x
ჰოლივუდის 10 ბლოკბასტერი, რომელიც 2016 წელს გამოვა და ფურორს მოახდენს
30 მარტი, 13:45

image

ყოველწლიურად ჰოლივუდს მილიონობით დოლარის შემოსავალი აქვს კინოგაქირავებიდან. ჰოლივუდის ბლოკბასტერები სხვა ფილმებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ მათ გადაღებაზე უზარმაზარი ფული იხარჯება, თუმცა მოგებაც არანაკლები მოაქვს. გთავაზობთ 10 ბლოკბასტერს, რომლებიც წელს გამოვა ეკრანებზე და, პროდიუსერებს თუ დავუჯერებთ, მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს.


10. Alice Through the Looking Glass


image

ეს არის ლუის კეროლის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია და ფილმის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გაგრძელება. მთავარ როლებში ვიხილავთ მია ვასიკოვსკას, ჰელენა ბონემ კარტერს, ენ ჰეტუეისა და საშა ბარონ კოენს. ამჯერად მთავარ პერსონაჟს მეგობრის, მექუდის გადასარჩენად მოუწევს დროში მოგზაურობა, რომელიც მოულოდნელობებითა და აღმოჩენებით იქნება სავსე. ფილმის სლოგანია; "გაზაფხული - გაგიჟებისთვის ყველაზე კარგი დროს".



9. The Huntsman: Winter's War


image
როენა და მისი და, ყინულის დედოფალი ფრეა ემზადებიან დედამიწის დასაპყრობად. მონადირე ერიკი, რომელიც ფიფქიას ადრე უკვე დაეხმარა როენას დამარცხებაში, და მისი შეყვარებული, სარა მათ შეჩერებას ცდილობენ.

8. Star Trek Beyond


image

ახალ "ვარსკვლავურ გზაში" მოვლენები ვითარდება ხუთწლიანი მისიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ხომალდის, "ენტერპრაიზის" ეკიპაჟს, რომელსაც ჯეიმს ტ. კირკო მეთაურობს, თავს დაესხმებიან უცხოპლანეტელები, ჩამოაგდებენ უცნობ პლანეტაზე და ცდილობენ მის განადგურებას.



7. The Angry Birds Movie


image

ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დაიწყო ცნობილი დაპირისპირება ფრინველებსა და ღორებს შორის.

რედი - წითელი ჩიტი, ფილმის მთავარი გმირია. მას ბავშვობიდან აქვს სერიოზული პრობლემა სიბრაზესთან დაკავშირებით, ამიტომ სასამართლომ მას "მიუსაჯა" სიბრაზის დაძლევის გაკვეთილებზე დასწრება, რომელსაც მატილდა ატარებს. ერთხელ კუნძულზე ღორები მიცურდნენ და კვერცხები მოიპარეს, რის შემდეგაც გაბრაზებული ჩიტების რაზმმა დაიწყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა.


6. Warcraft


image

ნამდვილი საჩუქარი თამაშის მოყვარულებისთვის! საუკუნეების მანძილზე შტორმგარდის აუღებელი კედლები და მაგია იცავდა ხალხს ნებისმეირი თავდამსხმელებისგან. მაგრამ ათასწლეულების წინთ დამარცხებულმა და დავიწყებულმა ბოროტებამ გაიღვიძა. სამეფოს ცენტრში გაიხსნა ბნელი პორტალი და აზეროტის მიწაზე უცნობი არსებების რასა გამოჩნდა. ასე დაიწყო მოვლენები, რომლებმაც ამ სამყაროს ბედისწერა საბოლოოდ შეცვალა. ფილმში მთავარ როლზე თავიდან კოლინ ფარელი განიხილებოდა, მას რეჟისორთან შეხვედრებიც კი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ფილმში მონაწილეობა დომინიკ კუპერმა მიიღო.

5. Independence Day: Resurgence


image

მოქმედება ხდება პირველი ფილმიდან 20 წლის შემდეგ. დედამიწაზე, რომელიც ჯერ მთლიანად არ არის აღორძინებული 1996 წლის თავდასმისგან, ახალი თეობა გაიზარდა. დედამიწის მაცხოვრებლებმა უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიის გამოყენებით პლანეტის თავდაცვის სპეციალური პროგრამა შექმნეს. თუმცა ეს უკანასკნელი მაინც უძლურია უცხოპლანეტელთა ახალი, უფრო მასშტაბური და გამანადგურებელი თავდასხმის წინააღლდეგ. არის მხოლოდ რამდენიმე მამაცი გმირი, რომლებსაც შეუძლიათ მტრის დამარცხება. დედამიწელებს კი მოუწევთ დაივიწყონ ქვეყნებსა და მენტალიტეტებს შორის საზღვრები და მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

