობის სიმძიმისა და ბევრი სისხლის დაკარგვისა, სელენამ შეძლო ადმინისტრატორთან მირბენა, მას დახმარება სთხოვა, მკვლელის სახელი უთხრა და მაშინათვე დაკარგა გრძნობა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


კურტ კობეინი-კურტ კობეინი


image


ეს კი ის შემთხვევაა, როცა ლოგიკა ყოველგვარ აზრს კარგავს: ჯგუფ Nirvana-ს სოლისტი და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად აღიარებული კურტ კობეინი პიტოლეტის გასროლით მოკლა ადამიანმა, რომლის სახელი და გვარი იყო...კურტ კობეინი.


4
808
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
808
  
2016, 3 აპრილი, 12:51
მე ამხსენი ქალებს ამოფარებულო რომ საკადრისი პასუხი გაქცეეე
2016, 3 აპრილი, 9:25
ქალაჩუნა ეგ ხარ სულ კურდღელივით რომ გარბიხარ
2016, 2 აპრილი, 9:29
პირველი აპრილი იყო გუშინ :)
იმედია კობეინის ფანები არ მიწყენენ ამ პატარა ხუმრობას.
2016, 2 აპრილი, 9:27
ბოლო მაგარი იყო)))))
0 1 4