x
image
natia.a
10 თვისება, რომელიც თანამედროვე მამაკაცებს ქალებში მოსწონთ - გაითვალისწინეთ!

image
ხშირად ქალებს გვგონია რომ თუ სახლში ყველაფერი მოწესრიგებულ-დასუფთავებულ-დალაგებული და სადილიც გამზადებული გვაქვს, მეუღლე აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერი ასე იოლი როდია. ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე თვისებას, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ მამაკაცები თანამედროვე ქალში.

1. ქალურობა - ნება მიეცით საკუთარ თავს იყოთ სუსტი
image

ქალი ძლიერია საკუთარი სისუსტით. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი აირია, ქალები მამაკაცებივით მუშაობენ, იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, განიცდიან სტრესს. ეს მათ საკუთარი თავის რწმენას მატებთ, მაგრამ, ამასთანავე, ტვირთავთ მათ მამაკაცური ენერგიით. უნდა გვახსოვდეს: ლამაზი, მაგრამ დაღლილი ქალი მამაკაცისთვის საინტერესო არაა, ისინი ნაზი და მზრუნველი ქალის გვერდით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ამიტომ, როგორც კი იგრძნობთ, რომ საქმით ძალიან იღლებით, დაისვენეთ, მოდუნდით - რელაქსაციის 5 წუთიც საკმარისია ძალების აღსადგენად.

2. საჭმლის მომზადების ცოდნა
image

ქალურ ენერგიაზე ძალიან კარგად მოქმედებს კულინარია, განსაკუთრებით ცხობა. ასე რომ, აცხვეთ ბევრი - სახლში, რომლიდანაც ნამცხვრის სასიამოვნო სურნელი გამოდის, აუცილებლად შევა საჭირო ადამიანი... კულინარიის გარდა, ზოგადად ხელსაქმეც ძალიან სასარგებლოა ისეთი თვისებების განვითარებისთვის, როგორიცაა ნებისყოფა, მოთმინება, ამასთან ამშვიდებს და ქალს უფრო მგრძნობიარეს ხდის.

3. მიუკერძოებლობა და ობიექტურობა

სტერეოტიპებისადმი რწმენა - ეს კიდევ ერთი ქალებში გავრცელებული შეცდომაა. თუ გოგონას ბევშვობიდან ესმის, რომ ყველა კაცი ნაძირალაა, ზრდასრულობაშიც უმეტეს შემთხვევაში, მართლა ასეთი კაცები ხვდება.
სტერეოტიპებისგან გასათავისუფლებლად, ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე, გვერდით კი პოზიტიური ვარიანტი მიუწერეთ: მაგ. ყველა კაცი მოღალატეა - ჩემი ქმარი კი ერთგულია და ა.შ. შემდეგ კი ხმამაღლა წაიკითხეთ პოზიტიური თეზისები.

4. წარსულის დავიწყების უნარი

დადასტურებულია, რომ სასიყვარულო ურთიერთობების მიმათ ენერგეტიკული დამოკიდებულება განშორებიდან შვიდი წელი მაინც გრძელდება. შესაძლებელია ადამიანები ერთმანეთისგან შორს იმყოფებოდნენ და არც ხედავდნენ, მაგრამ შინაგანი კავშირი მაინც რჩება. ამიტომ საჭიროა აზრების გაწმენდა წარსულისგან.

5. საკუთარი სხეულის სიყვარული
image

საკუთარი თავი ქალს ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის. ბუნებამ ყველა უნიკალური გარეგნობით დააჯილდოვა და ყველა თავისებურად ლამაზია. როცა ქალი საკუთარ თავს დადებითად აღიქვამს, გარშემომყოფებიც ამავე აზრზე დგებიან. კარგი იქნება თუ საკუთარ თავს პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარებით ფოტოსესიას მიუწყობთ - ეს თვითშეფასებასაც აგიმაღლებს და საკუთარ თავშიც დაგარწმუნებთ.

6. ოპტიმიზმი


image

ბევრი ჩვენგანისთვის ჩვეულებრივია შფოთის მდგომარეობაში ცხოვრება. ყოველი მხრიდან ღალატის მოლოდინი, წყენის გულში ჩატოვება, ბოღმა, საკუთარი თავის წამება მტანჯველი ფიქრებით - ამგვარი გრძნობები ქალურ ხასიათს აფუჭებს. ამიტომ, იყავით ოპტიმისტი და იფიქრეთ უკეთესზე.

7. ახლობლებზე ზრუნვა
image

მზა საკვები, სარეცხი მანქანები და უამრავი სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა - მშვენიერი დამხმარეა, როცა ქალი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება სახლში. ამ ყველაფერის გამოყენება ხომ მამაკაცსაც მშვენივრად შეუძკლია და, ამგვარად, საკუთარ თავზე თავადვე შეუძლია იზრუნოს - ბევრი ქალი დღეს სწორედ ასე ფიქრობს. არადა ეს ძალიან დიდი შეცდომაა! ქალი ნებისმიერ გარემოებაში მზრუნველ ქალად უნდა რჩებოდეს, ამიტომ ნუ დაიზარებთ მეუღლისთვის ვახშმის მომზადებას, შეგიძლიათ უქმე დღეებში გემრიელი ნამცხვარიც გამოაცხოთ, არც პერანგის დაუთოვება დაგეზაროთ. გულმოდგინედ შერჩეული საჩუქრის ჩუქებაც მშვენიერი იქნება.

8. წარმატებულობა

სამუშაო, რომელიც არ გიყვართ - ქალური ენერგიის დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მოახერხეთ ისე, რომ ოფისში გატარებული დრო საქმის გარდა სხვა, უფრო სასიამოვნო მომენტებით დააბალანსოთ: მაგალითად სამუშაო მაგიდასთან ჩამოკიდეთ საყვარელი ნახატი, დაიწყეთ სამუსაო დღე ფინჯანი ყავით. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ იასეთ სამუშაოს შეარჩევთ, რომელიც თავადაც გსიამოვნებთ - ამ შემთხვევაში თავადაც იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ხასიათის გამოკეთებას, რაც დადებითად აისახება ცხოვრების სხვა სფეროებზეც.

9. საკუთარი ჯანმრთელობისადმი პატივისცემა
image

ქალი (და არა მხოლოდ ქალი!) საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და დღის რეჟიმს პატივისცემით უნდა ეკიდებოდეს. ქალური ენერგიის აღდგენა ხდება საღამოს 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დროა ქალის ორგანიზმისთვის, ამიტომ უმჯობესია თუ ისე დაგეგმავთ დღეს, რომ ამ დროისთვის უკვე ისვენებდეთ.

10. ცხოვრების ხალისი
image

შეადგინეთ სურვილების ან სასიხარულო მოვლენების სია, რომელთა რეალიზებაც შეგიძლიათ და ეცადეთ განახორციელოთ. ხშირად იმეორეთ "მინდა...ვაკეთებ", მაგალითად "მინდა ყავა, ვსვამ ყავას" - ამგვარად უფრო პოზიტიურად აღიქვამთ ცხოვრებას და ამ პოზიტივს სხვებსაც გადასდებთ.




P.S. სტატია ნათარგმნია ერთ-ერთი უცხოენოვანი საიტიდან და ფსიქოლოგის მოსაზრებებს ეყრდნობა. თუმცა რეალურად რამდენად არის ქალის ეს თვისებები მამაკაცებისთვის საინტერესო, მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეფასონ...



0
614
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0