x
10 მიზეზი იმისა,თუ რატომ არის ვერძი ყველაზე ცუდი ასტროლოგიური ნიშანი
30 მარტი, 21:34

რომელია თქვენი ასტროლოგიური ნიშანი? იცით რას ნიშნავს ის? კითხულობთ თქვენს ჰოროსკოპს? თუ კითხულობთ არის ეს უბრალო გართობა თუ ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი დაბადების თარიღზეა დამოკიდებული თქვენი ხასიათი, ჩვევები და რა მოგელით მომავალში?

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება, სამყაროში არსებობს მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ჯერათ ამ ყველაფერის და ჰოროსკოპის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, გეგმავენ შეხვედრებს.მათ სჯერათ, რომ მათი ხასიათი მათ დაბადების რიცხვზეა დამოკიდებული და სხვადასხვა ასტროლოგიურ ნიშანს სხვადასხვა დამახასიათებელი ჩვევები აქვს.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ხშირად ემთხვევა და უხდება ადამიანს, რომელსაც ჯერა, ასტროლოგიური პროგნოზი.სავსებით ლოგიკური იქნება, თუ საპასუხოდ იტყვით, რომ ადამიანს რისიც წამს ის დიდი ალბათობით გაუმართლდება.თუმცა ეს თქვენ განსაჯეთ

როგორც ვახსენეთ ყველა ასტროლოგიურ ნიშანს თავისი დამახასიათებელი აქვს.ხშირად ამბობენ, რომ ვერძი ყველაზე ცუდი ასტროლოგიური ნიშანია და მას ყველაზე ცუდი მახასიათებლები აქვს.შეგახსენებთ ვერძი ეძოდება 21 მარტიდან 19 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს.

ასე, რომ ჯობია ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ ან თუ თქვენთითონვე ხართ ვერძი ეს ხსნის, თუ რატომ გაქვთ ამდენი პრობლემები.როგორც არ უნდა იყოს, ქვემოთ ჩამოწერილია 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ ითვლება ვერძი ყველაზე ცუდ ასტროლოგიურ ნიშნად


10)ვერძმა იცის რა უნდა და არავის არაფერს დაუთმობს image

ეს ნიშანი ითვლება ყველაზე ცუდად, იმიტომ რომ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ყველაზე ანგარიშიანები არიან.ისინი თავიანთ ელემენტარულ ახირებასაც კი არ დათმობენ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.ვერძი არასდროს ნებდება.

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს დადებითი თვისებაცაა და მათგან მშვენიერი კარიერაა მოსალოდნელი.ეს ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა ვერძი შეიძლება ძალიან საშიშიც იყოს.უფრთხილდით ვერძ თანამშრომლებს, რათა ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თქვენზე კარგი რეპუტაცია შეიქმნან და საჭიროების შემთხვევაში სრულ კრახამდეც მიგიყვანონ, მაშინაც კი თუ გგონიათ, რომ გეხმარებიან.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა მათ პირად ცხოვრებაშიც.თუ მათ მეგობრის შეყვარებული მოეწონათ და მისი საყვარლობა მოინდომეს, არაფრად ჩააგდებენ მეგობრობას და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.არასდროს ღელავენ სხვის სასიყვარულო სამკუთხედზე.

რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ესეთი არაა და რიგი გამონაკლისები ყველა სფეროში გვხვდება, ზოგი მათგანი ძალიან საყვარელიც კი შეიძლება იყოს.უბრალოდ უფრთხილდით თუ რაიმე ისეთი გაქვთ, რაც მათ სურთ


9)ვერძის ცხოვრება სავსეა თავგადასავლებითimageვერძი არ არის სანდო.თავგადასავლები კარგია და ალბათ ყველას გვჭირდება განტვირთვისთვის, თუმცა ვერძს ამ მხრივაც თავისი შეხედულებები და ახირებები აქვს.სამუშაო დღეებში განტვირთვა აუცილებელია და ასე თუ ისე ყველა ადამიანი ცდილობს მოიწყოს პატარა განტვირთვის დღე.ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ცდილობენ მათი ყოველი დღე სავსე იყოს სხვადასხვა თავგადასავლებით და ხშირად ტრაბახიც უყვართ.მაგალითად არ გაგიკვირდეთ თუ გაიგეთ, რომ თქვენი უფროსი(ვერძი) მთავარი კონკურენტი ფირმის გამოსაშვებ საღამოზე იყო და კონფიდენციალური ინფორმაცია(და იმაზე მეტიც, ვიდრე სინამდვილეშია) საჯაროდ გამოიტანა მხოლოდ თვითკმაყოფილებისთვის.

