x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70136
  • ვიდეო:322943
  • სურათი:424230
უცნაური დაავადებებით დაბადებული 10 ახალშობილი (+ვიდეო)

სტატიის თემა ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ მაინც საინტერესო. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ბავშვს, რომლებიც სხვადასხვა უცნაური დაავადებებით დაიბადნენ. ამ მოვლენას ბევრი ახსნა ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე გამართლებული არცერთი არ იყო, ყველაზე საღი დასკვნა რათქმა უნდა გენეტიკაა.. ახლა კი ერთად დავათვალიეროთ ეს "უბედური" ჩვილები...







image




1. ცალი თვალით დაბადებული ახალშობილი.


image


ბავშვი დაიბადა ინდოეთში, 2006 წელს. საავადმყოფოში ექიმების მიერ დაწერილ ანგარიშის თანახმად, შესაძლოა ეს ქრომოსომული დარღვევიდან გამომდინარე იყოს. ქრომოსომული არეულობა ცნობილია, როგორც ციკლოპი. ასეთ ბავშვებს გააჩნიათ
მხოლოდ ერთი თვალი. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ცხვირი და ტვინის სამფრთიანი უჯრედებიც შეერთებულია. ამდენი დეფორმაციის შედეგად, ჩვილმა მაინც მოახერხა 24 საათით ცხოვრება.







2. მსოფლიოს ყველაზე პატარა ახალშობილი


image


ამილა ტეილორი დაიბადა 2006 წლის 24 ოქტომბერს, დაბადებისას ის იყო მხოლოდ და მხოლოდ 21 კვირისა და 6 დღის. ჩვილის დედას კიდევ 17 კვირიანი ორსულობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს სასწაულია, ამილა ტეილორი პირველი ბავშვია, მთელს მსოფლიოში, რომელიც 5 თვიანი დაიბადა და დღემდე ცოცხალია.






3. 7.75 კილოგრამიანი ახალშობილი


image

ციბმირელმა ქალმა 2007 წელს მეთორმეტე შვილი გააჩინა. მას დაარქვა ნადია, თუმცა ეს ბავშვი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი ახალშობილია. 43 წლის დედამ განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ბოსტნეულის მეტს არაფერს ჭამდა. თუმცა ფაქტი სახეზეა, ახალშობილი 7 კილოგრამსა და 750 გრამს იწონიდა.






4. "ორთავიანი ტყუპები"


image


ჩინეთის ქალაქ სინჩუანის საავადმყოფოში სასწაული მოვლენა განვითარდა, დაიბადა ტყუპი ახალშობილი, რომლებსაც მხოლოდ ერთი ტანი და ორი თავი გააჩნდათ. მათი საერთო წონა 4 კილოგრამს არ აღწევდა. მეცნიერებისთვის ეს ფაქტი ძალზედ შოკისმომგვრელი იყო.







5. Rhett Lamb


image


ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ 3 წლის ბავშვს, რომელსაც რეტ ლამბი ჰქვია.

ეს ბავშვი სხვა ბავშვებისგან ძალიან გამოირჩევა. მას დაბადებიდან არ დაუძინია,

მან არ იცის რას ნიშნავს ძილი.





6. 3 მკლავიანი ახალშობილი


image


2006 წელს ჩინეთში დაბადებული ლიუ ჯუნგი კვლავ ცოცხალია. მას დაბადებიდანვე აქვს 3 მკლავი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა ახალშობილთა ისტორიაში. ჯუნგი ამჟამად სამივე მკლავს ხმარობს, თუმცა ძალა საერთოდ არ აქვს.






7. Roona Begum


image


ჰიდროცეფალიის დაავადებით დაბადებული ახალშობილი ინდოეთიდან, მას ჰქვია რუნა ბეგუმი. ეს დაავადება უმეტესად ინდოეთში შინიშნება. დაავადება გამოწვეული ნათესავების სექსუალური კავშირიდან გამომდინარე დაბადებულ ბავშვებში.





8. 34 თითიანი ბავშვი


image


ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ ინდოელ ბავშვს, მას ჰქვია ახშატ სახენა. მას ხელებზე 14, ხოლო ფეხებზე 20 თითი აქვს. ბავშვი ასევე არის გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველაზე ბევრი თითის მქონე ადამიანის სტატუსით. პროფესორების აზრით, ეს არის გენეტიკური მოშლილობა და შესაძლოა ეს დაავდება გამოწვეული იყოს ნათესაური სექსუალური კავშირიდან გამომდინარე.






9. ორ სახიანი ბავშვი


image


ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ქალმა გააჩინა ტყუპები, რომლებსაც მხოლოდ ერთი ტანი

და ერთი სახე აქვთ. ეს არის მედიცინის ისტორიის ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენა.

მედიცინაში ეს დაავადება ცნობილია, როგორც დიპროსოპუსის სინდრომი.




10. ახალშობილი, რომელიც ბაყაყს ჰგავს


image


ეს უცნაური ახალშობილი 2006 წელს ჩარიკოტში დაიბადა. ბავშვები პირდაპირ, რომ ვთქვათ ბაყაყს ჰგავს ძალიან. საშინელი ვიზუალის ახალშობილი, დაბადებიდან საათ-ნახევარში დაიღუპა.





ნახეთ ვიდეო:





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



























2
1558
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1558
  
2016, 31 მარტი, 14:37
ნამდვილად
2016, 31 მარტი, 14:36
გული დაგეწვება, ისეთი კრებულია :((
0 1 2