x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიონელ მესის საქციელმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ეგვიპტეში


image

ლიონელ მესიმ ეგვიპტური ტელევიზიის MBC-ის გადაცემაში "დიახ მე ცნობილი ვარ" საქველმოქმედო აუქციონს თავის ბუცები გადასცა საჩუქრად.ფეხბურთელის ეს ჟესტი შეურაცხმყოფელი გამოდგა ეგვიპტელი ხალხისთვის.


პარლამენტის წევრმა საიდ ჰასასინიმ სხვა ტელეგადაცემაში, პირდაპირ ეთერში გაიხადა ფეხსაცმელი და განაცხადა:"ეგვიპტელებისთვის ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არასდროს 7 ათასი წლის განმავლობაში.ამ ფეხსაცმელს ჩაგცხებ მესი! ეს ჩემი ფეხსაცმელია და ვჩუქნი არგენტინას!"


"ეს დამამცირებელი ყველა ეგვიპტელისთვის, ჩვენ არ მივიღებთ ამას, ეგვიპტელს შეიძლება უჭირს საკვების მოპოვება, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ღირსება."

image



უკმაყოფილება გამოხატა აგრეთვე ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ ეგვიპტეში ახმი მაგაჰედმა:"აღშფოთებული ვარ, რადგან ასე უნდა რომ დაგვამციროს, დაე თვითონ და თავის ფანატებს ჩამოაფხატოს ეს ბუცები თავზე.ჩვენ არ გვინდა მოწყალების მიღება ებრაელებისგან, აჩუქე ეგ ფეხსაცმელი შენს ქვეყანას, -არგენტინას, იქ ბევრი ღატაკია."

image


ერთადრთი ვინც მესის გამოექომაგა ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი მიდოა, რომელმაც მესი ესპანეთის ჩემპიონატში გამოსვლის დროს გაიცნო.


"ყველაზე ძვირფასი მწერლისთვის კალამია, ხოლო ფეხბურთელისთვის ბუცი"-ასეთი პოსტი დადო მიდომ Twitter-ზე.


თვითონ ტელეწამყვანმა მონა ელ-შრაკავმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ შოუში ყოველთვის ვთხოვ სტუმრებს რაიმე სუვენირი დატოვონ საქველმოქმედო აუქციონისთვის.თვითონ მესის წინასწარ არ უთქვია, რომ ბუცს სწირავდა საქველმოქმედოთ ეგვიპტეს."


0
1134
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0