მათი მიზნები და თავგადასავლები ჩვეულებრივ რიტუალად რომ არ იქცეს, ცდილობენ უფრო და უფრო რთულ "საქმეებს" შეეჭიდონ და ყოველი დღე რაიმე ახალი სცადონ.ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, თუმცა იფრთხილედ მათი მომავალი თავგადასავალი თქვენი სამუშაო ან სატრფო არ იქცეს.


8)ვერძს მოსწონს, როდესაც აცხადებს რომ რომანტიკულიაimage

ვერძი ითვლება ყველაზე ცუდ ნიშნად, რადგან ისინი აკონტროლებენ გრძნობებს.კითხეთ ნებისმიერ ვერძს თავის შესახებ და ყველა მოგიყვებათ, თუ როგორი რომანტიკულები არიან.

სიმართლე ისაა, რომ მათ შეუძლიათ აკონტროლონ გრძნობები და რომანტიკას იყენებენ იმის მისაღწევად, რაც რეალურად სურთ.თავიდან თქვენ დაგხვდებათ ყვავილები სახლთან ან შოკოლადები სამსახურში (დაახლოებით ანალოგიური ყურადღება თუ გოგოა) თუმცა არ დაგავიწყდეთ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მათ დროებით თავგადასავალზე! მათ მოსწონთ, როდესაც ხალხის თანდასწრებით ეხვევით და ყურადღებას აქცევთ თუმცა სულ სხვანაირად იქცევა მარტო დარჩენისას.უნდა აღინიშნოს, რომ საოცრად ველურები არიან საწოლში.დაშორების შემდეგ მათი საყვარელი ფრაზაა "რომ გყვარებოდი გააკეთებდი".


7)ვერძი ყველაზე ცუდი მიმდევარიაimageგახსოვდეთ ვერძი არის თხა და არა ცხვარი.ისინი საუკეთესო ლიდერები არიან მანამდე, სანამ სწავლობენ და ჭირდებათ სხვების დახმარება.მათ მოსწონთ, როდესაც ეხმარებიან და რჩევებს აძლევენ, თუმცა როდესაც საქმის არსს თვითონვე შეიცნობენ არანაირ ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფთა თუ პარტნიორთა რჩევა-დარიგებებს.ისინი მიიწევენ წინ თავიანთი მიზნისკენ, თუნდაც ამით მთელ კომპანიას უქმნიდეს საფრთხეს.

მათი ბუნებრივი ამბიციები ბევრად მეტია, ვიდრე ლოგიკური.ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ ისე, როგორც თვითონ უნდათ და არა ისე, როგორც დაავალეს.ეზიზღებათ როდესაც ეუბნებიან, თუ რა უნდა გააკეთონ.ურჩევნიათ მართონ ყველაზე პატარა კომპანია და იყვნენ პირველები, ვიდრე ყველაზე მსხვილი და ერქვათ მოადგილე.თუ უფროსმა მას რჩევა მისცა და შეცვა ვერძი ამას არასდროს, არასდროს დაავიწყებს და ყოველთვის შეახსენებს მას.

ვერძის უმეტესობა საკმაოდ გონებამახვილია.ხშირად ძალიან რთულ სიტუაციებსაც კი ადვილად უღებენ ალღოს და ამიტომაც ითვლებიან ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერებად, თუმცა საბოლოოდ კვლავ "უკან დახევის არ ცოდნა" უშლით ხელს.დაიმახსოვრეთ ვერძი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ არა ცხვარი.


6)ვერძი შეიძლება იყოს უზომოდ ეგოისტიimage

ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და ცუდი თვისებაა.ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თუ მან რაიმე დაისახა მიზნად, არაფრის წინაშე შეჩერდება, თუნდაც ეს მეგობრის ან ახლობლის დაკარგვად დაუჯდეს.ხშირ შემთხვევაში ამაზე არც არასდროს ნაღვლობს.აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველტვის ფიქრობს იმსახურებს ძალიან, ძალიან ბევრს.

თითქმის შეუძლებელია ნახოთ ვერძი, რომელიც სხვის გამო აკეთებს რაიმეს.ყველა შემთხვევაში ეს ხდება ანაზღაურების ან საერთო ინტერესების გამო.მათ ყოველდღიურობაში იმდენადაა ეს ჩვევა გამჯდარი, რომ ალბათ თვითონაც უჭირთ გაიგონ სინამდვილეში რისთვის აკეთებენ ამას.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს შეგიძლია ენდო მათ.უმეტესობა გემეგობრება იმიტომ, რომ სჭირდები ხოლო როდესაც საწადელს მიაღწევენ, უკან ჩამოგიტოვებენ.


