x
image
alex999
Mediator image
გოგონა, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა! (+ ვიდეო)

გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო!





ეს გოგონა 2 თვის იზაბელ კაპლანია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც დედამისმა მაკენზიმ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა. კალიფორნიაში მცხოვრები დეივ და მაკენზი კაპლანების გოგონა 8 იანვარს დაიბადა და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, თავი ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ახლა, უკვე ორი თვისას კი, შესაშური ვარცხნილობა აქვს.

image

image

დეივიდ და მაკკენზი კაპლანების ქალიშვილი უკვე 2 თვე ნახევრისაა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვილის ფოტო თავდაპირველად დედამ
ატვირთა სოციალურ ქსელში, თუმცა კალიფორნიის შტატის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, პატარა საოცრების დედიკომ განაცხადა, რომ თავდაპირველად იზაბელის ფოტო, მისმა დეიდაშვილმა განათავსა სოციალურ ქსელ - ინსტაგრამზე.

image

ახალ ინტერნეტვარსკვლავზე გამახვილებული ყურადღებიდან გამომდინარე, ჩვილის მშობლებმა ფოტოშოპის იარაღების გამოყენებით, პატარა იზაბელს სხვადასხვა ვიზუალი მისცეს, რამაც ასევე ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია.

imageimageimage

იზაბელ კაპლანის მშობლები, რამოდენიმე დღის წინ, აშშ-ს ყველაზე გავლენიან ტელევიზიებიდან ერთ-ერთში სტუმრად იყვნენ მიწვეულნი. პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, რამოდენიმე სახალისო მომენტი შეინიშნებოდა, სადაც წამყავნი დეივიდ კაპლანთან ბავშვის შესახებ საუბრობდა, თუმცა დეივიდს ეს თემა შეურაწყოფად არ მიუღია და სიტუაციას გაგებით მოეკიდა.

image





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
103
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
103
  
2016, 29 მარტი, 18:10
ხოოოო :D შენ გეცოდინება.... მე რა გითხრა აბა?:D
2016, 29 მარტი, 17:51
საყვარელი:) წარმომიდგენია ორსულობის დროს დედას როგორი გულძმარვა ექნებოდა - თმიანი ბავშვის დროს იცის ხოლმე :)
0 1 2