x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ ტელეშოუში "ცოდნა ფულია" შეცდომა აღმოაჩინა-"ვინც ამ ბიჭს შეხედავს, გარყვნილი ევროპელების მიმდევარიაო იტყვის."(+ვიდეო)
image


ტელეკომპანია "იმედზე" ახალი გადაცემა "ცოდნა ფულია" გადის, რომლის წამყვანიც უცვლელი დუტა სხირტლაძეა. ამ ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშის პირველი გამარჯვებული 24 წლის თბილისელი დავით პაქსაშვილი გახდა. დავითმა შეძლო და საკუთარი ცოდნით 25 000 ლარი მოიგო.
თუმცა კითხვაზე პასუხი, რომელმაც ახალგაზრდას თანხა მოაგებინა, სადავო გახდა საზოგადოების მხრიდან.image

შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ, თეა აბაშმაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატუსი და აღნიშნა, რომ პასუხში შეცდომა აღმოაჩინა და ეს ყოველივე ტელევიზიაში მომუშავეთა უცოდინარობას დააბრალა:

"ყველაზე ღირებული რაც ამ ქვეყანაშია, ახალი თაობის ინტელექტუალური რესურსია მხოლოდ. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ისაა, რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანას ის არ ჭირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ვინც ამ ბიჭს შეხედავს, ეგრევე სინათლეს კი არ დაინახავს, გარყვნილი ევროპელების მიმდევარიაო იტყვის. ის ხომ "ნამდვილ ქართველს" არც ერთი ნიშნით არ გავს. ეხლა აღმოვაჩინე : "ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია" - მათეს სახარება, თავი პირველი. მაგრამ ეს ამ ბიჭის კია არა, ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, მათი ბრალია..."

კომენტარებში თეა აბაშმაძეს ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკატერინე ნაცვლიშვილი გამოეხმაურა და აუხსნა, რომ სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარად არის მოხსენიებული:


" ოზია და ყუზია ერთი და იგივეა. ზოგი ასე თარგმნის და ზოგი ისე. ოზია რომ დაგვეწერა, იტყოდით ყუზია რატომ არ დაწერეთ უცოდინრებოო!! ვინც იცის, ვინ შვა იორამმა, ისიც იცის, რომ ოზია და ყუზია ერთი და იგივეა. არამეულიდან ჯერ ბერძნებმა როგორ თარგმნეს და მერე დანარჩენებმა ვინ იცის... ალბათ იორამმა იცოდა ზუსტად, რა დაარქვა ოზია თუ ყუზია..."
image
imageimageimage



3
2863
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2863
  
2016, 31 მარტი, 18:33
Gaunatlebeli tviton es qalia..dauni dsh.
2016, 31 მარტი, 11:27
თარგმანში ყველგან რომ განსხვავებულად იქნება ბევრი რამ ეგეც დასაფიქრებელია :) და სანამა სეთ სტატუსებს გამოაშვავნშვალებენ ხოლმე, სჯობს დაფიქრდნენ .
2016, 31 მარტი, 10:45
მე წავიკითხე მათეს სახარება და წერია რომ იორამმა შვა ყუზია...
0 1 3