x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა

imageტურინის იუვენტუსის 38 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, სერია A-ს რეკორდი დაამყარა. ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში 973 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
იუვენტუსის მეკარემ სებასტიანო როსის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 929 წუთი არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
ბუფონის სერია ტორინოს წინააღმდეგ გამართულ დერბიში შეწყდა. ანდრეა ბელოტიმ მატჩის 48-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო გოლის გატანა, თუმცა შეხვედრა იუვენტუსის გამარჯვებით 1:4 დასრულდა.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0