x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გინდათ, რომ ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეთ, სამოსის შერჩევის ეს წესები გაითვალისწინეთ!

სამოსის შერჩევა, რომ საპასუხისმგებლო საქმეა, — სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა იცის. ხარისხიანი და ლამაზი ნივთების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ის თქვენი სხეულის წყობას, - გარეგნობას შეესაბამებოდეს.
სამოსის შერჩევისას, შეცდომა რომ არ დაუშვათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სხეულის ტიპი უნდა დაადგინოთ და ბრძნული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, თუ როგორი სამოსის შერჩევა ღირს, რომ თავი დედოფლად იგრძნოთ!


image


სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით

imageimage

გადმობრუნებული სამკუთხედი


image


განიერი მხრები და ვიწრო თეძოები — შეცდომის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტული აღნაგობის მაჩვენებელია. თუ თქვენ ე. წ. «სამკუთხედის» აღნაგობის სხეული გაქვთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ.
სხეულის ეს ფორმა, ამჟამად ძალიან პოპულარულია და უამრავი ქალბატონი სპორტულ დარბაზს არ ტოვებს, რომ ამ ფორმებს რამენაირად მიუახლოვდეს. იმისთვის რომ სხეული ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ქვედა და ზედა ნაწულის გათანაბრება არის საჭირო. სამოსი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რომ თეძოები იყოს ხაზგასმული ანუ აქცენტი, თეძოებზე უნდა გააკეთოთ.

ძალიან მოგიხდებათ А-სილუეტის კაბები და ტრაპეციისებური ქვედაბოლოები. აირჩიეთ კლასიკური სტილის მარტივი მოდელის სამოსი, მშვიდი ფერებით. სახელო - რეგლანი, მხრის თარგის შერბილებული ხაზებით.

უარი თქვით განიერ საყელოებზე, მაისურებზე, განიერი სახელოებით და პიჯაკებზე, მხრის ბალიშებით (ე. წ. ლიპები).


image

imageimage


image

მართკუთხედი


image


იმ შემთხვევასი, თუ მხრები, წელი და თეძო, თითქმის, ერთი ზომის გაქვთ, მაშინ თქვენი სხეული, ფორმის მიხედვით, «მართკუთხედია».
დიდი საყელოები და განიერი სახელოები, ნაოჭები თეძოს არეში, თქვენს სხეულს ისეთ ხაზებს შესძენს, რომელიც წელს უფრო ვიწროს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეში არის. გარდა ამისა, თქვენი სხეულისთვის ყველაზე ოპტიმალური სწორი, მხრებიდან დაშვებული სილუეტი იქნება.
ვიწრო, სწორი შარვალი და ქვედაბოლო — ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ. ძალიან მოგიხდებათ სამოსი ვერტიკალური პრინტით.

უარი თქვით ტანზე მომდგარ, ვიწრო სამოსზე — ეს ნამდვილად არ არის თქვენი სტილი.


imageimageimage

image

ქვიშის საათი


image


სხეულის ასეთი ფორმის მფლობელებს, ნამდვილად გაუმართლათ: სწორედ ასეთი ქალბატონებისთვის არის შექმნილი ტანზე მომდგარი კაბები. ასეთი სხეულის უმთავრესი სამშვენისი — მკვეთრად გამოხატული წელის ხაზია.

უარი თქვით ქსოვილის გაფორმებაზე და დამატებით დეტალებზე, რომლებსაც სხეულის სილუეტის დამძიმება და კილოგრამების დამატება შეუძლია.


imageimageimage
imageმსხალი


image

თუ განიერი თეძოები და გამხდარი, მასთან კონტრასტული ზედა ნაწილი გაქვთ — ე. ი. მსხლის ფორმის სხეულის მფლობელი ბრძანდებით. სამწუხარო ის არის, რომ სხეულზე მომდგარი ქვედაბოლოები საერთოდ უნდა დაივიწყოთ.
სამოსის შერჩევისას, საუკეთესო ვარიანტი — А-ფორმის სილუეტია. ხაზი გაუსვით ვიწრო წელს და მოერიდეთ დეკორს თეძოების არეში, რომ დამატებითი ყურადღება არ მიიქციოთ სხეულის ამ ზონაზე. შეეცადეთ, რომ აქცენტი მკერდზე და ლავიწებზე გადაიტანოთ. ისარგებლეთ მასიური ბროშებით და ბიჟუტერიით. დავარდნილი ქსოვილის ქვედაბოლო და ლიფი და კორსეტი ზორტების (“ბრეტელები") გარეშე, ნამდვილად დაგამშვენებთ — შიშველი მხრები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ შიშველი მხრებით ყოველთვის ვერ ივლით და ასეთი შემთხვევებისთვის, საუკეთესო ვარიანტი — სვიტრია, დიდი ზომის პრინტით ან ნახჭით (უზორი).
ცივ სეზონზე შეგიძლიათ ტყავის ქურთუკი ჩაიცვათ და ხშირად ატარეთ ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით, რაც სხეულის მსხლისებური ფორმის შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


imageimageimage
imageვაშლი


image


სხეულის ასეთი ფორმის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გაითავისოთ, რომ უბრალოება — ყველაზე შესაფერისი გზა არის, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეთ. რაც უფრო მარტივია სამოსის თარგი, მით უფრო ეფექტური იქნებით მასში.
ვერტიკალური ნაკერები და ჩანაკერები, ბევრად უფრო კარგად წარმოაჩენს თქვენს სხეულს. არ ჩაიცვათ განიერი და წელზე მჭიდროდ მომდგარი სამოსი. საუკეთესო ვარიანტია, თავისუფალი, ტომრისებური ზედა და ფენებიანი ქვედაბოლო.
შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ორ სურათს: ორივე ქალბატონს ვაშლის ფორმის სხეული აქვს. პირველს შავი კოსტუმი საერთოდ არ უხდება, ხოლო კაბა, ბერძნულ სტილში, ნამდვილად რომ სწორედ არის შერჩეული.
რაც შეეხება სამოსის ფერებს, ამ მხრივ, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. არ არსებობს შეზღუდვები პრინტებზეც. ქსოვილთან დაკავშირებით, შეზღუდვა მხოლოდ ფაქტურაზეა — ის აუცილებლად თხელი და ნაზი უნდა იყოს!


imageimageimage
ყოველთვის სრულყოფილად რომ გამოიყურებოდეთ, მკვეთრად გამოხატეთ საკუთარი ინდივიდუალობა და დაივიწყეთ ყველა სახის კომპლექსი — არ არსებობს ადამიანი იდეალური ფორმებით. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ჩაცმა შეუძლიათ და არსებობენ ისეთები, ვინც ამაში კარგად ვერ ერკვევა. აქ მოცემულ რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებთ, მარტივად შექმნით თქვენთვის შესაფერის გარდერობს, რომელშიც ყოველთვის შეუდარებელი იქნებით!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის ზაფხულის გარდერობში
10 კაბა (პატარა შავი, წითელი, ფუტლიარი...), რომელიც ყოველთვის მოდაშია

14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

რა უნდა ჩაიცვან ქალბატონებმა, თუ მათი სიმაღლე 160 სანტიმეტრს არ აღემატება

0
299
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0