x
image
Lerato
10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს ჭკუიდან გადაიყვანს
image


არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სურნელი ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედებს. ამით შეუძლია ნებისმიერ ქალს ისარგებლოს, ვისაც საწინააღმდეგო სქესის მიზიდვა და მოხიბვლა სურს.

სტატიაში წარმოგიდგენთ სუნამოების ჩამონათვალს მშვენიერი ქალბატონებისთვის, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს.


1. MIU MIU

image


ბრენდის პირველი არომატი – და 100% წარმატება: შროშანის, ვარდისა და ჟასმინის სურნელი ისე მაცდურად და მიმზიდველად ჟღერს, რომ მაშინვე იპყრობს ყურადღებას. ამას ემატება წიწაკისა და მერქნის სურნელი, შედეგად არომატი ხდება ცივი, რაც თავის მხრივ მისი მფლობელის ირგვვლივ იდუმალებისა და ხელმიუწვდომლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზიდვა და ხელის კვრა – სასიყვარულო თამაშის დასაწყისია!

2. NOBLE LEATHER – YVES SAINT LAURENT

image


პაჩული, ქარვა და ვანილი ქმნის განუმეორებელ აღმოსავლურ არომატს, რომელიც ძალიან უჩვეულოდ და ვნებიანად ჟღერს. მდიდრული, მდგრადი, იდუმალებით სავსე – ეს სუნამო განსაკუთრებულად საბედისწერო ლამაზმანებისთვის შეიქმნა, რომლებიც მამაკაცების გულებს სამუდამოდ იპყრობენ.




3. DECADENCE – MARC JACOBS

image


ზამახი – ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ყვავილი, მისი არომატის აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია, თუმცა დავიწყება – შეუძლებელი. რბილი და ცივი, ისეთი როგორც უნაზესი აბრეშუმი, რომანტიკასა და მარადიულ სიყვარულზე ოცნებებს აღძრავს. ამ სიყვარულის სიმბოლოდ შესაძლოა ვიღაცისთვის თქვენ იქცეთ.


4. EUPHORIA ESSENCE CALVIN KLEIN

image


არომატი, რომელიც ძირითად ინსტიქტს აღვიძებს: ჟოლოს, მაყვალსა და თეთრი შოკოლადის ჰარმონიული შერწყმა. ასეთი გემრიელი, მომნუსხველი, ტკბილი და მადის აღმძვრელი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.


5. ROSES DE CHLOÉ

image


რა შეიძლება ვარდის ფურცლებზე უფრო სექსუალური და რომანტიული იყოს? Chloé -ს ახალ არომატში მთელი ვარდების ბაღია მოქცეული, რასაც ბერგამოტისა და მუშკის სასიამოვნო არომატი ერწყმის. მას აბრეშუმისა და ვნების სურნელი აქვს, თამაშობს კონტრასტებით და სამუდამოდ გამახსოვრებთ თავს.


6. MANDORLO DI SICILIA – ACQUA DI PARMA

image


ატამი, ვანილი და ილანგ-ილანგი: დაახლოებით ასეთი სურნელი ასდის რომანტიულ არდადეგებს სიცილიაზე, სადაც ჰაერში ხმელთაშუაზღვის ტემპერამენტი ტრიალებს.


7. CHANCE EAU VIVE CHANEL

image


მსუბუქი და ანცი, ეს არომატი-ფლირტია, არომატი-სატყუარა, რომელიც ყველას დააინტერესებს თუ ვინ იმალება ფორთოხლის, გრეიფრუტის და ვეტივერის სურნელის მიღმა.


8. MIMOSA & CARDAMOM – JO MALONE

image


ილი, თაფლი და მიმოზა: ამაღელვებელი ქალურობისა და მძაფრი სიტკბოს სინთეზი ეფექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს შემოდგომის ცივ დღეებში, ხაზს უსვამს სინაზესა და დახვეწილობას. შენ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა, შენ ეგზოტიკური ყვავილი ხარ, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და წარმოუდგენელია, რომ მისით არ აღფრთოვანდე.


9. EROS POUR FEMME VERSACE

image


სუნამო, რომელსაც სიყვარულის ღმერთის საპატივსაცემოდ "ეროსი" დაარქვეს, ის მამაკაცის სულში ყველაზე იდუმალ სიმებს ეხება და აიძულებს უცნობ ლამაზმანს ყველგან გაჰყვეს. კალაბრიული ბერგამოტი, ბროწეული და ჟასმინი – მძაფრი და ცხელი კოქტეილი, რომელიც გულში საოცარ გრძნობებს იწვევს.


10. L’EXTASE – NINA RICCI

image



მგრძნობიარე და მათრობელა ყვავილების სურნელი: ეს არომატი წარმოადგენს ვარდის ფურცლების, თეთრი წიწაკის, მუშკისა და ქარვის სინთეზს. საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი კომბინაცია, რომელიც ეჭვს არ იწვევს – შენ ყველაზე ვნებიანი ქალი ხარ, რომელსაც კი ის ოდესმე შეხვედრია.


და ბოლოს, სუნამოს შეძენისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინეთ – უპირველეს ყოვლისა არომატი თქვენთვის უნდა იყოს შესაფერისი და სიამოვნების მომტანი, თქვენში პოზიტიურ ემოციებს უნდა იწვევდეს. ვიმედოვნებთ, რომ შეძლებთ და სტატიაში წარმოდგენილი სუნამოებიდან რომელიმეს თქვენთვის შეარჩევთ.

1
5085
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5085
  
2016, 31 მარტი, 19:42
"შანელი" ჩემთვის შეუცვლელია :)
0 1 1