x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61777
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
"ქორწინებისას სქესს მნიშვნელობა არ აქვს"-მარიამ საჯაია

image
საქართველოში ერდიდაიმავე სქესიანი წყვილების ქორწინების თაობაზე ბევრს ბჭობენ. საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერის წინააღმდეგია, ზოგიერთებს ამ თემაზე აზრი ჯერ არ ჩამოყალიბებიათ, მცირე ნაწილი კი ქორწინების წინაპორობად ქალისა და კაცის არსებობას სულაც არ მიიჩნევს. რამდენიმე კვირის წინ, მსჯლობა ქმედებამ ჩაანაცვლა, ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა სასამართლოს მიმართა. სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".

როგორც ჩანს ერთსქესიანთა ქორწინებას ქართველ პოლიტიკაშიც ჰყავს მომხრეები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი მარიამ საჯაია "17 მაისთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისთვის ოჯახი ორი თანასწორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირია, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს. "ოჯახი ჩემთვის არის ორი თანასწორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ოფიციალური ქორწინება, არის ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ეს ხელშეკრულება შესაძლო უნდა იყოს, რომ გაფორმდეს როგორც განსხვავებული სქესის, ასევე ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და მკაცრად არ უნდა საზღვრავდეს პირთა ჯგუფებს, რომელთა შორისაც შესაძლოა დამყარდეს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობა"-განაცხადა მარიამ საჯაიამ.

ახალგაზრდა პოლიტიკოსის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების დიდმანაწილმა გოგონა გაკიცხა, ერთეულები კი მის პოზიციას იზიარებენ.

წყარო: 17 მაისი

1
449
6-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
1 აპრილი, 16:53
ამ საკითხში ვერ ვერკვევით ამიტომ განათლებულ და განვითარებულ ქვეყნებს შევხედოთ უნდა, იქ რა სიტუაცია, რას ფიქრობენ და ა.შ. საერთოდ რის აზრზეც არ ხარ იმაზე არ უნდა ილაპარაკო და ამას, რომ აკეთებენ ქართველები ეგ არ მომწონს. " ავადმყოფობა" გაიძახიან. ავადმყოფობაა თუ რაცა ეგ უნდა თქვას მედიკოსმა ანუ კომპეტენტურმა პირმა და შენ წარმოდგენა არ გაქვს, ხებერში არ ხარ და ლაპარაკომ, ეს კიდევ ერთი ნიშანია ჩამორჩენილობის და ამის აფიშირება სირცხვილია, უმჯობესია ჩუმად იყოთ. მორწმუნე თუ ხარ თქვი, რომ რელიგიური თვალსაზრისით არა მისაღები ერთსქესიანთა დაქორწინება ვსიო ტოჩკა.
0 1 1