x
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი მოიერიშე "Су-25" დაკარგა
30 მარტი, 15:43

image რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავი დააკლდა.
"დღეს რუსეთში, ჩერნიგოვსკის რაიონში კატასტროფა განიცადა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა "Су-25"–მა, თვითმფრინავი ჩამოვარდა კერძო საკუთრებაში მყოფ საბოსტნე ნაკვეთში და დაანგრია ორი დამხმარე სათავსო ნაგებობა და გარაჟი"–ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
თვითმფრინავი საცხოვრებელი სახლებთან საკმაოდ ახლოს ჩამოვარდა, თუმცა ცეცხლს და აფეთქების ტალღას მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოუწვევია, განადგურდა მხოლოდ ორი დამხმარე სათავსო ნაგებობა რომლებსაც უშუალოდ ზედ დაეცა მართვადაკარგული მოიერიშე და გარაჟი, რომელიც ხანძრის გამო განადგურდა.
ხანძრის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივმა დანაყოფმა მოახერხა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დღეს ჩერნიგოვსკის აეროდრომ "ჩერნიგოვკაზე" დაჯდომის დროს მოიერიშე "Су-25"–მა დაკარგა მართვა და კატასტროფა განიცადა, პილოტმა მოასწრო კატაპულტირება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება. თვითმფრინავი ასრულებდა სასწავლო–სავარჯიშო გაფრენას და მის პილონებზე უმართავი ან მართვადი რაკეტები არ იყო განთავსებული.
თვითმფრინავის სავარაუდო კატასტროფის მიზეზად ძრავების პრობლემას მიიჩნევენ.
მოიერიშე თვითმფრინავი "Су-25", ერთერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და "სიცოცხლისუნარიანი" მოიერიშეა მსოფლიოში, ასევე ერთერთი ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილებით.
ეს თვითმფრინავი ჯერ კიდევ სსრკ–ს დროს იქნა დაპროექტებული და გამოშვებული, მათ შორის ამ ტიპის მოიერიშეებს უშვებდა თბილისის საავიაციო გაერთიანება "თბილავიამშენი".
ამ კლასის მოიერიშეებმა სახელი გაითქვეს ავღანეთში სსრკ–ს "ინტერნაციონალური მისიის" დროს, როგორც ძალზე ეფექტურმა და საიმედოდ დაჯავშნულმა თვითმფრინავმა, ამ კლასის ქართული მოიერიშეები ბომბავდნენ სეპარატისტებს და მათ ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ თუ მოხალისე მებრძოლებს აფხაზეთის ომში, ამ კლასის მოიერიშეები იბრძოდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში და ბოლოს ჩვენს უახლოეს ისტორიაში 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს (და არა საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ომის დროს, როგორც ამას რუსული საინფორმაციო სამსახურები ავრცელებდნენ)ქართულმა მოიერიშე "Су-25"–მა განახორციელეს გაფრენა ოკუპანტების ჯავშანკოლონის დასაბომბად, რუსული მხარეც აქტიურად იყენებდა ამ კლასის მოიერიშეს აღნიშნულ ომში და რამდენიმე ერთეული დაკარგა კიდეც, ზოგიერთი ქართული საზენიტო კომპლექსების "წყალობით" და ზოგიერთი კი "მეგობრული ცეცხლის" გამოისობით.





258
13-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საშინელი წინასწარმეტყველება ისლამურ ომზესაშინელი წინასწარმეტყველება ისლამურ ომზე
New York Post -ში დაწერილი სტატიის ავტორი წუხილს გამოთქვამს იმის თაობა...
ინსპექტორმა მანქანას ჯარიმა გამოუწერა და მთავარი ვერ შენიშნა!ინსპექტორმა მანქანას ჯარიმა გამოუწერა და მთავარი ვერ შენიშნა!
საგზაო ინსპექციის თანამშრომლების "უმოწყალობა" ყვე...
სამხედრო სავალდებულო სამსახური, უკვე ქალბატონებისთვისაც!სამხედრო სავალდებულო სამსახური, უკვე ქალბატონებისთვისაც!
სკანდინავიის ერთ-ერთ უმშვენიერეს და განვითარებულ ქვეყა...
მეცნიერების დასკვა: დედამიწა გადაშენების ახალ ფაზაში შევიდამეცნიერების დასკვა: დედამიწა გადაშენების ახალ ფაზაში შევიდა
ბუნება გადაშენების ახალ ფაზაში შევიდა, ხოლო მათ შო...
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიკარგაავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიკარგა
19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერ-...
7 ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია მსოფლიოში :ვინ არის მზად ომისათვის?7 ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია მსოფლიოში :ვინ არის მზად ომისათვის?
შესაძლებელია გაგავახსენდეს საბჭოთა კავშირის...
კიდევ ერთი შეტყობინება მსოფლიოს, ამჯერად მექსიკიდან!კიდევ ერთი შეტყობინება მსოფლიოს, ამჯერად მექსიკიდან!
ბოლო პერიოდში გახშირდა დამოუკიდებლობის დღის და სხვა ამდაგვ...
მეორე მსოფლიო ომის ფოტოები, ფაშისტური ალბომიდან!მეორე მსოფლიო ომის ფოტოები, ფაშისტური ალბომიდან!
წარმოგიდგენთ ფაშიტური გერმანიის ალბომიდან მეორე მსოფლიო ომის ...