x
მეტი
  • 23.01.2017
  • სტატია:62912
  • ვიდეო:313844
  • სურათი:413590
10 ჰოლივუდის ვარსკვლავი,რომლებიც კარიერის დასაწყისში მომსახურეობის სფეროში მუშაობდნენ

ბევრ ცნობილ ადამიანს, სანამ ცნობილი ვარსკვლავი გახდებოდა, კარიერის დასაწყისში უწევდათ მომსახურეობის სფეროში მუშაობა. ეს იქნებოდა ოფიციანტი, მოსამსახურე თუ მიმტანი.


1-ჯენიფერ ლოპესი-სანამ გოგონა საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა მოცეკვავედ მუშაობდა ღამის კლუბებში.მისი პირველი წარმატება იყო, როდესაც ჯგუფმა "New Kids on the Block"-მა მოცეკვავედ მიიწვია.


შემდეგ ლოპესი მომღერალ ჯანეტ ჯექსონის ერთ-ერთი ბეკ-მოცეკვავე გახდა.

image



2-ჯენიფერ ენისტონი-გოგონა LaGuardia-ს დრამატულ სკოლაში სწავლობდა 1987 წელს, ამასთანავე რამდენიმე ბროდვეის დადგმაში თამაშობდა.


პარალელურად ენისტონი კურიერად მუშაობდა, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა.

image



3-რენე ზელვეგერი-მსახიობს კარიერის დასაწყისში მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იწვევდნენ, თან პაუზები ხანგრძლივი იყო, ამიტომ თავი რომ ერჩინა, რენემ დამატებითი შემოსავლისთვის ოფიციანტად დაიწყო მუშაობა დუქანში.

როგორც მსახიობი იხსენებს, დაღლილობისგან მგზავრობის დროს ავტობუსში ხშირად ჩაძინებია.

image



4-უმა თურმანი-ნიუ-იორკში ჩამოსული გოგონას ოცნება იყო ფოტომოდელობა, პარალელურად გოგონა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.პირველად მხოლოდ "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლის" შემდეგ შეამჩნიეს, როდესაც ამ ფილმში ეპიზოდური როლი ითამაშა.


image




5-რასელ კროუ-ხუთი წლის იყო რასელი, როდესაც სერიალ "Spyforce"-ში გადაიღეს, თუმცა შემდგომ ოჯახი სიდნეიდან ახალ ზელანდიაში გადასახლდა.რასელი 15 წლის იყო, როდესაც სკოლა მიატოვა და პატარა საოჯახო რესტორანში დაიწყო ოფიციანტად მუშაობა, იმისთვის, რომ ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.


image



6-ევანჯელინ ლილი-18 წლის იყო, როდესაც გოგონა მისიონერთა ჯგუფთან ერთად ფილიპინების ჯუგლებში გაემგზავრა.მთლიანობაში მოიარა მსოფლიოს 14 ქვეყანა, სანამ "დაკარგულებში" გადაიღებდნენ. მუშაობდა ბორტგამცილებლად და ოფიციანტად.

image


7-ნიკოლ კიდმანი-გოგონა ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში სიმღერის და თეატრის ისტორიას სწავლობდა, თუმცა მალე დედა მძიმედ დაავადდა, მკერდზე სიმსივნე გაუჩნდა.

გოგონა იძულებული გახდა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა, სანამ დედა თერაპიის კურსებს გადიოდა, მანამდე ნიკოლმა მასაჟის შემსწავლელი კურსები გაიარა.


მასაჟისტად მუშაობის დროს გოგონა იძულებული იყო ორ ცვლაში ემუშავა, რომ გაზრდილი ხარჯები დაეფარათ.

image



8-რეიჩელ მაკადამსი-რეიჩელი სანამ საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, მანამდე სამი წელი მოლარედ მუშაობდა "მაკდონალდში."


image


9-ალ პაჩინო-17 წლის იყო მსახიობი, როდესაც სკოლიდან გარიცხეს, დედა ამის გამო ძალზე გაუბრაზდა შვილს და ალ პაჩინოც იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან.მუშაობდა, კურიერად, ოფიციანტად, ფოსტალიონად და დამლაგებლად.

image


10-კიმ კარდაშიანი-თანამედროვე აშშ-ს სექს-სიმბოლო მსახიობ პერის ჰილტონის სტილისტი იყო კარიერის დასაწყიში.

image


1
564
10-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
0 1 1