x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ლიმონი, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი. მისი გამოყენების 7 ხერხი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზისთვის
image


ლიმონი არა მხოლოდ კულინარიაში გამოიყენება, არამედ ცნობილია მისი თვისებებით, როცა საქმე ჯანმრთელობასა და სილამაზეს ეხება. ამ ციტრუსს გააჩნია სადეზინფექციო, გამაძლიერებელი და გამაღიავებელი უნარი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე.

შემოგთავაზებთ ლიმონის გამოყენების 7 ხერხს სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, რომლის შესახებაც შესაძლოა არც კი იცოდით.



1. იდეალური საშუალება სახის კანისთვის

image


ლიმონის წვენი კარგად მოქმედებს სახის კანზე, აძლევს მას ბრწყინვალებასა და სიმკვრივეს. დაიტანეთ კანზე ბამბის დისკით. ეს პროცედურა მხოლოდ ღამით უნდა ჩაიტაროთ. მეორე დღეს აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემები.


2. სკრაბი ტუჩებისთვის


image


ტუჩები შესაძლოა რამდენიმე მიზეზით აიქერცლოს: ვიტამინების ნაკლებობა, სიცივე, კანის სიმშრალე – ეს ყოველივე ცუდად აისახება ტუჩების მდგომარეობაზე. ლიმონი – ბრწყინვალე საშუალებაა, რომელიც ამ პრობლემას ებრძვის. თუ ღამით ლიმონის წვენს წაისვამთ, რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი ტუჩები უფრო დარბილდება და მეტად აღარ აგექერცლებათ.


3. თმის გამაღიავებელი

image


თუ თმის გაღიავება გსურთ 1-2 ტონით, მაშინ წაისვით ლიმონის წვენი და მზეში გაისეირნეთ! თქვენს თმაზე ახალი ფერები ათამაშდება და უფრო მბზინავი გახდება. შედეგის მისაღებად პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.


4. ვებრძვით შავ წერტილებს!

image


ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ძალიან უხდება ცხიმიან კანს. მას ტოქსინების გამოდევნის უნარი გააჩნია და ეპიდერმისის ღრმა ფენებში აღწევს. საღამოს წაისვით ცოტაოდენი ლიმონის წვენი გაწმენდილ კანზე, 10 წუთის მერე ჩამოიბანეთ.

ყურადღება: ამ პროცედურას უკუჩვენება აქვს, თუ მზეზე აპირებთ გასვლას.


5. პიგმენტური ლაქების გაქრობა

image


აკნე, მზის სხივების ზემოქმედება, დიეტა და სხვა ფაქტორები იწვევს კანის ჰიპერპიგმენტაციას. თუ კვირაში 1-2 - ჯერ წაისვამთ ლიმონის წვენს კანის დაზიანებულ არეზე და გაიჩერებთ 15 წუთის მანძილზე, ლაქები გაუფერულდება რამდენიმე ტონით. ეს პროცედურა მხოლოდ ღამით უნდა ჩატარდეს!


6. ფრჩხილების გამაგრება და გაღიავება

image


ფრჩხილის ლაქმა, ქიმიკატებმა – რომელსაც საწმენდი საშუალებები შეიცავს და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა ფრჩხილების გამუქება და დასუსტება გამოიწვიოს. ლიმონი არაჩვეულებრივად ებრძვის ამ პრობლემას. აურიეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს და მიღებული მასა წაისვით ფრჩხილებზე. შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს!


7. ბუნებრივი დეოდორანტი

image


მჟავა, რომელსაც ლიმონი შეიცავს, ბაქტერიებს კლავს და ამით არასასიამოვნო სუნს აქრობს. ამას გარდა, ის არაჩვეულებრივად აღიავებს კანს. აურიეთ ლიმონის წვენი თაფლთან და შვრიასთან, მიღებული მასა წაისვით იღლიის მიდამოში. ერთი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გამოყენება კანს მონოქრომულ ელფერს მისცემს.


0
655
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
655
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0