x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გასული საუკუნის "ფოტოშოპი"-8 ისტორიული კადრი
წარსულშო "პოტოშოპი"-ს გამოყენება არც თუ ისე ეფექტური იყო და ხშირად

ფოტოს ხარვეზების გამოსწორების მაგივრად, დამახინჯება ხდებოდა.

ისტორიაში შემონახულია გასული საუკუნის ფოტოები, რომლებიც "ფოტოშოპი"-ს

წყალობით შეიცვალა.



სტალინის უამრავი ფოტოა ცნობილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი ფოტო

სტალინის ბრძანებით შეცვლილია.

ამ ფოტოზე სტალინის მარცხნივ მისი დაცვის უფროსი ეჟოვი დგას, შემდგომში როცა

მას სტალინთან დაპირისპირება მოუვიდა, სტალინმა ფოტოსურათიდან მისი ამოშლა

ბრძანა.


image



ანალოგიურად, სტალინმა ფოტოდან ამოაშლევინა, თავისი მთავარი კონკურენტი,

ტროცკი, რომელიც ფოტოზე ლენინის უკან იდგა.


image



გაურკვეველია რატომ აღმოჩდა იოზეფ გებელსი ჰიტლერთან ერთად გადაღებული

ფოტოდან ამოღებული, ცნობილია რომ მათ ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,

გებელსი ჰიტლერის სიცოცხლის ბოლომდე მის მხარეს იყო. ამაზე ისტორიკოსებსაც არა

აქვთ პასუხი.


image

image



მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ფოტო,

სადაც იგი ცხენზეა ამხედრებული, ორიგინალ ფოტოზე მისი ცხენის ლაგამი

მომთვინიერებელს უჭირავს, ხოლო მომდევნო ფოტოზე იგი მარტო ზის ცხენზე.


image


image



ეს არის აბრაამ ლინკოლნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტი. თითქმის ყველა

ისტორიის სახელმძღვანელოში ეს ფოტო გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში ეს

ფოტომონტაჟია, მხატვრებმა წარმატებულად გამოიყენეს სხვა პოლიტიკოსის ჯონ

კალჰუნას ფოტო და მისი სახე შეცვალეს აბრაამ ლინკოლნის თავით.


imageimage



ცნობილია, რომ იუსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა სიაგარა, იგი მისი განუყრელი

ატრიბუტი იყო, მისი პირადი ფოტოებიდან საკმაოდ ადვილი იყო სიგარის მოშორება.


image

ეს "ფოტორობოტი" კი ადოლფ ჰიტლერის სივდილის შემდეგ შეიქმნა, მასთან

დაკავშირებული ყველა ადამიანი დაიკითხა და შეიქმნა "ფოტორობოტი"-ს 6 ვარიანტი.

საკვირველია, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგაც არსებობდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა

ცოცხალი ყოფილიყო და იმალებოდა.

image




4
803
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
803
  
2016, 1 აპრილი, 21:46
მადლობ ლელა :)
2016, 1 აპრილი, 12:19
მომეწონა, ძალიან კარგი სტატიაა, ხატი :)
2016, 1 აპრილი, 9:43
გმადლობ
2016, 1 აპრილი, 9:37
G-g
0 1 4