x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ დასაჯეს გოგონა, რომელსაც ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდა (ფოტოები)
ინდონეზიის ქალაქ ბანდა-აჩეხში გოგონა სახალხოდ დასაჯეს იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდა. შარიათის წესების მიხედვით ამგვარი მოქმედება სასტიკად არის აკრძალული. ამ წესის დარღვევისთვის გოგონა მოედანზე გამოიყვანეს, მუხლებზე დააჩოქეს და სახეზე ნიღაბაფარებულმა "ჯალათმა" ჯოხით სცემა. ფოტოზე აშკარად ჩანს, როგორი მტკივნეულია დარტყმები, რადგან ახალგაზრდა ქალი სიმწრით კბილებს უჭერს თავსაბურავს. სასჯელის აღსრულების შემდეგ გულწასული "დამნაშავე" საკაცით გაიყვანეს.


imageimageimageimage
იმავე დღეს იგივე "დანაშაულისთვის" კიდევ ორი მამაკაცი დასაჯეს. სასჯელის აღსრულებას არც იმან შეუშლა ხელი, რომ ერთ-ერთი "დამნაშავე" ყავარჯნებზე იდგა.


imageimage

გასულ წელს ბანდა-აჩეხში ქალებს აეკრძალათ საღამოს 11 საათის შემდეგ გასართობ ცენტრებში სიარული ოჯახის წევრის (მამაკაცის) თანხლების გარეშე.



2015 წელს ბანდა-აჩეხში მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოლაში გოგონებისა და ბიჭების ცალ-ცალკე სწავლების შესახებ. ასევე აეკრძალათ ქალებს მოტოციკლზე გადაჯდომა.




2
1140
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1140
  
2016, 20 აგვისტო, 19:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 მარტი, 15:04
ესეც
0 1 2