x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
"9 საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა!" როგორია ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

image
26 მარტს, გვიან ღამით
ქართველი სექსსიმბოლოს, მსახიობისა და ფოტომოელის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა. გოგონას დაზიანებული აქვს მხრის, ბარძაყისა და ხერხემლის არე.როგორც ირკვევა მოზარდი სასწაულებრივად გადარჩა, თავი არ დაურტყამს და არც შინაგანი ორგანოები არ დაზიანებია. ევას დღეს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც 9 საათი გასტანა. საბედნიეროდ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. "მოკლედ, მეგობრებო, 9 საათიანი ოპერაცია დასრულდა ხერხემალზე მხოლოდ, ყველაფერი ნორმალურადაააა როგორც ექიმები იძახიან, ხვალ ჩაერთვებიან ტრამვატოლოგები და იქნება სამსაათიანი ოპერაცია ხელზე და ფეხზე"-წერს სოციალურ ქსელში შორენას მეგობარი და მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარი, კახა მამულაშვილი.image

შეგახსენებთ, რომ შორენა დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამოც ქალიშვილს ყველგან თან დაატარებს, ცხადია, სადაც ეს შესაძლებელია. "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობდა შორენა.

ევა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დედა-შვილის საერთო ფოტოებმა სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ყველა აღნიშნავდა, რომ ქალიშვილის სილამაზემ შორენა დაჩრდილა.

ვუსურვოთ ევას ჯანმრთელობა...image

0
572
6-ს მოსწონს
3-ს არა
10
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0