5)ვერძს აქვს ცვალებადი ხასიათიimageვერძი ერთ-ერთია იმ სამი ნიშნიდან, რომლებიც ახლო კავშირშია ცეცხლთან და ამიტომაც მათ ხშირად ახასიათებთ აფეთქება, ხასიათის ცვლილება.

მათ აქვთ საოცარი აზროვნება და სწრაფად ახერხებენ მოვლენების გადამუშავებას.როდესაც ისინი მიირებენ გადაწყვეტილებას და თუნდაც ძალიან მალევე მიხვდა თავის შეცდომას, არათუ აღიარებს არამედ საყვედურის მოსმენისთვისაც კი საოცრად გაბრაზდეს და აგრესიული გახდეს.

ვერძი იმდენადაა თავგადასავლების მოყვარული, რომ მიწიერი და რუტინული სამსახურს ვერ შეეგუება.თუმცა საყვარელი საქმიანობის დროსაც კი აგრესიულია, თუ არაა იმხელა წინსვლა, რამდენიც სურს.უბრალოდ არ უყვართ ლოდინი და ყველაფერი ახლა და აქ უნდათ.

ასე, რომ თუ ხშირად გიწევთ ვერძთან ურთიერთობა დაიჭირეთ დისტანცია, რადგან არავინ იცის როდის აფეთქდება და თქვენ მოყვებით ხელში.


4)ვერძს აქვს ტენდეცია ენდოს სხვებს მეტისმეტადimageალბათ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებთან გარკვეულ ინტუიციურ კონტრასტს ქმნის, თუმცა აღიარებულია, რომ ვერძი მეტისმეტად მიმნდობია.მართალია მათი ნდობა არ შეიძლება, რადგან ხშირ შემთხვევებში გიყენებენ და თავად გტოვებენ, მაგრამ მათთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი თავად შეემთხვეთ.მათთვის დაუჯერებელია, რომ სხვები არ შეიძლება იყვნენ პატიოსნები.

მათი დამახასიათებელი თვისებაა რამდენიმე შანსის მიცემა, რადგან გულით სჯერა, რომ მეორე ადამიანს დანაშაულის გამოსწორება უნდა.თუნდაც ეს აქამდე 5ჯერ ეცადა და უარესი გაეკეთებინა.


3)ვერძი ძალიან მამაცია და უყვართ, როდესაც სხვებმაც იციან ამის შესახებimage

დიდ დროს ხარჯავენ ლაპარაკში და უმეტესად მუქარაში.

მათი თანდაყოლილი ჩვევაა ლიდერობა და სწრაფვა თავგადასავლებისკენ.ხშირ შემთხვევაში ეს კომბინაცია აძლევთ მათ უდიდეს სტიმულსა და სიმამაცეს.თუ არსებობს ვინმე ან რამე რისიც ჯერათ, ბოლომდე იბრძოლებენ მისთვის და უკან არაფრის და არავის წინაშე დაიხევენ.შეუძლიათ გააკეთონ თამამი განცხადებები და ბრალდებები.ამ სტატიის მტავარი კონტრ-არგუმენტია ის, რომ მსოფლიოს ჭირდება მამაცი ხალხი, რომლებიც ხელს დაადებენ დამნაშავეებს, თუნდაც უზარმაზარი ძალაუფლების მქონეს.

მათი უსაზღვრო სიმამაცე და ექსტრემი ზოგ შემთხვევაში ტოქსინების კომბინაციაა, რომელიც ხელს უშლის შეინარჩუნოს წყნარი მდგომარეობა და საღი აზრი.წარმოიდგინეთ ვერძი მთამსვლელი, ის არასდროს გაჩერდება და მოისვენებს მანამდე, სანამ კენწეროს მიაღწევს თუნდაც ამისტვის ჯოჯოხეთის გავლა მოუწიოს.


