x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ ვისწავლოთ უცხო ენები მარტივად
image
დღეს უკვე აღარავინ კამათობს უცხო ენების ცოდნის დადებით მხარეებზე.რამოდენიმე ენის ცოდნა თქვენ გხდით სასურველ მომხმარებლად, პარტნიორად ან უბრალოდ კარგ მოსაუბრედ უცხოელებისთვის, ამასთან ეს ყველაფერი გაგხდით მაღალანაზღაურებად და თავდაჯერებულ პროფესინალად.გარდა იმისა, რომ იქნებით სასურველი თანამოსაუბრე, შეგეძლებათ გაეცნოთ "ორიგინალ" ზღვა ინფორმაციას, რომლებიც ჯერ არ თარგმნილა ან თარგმნის დროს მთელი ხიბლი დაკარგა.უცხო ენის ცოდნა ერთ-ერთი საუკეთესო პირობაა განათლებისა და თვითგანვითარებისთვის.მე შემოგთავაზებთ მსიოფლიო დონის სპეციალისტების რჩევებს, თუ როგორ ვისწავლოთ უცხო ენები მარტივად და საფუძვლიანად


image

1)სიტყვები - უცხო ენაზე საუბარი პირველ რიგში ახალი სიტყვების სწავლას ნიშნავს.ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ მეხსიერება ხელს არ უწყობს ან დრო არ აქვს ამდენი სიტყვის სასწავლად, ასე, რომ "ისინი მანამდე ანებებენ სწავლას თავს სანამ დაიწყებენ".სრულებით არაა სავალდებულო ისწავლოთ ყველა არსებული სიტყვა იმ კონკრეტულ ენაში(ყველა სიტყვა თქვენ მშობლიურ ენაშიც არ იცით), მთავარია იცოდეთ ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც ხშირად გჭირდებათ და რომლებზეც აგებულია ყველა მთავარი თემატიკა.მაგალითად ინგლისურში კონკრეტული 300 სიტყვა შეადგენს ნებისმიერი დაწერილი მასალის 65%.ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე http://ankisrs.net/ .ჩვენ ვიყენებთ ასეთ სიტყვებს ხშირად და სწორედ ეს არის სხვა ნებიესმიერი ენის მახასიათებელიც.

image


2)მოძებნეთ მონათესავე სიტყვები - გჯერათ ამის, თუ არა თქვენ უკვე გაქვთ უზარმაზარი ინფორმაცია იმ ენაზე, რომლის სწავლაც გსურთ.უცხო ენის სწავლა "ნულიდან" თითქმის შეუძლებელია, თუმცა თქვენ უკვე იცით უამრავი უცხო სიტყვა, რომლებსაც მონათესავე სიტყვებს ეძახიან.

არსებობს უამრავი სიტყვა, რომლებიც ძალიან ბევრ ენაზე ერთნაირად გამოითქმის და ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.მაგალითად ისეთ ენებს როგორიცაა ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, ესპანური და სხვა უამრავი, აქვთ უამრავი საერთო სიტყვა ინგლისურთან.ასწლეულების განმავლობაში მომხდარმა ბრძოლებმა, გადასახლებებმა თუ ვაჭრობამ ჩამოაყალიბა მათ შორის საერთო სიტყვები, ასე რომ ახლაც კი ძალიან ბევრი სიტყვა იცით ბევრ ენაზე (თუნდაც გაუცნობიერებლად).

ასევე არსებობს საკმარო რაოდენობის ბერძნული ან ლათინური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც ასევე საერთოა ნებისმიერი ქვეყნისა და ენისთვის.მოძებნეთ საერთო სიტყვები და გაიადვილეთ სწავლა.

image

3)ურთიერთობა - ენის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა უკავია ამ ენაზე ურთიერთობას ყოველდღიურობაში.ბევრი ადმაიანი მიზეზად ასახელებს, რომ დრო ან ფული არ აქვს რომ წავიდეს შესაბამის ქვეყანაში ენის გასავითარებლად, თუმცა ეს რა თქმა უნდა ზედაპირული მიზეზია.