4. Inferno


image
ტრილერში "Inferno", პროფესორი ლენგდონი გონზე მოდის ერთ-ერთ იტალიურ საავადმყოფოში. მას მეხსიერება აქვს დაკარგული. ადგილობრივი ექიმი მას არა მხოლოდ მეხსიერების დაბრუნებაში ეხმარება, არამედ გამოუცნობი ბოროტმოქმედების შეჩერებაშიც, რომლებიც სასიკვდილო ვირუსის გავრცელებას ცდილობენ.

3. Texas Chainsaw Massacre: The Next Generation


image


ყველაფერი დაიწყო 1973 წელს, როცა ხერხით შეიარაღებულმა მანიაკმა მთელი ქვეყანა დაატერორა. მრავალი წლის მანძილზე იგი აღარ ჩანდა...ახლა კი ისევ გამოჩნდა! ამჯერად ტყეში მოხვედრილ ადამიანებს მანიაკებისა და ფსიქოპატების კლანი ელოდებათ, რომელთა ერთადერთ მიზანს განადგურება, ტკივილი და მკვლელობა წარმოადგენს.

2. The Legend of Tarzan


image

ჯონ კლეიტინ III ცნობილია, როგორც "ადამიანი მაიმუნი" - ტარზანი. მას შემდეგ, რაც ლონდონში ცხოვრებას მიეჩვია, დედოფალი ვიქტორიასგან იღებს დავალებას, გაარკვიოს რა ხდება კონგოში. ტარზანი ჯორჯ ვაშინგტონ უილიამსთან ერთად ცდილობს გაათავისუფლოს კონგო სასტიკი სამხედრომეთაურისგან, რომელიც აკონტროლებს მსხვილ ალმასის საბადოს.

1. Ben-Hur


image

წელს 1959 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის ახალ ვერსიას ვიხილავთ. ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ებრაული გვარის შთამომავალზე, ბენ-ჰურზე, რომელიც თავისი რომაელი მეგობრის ერთგული იყო. წლების მანძილზე, რომაულ ბანაკებში მონობაში მყოფ ბენ-ჰურს სამშობლოში დაბრუნებისა და შურისძების შესაძლებლობა ეძლევა.

759
11-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
14 აგვისტო, 0:02
ვარქრაფთს დღეს ვუყურე, გული დამწყდა რაღაცნაირად
მე მხოლოდ "Inferno"-მ
30 მარტი, 18:48
warcraft ი რო გამოვა ყველაფერს ვხურავ :) დაჟე სუნთქვასაც ვაჩერებ ხელი რო არ შემიშალოს :D
30 მარტი, 15:19
1,2 და 4 დამაინტერესა მხოლოდ
30 მარტი, 14:06
მე "Angry Birds"-ს ველოდები :)))
30 მარტი, 13:50
6.5.3.2 ველოდები ძალიან....გავაზიარე
0 1 6
11 ყველაზე გიჟური სიტუაცია,რომლებიც ფოტოზეა არბეჭდილი11 ყველაზე გიჟური სიტუაცია,რომლებიც ფოტოზეა არბეჭდილი
1)მთქნარებას არაფერი ჯობია ყველა ქვეყანა ცდილობს ჯარ...
10 მილიონერი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს!10 მილიონერი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს!
წარმოგიდგენიათ 30 მილიარდის დაკარგვა? წარმოგიდგენთ ადამიანებს, რო...
30 საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ30 საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ
ოქრო წარმოადგენს ერთგვარ მითიურ ნივთიერებას, რომელიც რატომღას დიდ ფასეულობ...
ვარსკვლავები, რომლებიც პაპარაცებმა "გამოიჭირეს"ვარსკვლავები, რომლებიც პაპარაცებმა "გამოიჭირეს"
პაპარაცების მიერ დაფიქსირებული ეს ფოტოები კიდევ ერთხელ ამტკიცებ...
მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებთან გაერთო და ვიდეოც გადააღებინა!მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებთან გაერთო და ვიდეოც გადააღებინა!
აშშ-ს არკანზასის რეგიონში დააკავეს 28 წლის მა...
როგორ ვისწავლოთ უცხო ენები მარტივადროგორ ვისწავლოთ უცხო ენები მარტივად
დღეს უკვე აღარავინ კამათობს უცხო ენების ცოდნის დადებით მხარეებზე.რამოდენიმე...