x
მეტი
  • 24.05.2017
  • სტატია:66514
  • ვიდეო:319150
  • სურათი:418206
,,ყურადღებით იყავით მშობლებო! გასკდა გული ამდენი უბედურებით,,- ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს ყურადრებით იყვნენ და შვილების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება გამოავლინონ;


image

“მინდა თხოვნით მოგმართოთ, ძალიან დიდი პროპაგანდაა უკვე ქალაქში სუიციდის.

დღეს ჩემი 5 წლის შვილმა რომ მითხრა, დედიკო ვიღაც გოგო ფანჯრიდან გადახტაო ენა ჩამივარდა შიშისგან. ვერ მივხვდი უარი მეთქვა თუ ამეხსნა.

ბოლოს მივხვდი რომ ინტერესი უკვე გაჩენილი იყო და ავუხსენი, რომ კი არ გადახტა ლუციფერმა ხელი კრა და გადააგდო. (ლუციფერი ვინ არის უკვე იცის და შესაბამისად ღმერთიც) მეტი ვერაფერი მოვიფიქრე რა მეთქვა.

ანუ ფანჯარასთან ახლოს არ მივიდე რომ მეც ხელი არ მკრასო? ვუთხარი რომ ფანჯარასთან მისვლა რა თქმა უნდა შეიძლება ოღონდ ძალიან ფრთხილად.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სადაც 5 წლის ბავშვებს ესმით ეს ამბავი, ვისაც თინეიჯერი ყავს შვილები იმათ გონებაში რა ტრიალებს?! ყურადღებით იყავით მშობლებო! ემეგობრეთ თქვენს შვილებს, დაეხმარეთ კარგის და ცუდის გარჩევაში ! გასკდა გული ამდენი უბედურებით“

წერს ხატია სიჭინავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

1
488
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
488
   ქართული კლავიატურა
2016, 28 მარტი, 20:56
უბედური შემთხვევა არ ნიშნავს რომ მშობელია უყურადღებო
0 1 1