განსაკუთრებული არაფერია სხვა ქვეყნის "ჰაერში", რომელიც უცებ იმ ენაზე აგამეტყველებს.უამრავი ადამიანი არსებობს, თუნდაც ემიგრანტები, რომლებიც შორს ცხოვრობენ სამშობლოდან, თუმცა კარგად საუბრობენ მშობლიურ ენაზე.საქმე არაა ადგილზე, საქმე ურთიერთობებშია.ეცადეთ იურთიერთოთ უცხოელებთან სოციალური ქსელებით.ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ნებისმიერი ინფორმაცია, უყუროთ უცხოურ ტელეგადაცემებს, შოუებს, ფილმებს.ასევე ძალიან ეხმარება მუსიკის მოსმენაც.ამ პირობებში თქვენ გინვითარდებათ სწორი მეტყველების სქემა, როგორც გრამატიკულად, ასევე აზრობრივადაც.

image

4)დაზოგეთ ფული, საუკეტესო რესურსი უფასოა - იმის მაგივრად, რომ აიყვანოთ რეპეტიტორი და უხადოთ ასეულობით ლარი მომზადებაში(რაც ხშირ შემთხვევაში მომაბეზრებელ პროცედურად აღიქმება და შედეგიც დაბალია) შეგიძლიათ გამოიყენოთ უამრავი უფასო რესურსი.არსებობს უამრავი ონლაინ სასწავლო პროგრამა 40-მდე ენაში, რომელიც სრულებით უფასოა და საკმაოდ მაღალი შედეგიც აჩვენა.ძალიან მარტივი ძალისხმევითაც შეგიძლიათ იპოვოთ უფასო ონლაინ კურსები, სადაც საფუძვლიანად შეგასწავლიან უცხო ენას, სიტყვებს და მათ გამოთქმას.ასე, რომ ნუ გადაყრით ფულს იმაში, რისი გაკეთებაც თქვენთითონ შეგიძლიათ ნებისმიერი მოსახერხებელ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ გარემოში.მთავარი მონდომებაა

image

5)გააცნოებიერეთ, რომ მოზარდები არიან ენის უკეთესი შემსწავლელები, ვიდრე ბავშვები - ახლა თქვენ შეიარაღებული ხართ ტონა ინფორმაციით სწავლის დასაწყებად, თუმცა მოდით დავძლიოთ ყველაზე დიდი პრობლემა.ეს არ არის გრამატიკა, ლექსიკონი, რესურსების ნაკლებობა ან სხვა რამე.ყველაზე დიდი პრობლემაა თქვენი შესაძლებლობების ცუდი შეფასება, რაც აუცილებლად გადასალახია.უამრავი ადამიანისგან გამიგია შემდეგი ფრაზა : "რაღა დროს ჩემი სწავლაა" ან "ამის სწავლისთვის უკვე ძალიან დიდი ვარ", რაც თავისთავად მცდარი მიდგომაა.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ უამრავი კვლევის საფუძველზე გამოვლინდა : "მოზარდები არიან უკეთესი უცხო ენის შემსწავლელები, ვიდრე ბავშვები".კველევებმა აჩვენეს, რომ მოზარდებს უკეთესად განუვიტარდათ უცხო გრამატიკა, ლექსიკა და ინტონაცია, ასე რომ ყველა გზა ხსნილია.

image

6)გაიუმჯობესეთ თქვენი ლექსიკა მნემონიკით - სიტყვების გამეორება არ არის საკმარისი მათ სასწავლად და დასამახსოვრებლად.ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთმა ხშირმა გამეორებამ გამოიწვიოს დავიწყება.იმისთვის რომ რაიმე სიტყვა კარგად დაიმახსოვროთ დაუკავშირეთ ეს სიტყვა რაიმე სიტუაციას ან თქვენთვის კარგად ნაცნობ ფაქტს.ეს ყველაფერი თქვენ გონებას დაეხმარება ჩაწვდეს სიტყვის არსს და საჭირო მომენტში სწორი მიმართულებით გამოიყენოს.მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ საიტს https://www.memrise.com/

4
846
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
846
  
2017, 19 იანვარი, 17:27
აეეე მე ვარ დებილი//////???? ვერ ვსწავლობ რავქნააა
2016, 30 მარტი, 11:00
მოხარული ვარ,თუ ერთ ადამიანში მაინც გავაღვიძე მოტივაცია ისწავლოს უფრო მეტი
2016, 30 მარტი, 10:10
მართალი ბრძანდებით, პატივცემულო ავტორო, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს შვილებაც წავაკითხო!!!!!
0 1 4