x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ ან ომისკენ - სავჩენკომ წერილი ტვიტერში გამოაქვეყნა

imageნადია სავჩენკო არ აპირებს იყოს პოლიტიკოსებს შორის სავაჭრო საქონელი და საკუთარი ბედის გადაწყვეტას თავად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა მფრინავმა საკუთარ წერილში დაწერა, რომელიცტვიტერში დღეს მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, განათავსა.
„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ, “ - წერს სავჩენკო.
ნადია სავჩენკო დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუძლოს მას. ასევე თავის წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6 აპრილიდან მშრალი შიმშილობის გამოცხადებას გეგმავს.
„შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში, “ - წერს სავჩენკო.

image

0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0