x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მას 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილ მეუღლის გვამთან ერთად ეძინა...

სიყვარული ძალიან ძლიერია, რათქმაუნდა ამას მტკიცე აღიარება სჭირდება. შემთხვევით გადავაწყდი თემას, რომელიც ძალიან დამაინტერესდა და ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

ვიეტნამში ცხოვრობდა ბედნიერი წყვილი, 2003 წელს წყვილის ბედნიერება უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 57 წლის ლის მეუღლე გარდაიცვალა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც ჩანს ამ მოვლენამ ლი ვან-ზე ძლიერად იმოქმედა.




57 წლის ლი ვანის მეუღლე 2003 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწუხარე ვანმა 22 თვის განმავლობაში მეუღლის საფლავზე დაიძინა.


image


ლი ვანი ყველანაირ სირთულეს უძლებდა და მაინც ახერხებდა მეუღლის საფლავზე დაძინებას, მაგრამ ამინდის პირობებმა საბოლოოდ დარტყმა მიაყენეს ლის, მას აღარ შეეძლო ასეთ პირობებში მეუღლის საფლავთან ძილი, თუმცა არც მისი მიტოვება სურდა... ამიტომ გადაწყვიტა ცოლის საფლავზე გვირაბის ამოთხრა.


image


ლი ვანის ოჯახი სასტიკად შეეწინააღმდეგა მას საფლავის გათხრის თაობაზე და დაარწმუნეს, რომ ეს იყო ცუდი იდეა. ლიმ მაინც ვერ მოისვენა, მოგვიანებით მან თავის გარდაცვლილი მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო...


image


მან თაბაშირის გამოყენებით, მეუღლის ძვლები ერთმანეთთან დააკავშირა და შეღებილ კუბოში ჩაასვენა. ჩასასვენებელი ქალის ტანსაცმელებით მოკაზმა და ამის შემდეგ მოკაზმულ კუბოში ჩასვენებულ მეუღლესთან ერთად დაიწყო ძილი...


image


თანამდებობის პირებმა ამის შესახებ 2014 წელს შეიტყვეს, თუმცა ლი ვანის დარწმუნება ვერ შეძლეს, იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე უნდა დაასაფლავოს.



image


ზოგადად ვიეტნამშიც გარდაცვლილებს ჩვეულებრივ სასაფლაოებში მარხავენ...


image


ვიეტნამში არის ერთი უცნაური რიტუალი, რომლის თანახმადაც, 5 წლის შემდეგ გარდაცვლილს საფლავიდან იღებენ, კარგად ასუფთავებენ, ახალ ტანსაცმელებს აცმევენ და კვლავ კუბოში ასვენებენ, ოღონდ ამჯერად ახალ კუბოში.


image


დღემდე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ლი ვანმა? დამარხა თუ არა მან გარდაცვლილი მეუღლე, ეს საკითხვი კვლავ კითხვის ნიშნების ქვეშ დგას....








მადლობა ყურადღებისთვის!


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


1
1172
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1172
  
2016, 1 აპრილი, 13:47
შემზარავია :(
0 1 1