2)ვერძთან დროის გატარება გამოგფიტავთimage მიუხედავად იმისა, რომ ვერძი სავსეა ენერგიითა და ენთუზიაზმით, მათთან დროის გატარება ნამდვილად დაგღლით.ასეთი ტიპის ადამიანებს ენერგოვამპირებს ვეძახით.მათ უბრალოდ ულევი ენერგია აქვთ და ჩვენგანაც ითხოვენ ანალოგიურს.ყველას ჭირდება სტიმული და ვერძს შეუძლია იყოს ჩვენი საუკეთესო ტრენელი, სტიმულატორი და ასე შემდეგ თუმცა წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: მთელი დღე სამსახურში და საღამოს სახლში დაბრუნებული, ძალიან დაღლილს გადაწყვეტილი გაქვთ დაისვენოთ, თუმცა რატომღაც თქვენმა პარტნიორმა გადაწყვიტა მარათონში ვარჯიში და თან გაყოლას გთხოვთ. უკვე ყველამ ვიცით, რომ ვერძთან "არა" არ ჭრის და საწადელს მაინც მიაღწევს რადაც არ უნდა დაუჯდეს.


1)ვერძი პირდაპირი და უხეშიაimageვერძი ყველაფერს პირდაპირ გეტყვის და ხშირად უხეშადაც კი.

როდესმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს გეუბნებათ ნებისმიერი შელამაზების გარეშე? კარგად ჟღერს ხომ? თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი საკმაოდ უხეშად გამოიყურება და ხშირად კამათის მიზეზიც ხდება.წარმოიდგინეთ რა ბედნიერები არიან ახალდაბადებულის მშობლები და რამდენ სასიამოვნო მილოცვას იღებენ, თუმცა წარმოიდგინეთ შემდეგი : "გილოცავთ ბავშვის შეძენას, თუმცა ნამდვილად არ არის საუკეთესო ჩვილი, უკეთესებიც მინახავს" ან ხალხის გარემოცვაში მეგობრისთვის ნათქვამი : " იცი დროა შენს წონაზე იზრუნო".

რა თქმა უნდა პატიოსნება და სიმართლე საუკეთესო პოლიტიკაა, თუმცა ხშირ შემთხვევებში მტკივნეული თემა ჯობია არ იყოს პირდაპირი.მეგობარი აფასებს რჩევას და თანადგომას და არა გაკიცხვას.

ეს თვისება ვერძს ხდის საუკეთესო ადვოკატებად, თუმცა ზოგჯერ უტაქტო მეგობრად.მას შეუძლია ეჭვგარეშე გაამხილოს შენი საიდუმლო ან ურცხვად გამოთქვას თავისი აზრი შენს მეგობრებზე, ოჯახსა თუ პარტნიორზე.

215
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
   ქართული კლავიატურა
31 მარტი, 8:55
პირველად მესმის სოციალური გამოკითხვის ხარჯზე ადგენდნენ ცუდ და კარგ მხარეებს ასტროლოგიაში :))) ვიხალისე. არ მიწყინო ჩემო კარგო, მე შენი ბრალეულობის საკითხები არ დამიყენებია. ოდითგანვე ცნობილია, რომ ყველაზე ცუდი ნიშანი მორიელია და უბრალოდ გამიკვირდა.
30 მარტი, 23:34
სოციალური გამოკითხვის ხარჯზეა შედგენილი და რადგან ვერძი დასახელდა,ასტროლოგიურად რა ცუდი თვისებებიც აქვს ისინი განიხილეს შემიძლია წყაროც მოგაწოდო თუ პირადში მომწერ.
30 მარტი, 23:03
მსგავსი სისულელე ჯერ არაფერი წამიკითხავს ვერძზე, ეს ნაბოდვარი ვისი შედგენილია? :))))
0 1 3
შემთხვევით აღმოჩენილი 8 გამოგონება!შემთხვევით აღმოჩენილი 8 გამოგონება!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 საინტერესო გამოგონებას, რომლებიც შემთხვევით ი...
რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ქალები?რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ქალები?
ხშირად პროფესიონალი ასტროლოგები, მომავალ მშობლებს რომე...
ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?
ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთან...
კირა ნაითლი:სახელი შეცდომით დამარქვესკირა ნაითლი:სახელი შეცდომით დამარქვეს
ულამაზესმა მსახიობმა კირა ნაითლი მსახიობობასთან ერთად ფოტომოდელობასაც მშვ...
2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება ...
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებიყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სტატიის სათაურიდან გამომდინარე, ძალაში მოიაზ...
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიე...
რითი ემუქრება ახალი პლანეტა დედამიწას? 10 გასაოცარი ფაქტი მასზერითი ემუქრება ახალი პლანეტა დედამიწას? 10 გასაოცარი ფაქტი მასზე
2016 წლის დასაწყისში, კერძოდ იანვარში მსოფლიოს...