x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევიცნოთ ქალწული (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
imageაგვისტო 24- სექტემბერი 23


ქალწული სიწმინდის ნიშანია, მაგრამამ სიმბოლოს პირდაპირ ნუ აღიქვამთ. თუმცა ზოდიაქოს ეს ნიშანი ბერბიჭებისა და შინაბერების უმეტესობას წარმოშობს, ბევრი ქალწული ბოლოს და ბოლოს, ბედნიერ ოჯახს ქმნის. მაგრამ ეს ბედისწერის წამიერი ახირება როდია, რადგან ქორწინება ქალწულისთვის მთლად ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. მიუხედავად ამისა, ქალწული ყოველთვის არაჩვეულებრივად ერთგულია თავისი ოჯახისა.

ქალწულის სხვებისგან გამორჩევა ადვილია, განსკუთრებით მისი არადემოსნტრაციულობით. იგი ყოველთვის წყნარი, სიტყვაძუნწი და განმარტოებულია.

ამ დახვეწილ ხალხს უსაქმურად თითქმის ვერ ნახავთ. უფრო ბიბლიოთეკაში ან სახლში, გვიანობამდე საწერ მაგიდასთან მომუშავეს თუ იხილავთ, საზოგადოებაში ქალწულები თავს მოუსვენრად გრძნობენ. ბუნებით მარტოსულებს ბრბო აღიზიანებთ.


ტიპიური ქალწული ტანადი, გამხდარი, ძალიან მოქნილი და ლამაზი, გონიერი, ნათელი თვალების პატრონია. ქალწულის თვალები იმდენად სუფთა და გამჭვირვალეა, რომ მათში საკუთარ ანარეკლს დაინახავთ.

საკუთარი გარეგნობის მიმართ გულგრილნი არ არიან. ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობას არამარტო სინამდვილეში არამედ ფოტოებზეც კი. იგი სარკეში ხშირად ითვალიერებს თავს.

ქალწულები უნაკლო გემოვნებით იცმევენ.

ქალწულები უფრო ხშირად ტანმორჩილები არია. ფიზიკურად კი უფრო ამტანნი არიან ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე მეტად ძალუძთ ხანგრძლივი და დაძაბული შრომის ატანა.

გარეგნულად ქალწულები მშვიდები და ინდეფერენტულებიც კი მოჩანან, მაგრამ ეს მხოლოდ ქცევის მანერაა, რომლის მიღმაც ძლიერი სულიერი განცდები იმალება. ისინი ემოციებს გულში იკლავენ.

ქალწული ყოველთვის ყველაფერში გულწრფელია, მისი იმედი შეგიძლიათ იქონიოთ.

ქალწულები კარგად ერკვევიან საჭმელში, ტანსაცმელში, სამუშაოში, სიყვარულში, მეგობრობაში. ყოველთვის ისე სუფთად გამოიყურებიან, გეგონება ბრწყინავენო. საკუთარ ჯანმრთელობას თვალისჩინივით უფრთხილდებიან და სძულთ სიზარმაცე. ქალწულთა უმეტესობა მახვილი, გესლიანი გონებით ბრწყინავს. და იშვიათი მომხიბლაობით გამოირჩევა რაც მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანების თავისებურებაა.

თუ ქალწულს ვულგარულობა, გონებაჩლუნგობა ან უყურადღებობა აღიზიანებს, ნერვიული და ბუზღუნა ხდება. მაგრამ მათთან ურთიერთობა უმეტესწილად სასიამოვნოა. მათ განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვთ ავადმყოფთა და გაჭირვებულთათვის.

ქალწულს შეუძლია მომაბეზრებლად გისაყვედუროთ უმნიშვნელო წვრილმანებზე, მაგრამ გაჭირვებაში ჩავარდნილს უეჭველად დაგეხმარებათ.

ისევე როგორც სასწორს, ქალწულსაც შეუძლია არ სცნოს თავისი მავნე ჩვევები, რომლებსაც პირში ეუბნებიან. თავის დანაშაულს და შეცდომებს სინამდვილეში ქალწული იმდენად ნათლად ხედავს, რომ ამის თქვენი პირიდან მოსმენა მას უბრალოდ ყურს ჭრის.

ქალწული საშინლად კრიტიკულია, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს.

ხალხში მისი გამორჩევა ძნელი არ არის. მას ერთ ადგილას გაჩერება უბრალოდ არ შეუძლია.

ქალწულის ხასიათში მერკურის გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა პლანეტაც - უხილავი ვულკანი. ამ პლანეტის აღმოჩენამ ფარდა ახადა მანამდე საიდუმლოებით მოცულ ქალწულის ზოგიერთ თავისებურებას. როგორც კი ვულკანი დედამიწას მოუახლოვდება, ქალწულებს მერკურის მიერ მინიჭებული ზოგიერთი თვისება უქრებათ და მათთვის დამახასიათებელ ღირსებებს ამჟღავნებენ. ვულკანი მათ სიმამაცეს და თავდაჯერებულობას მატებს.

ქალწულებს არ უყვართ მათხოვარი, ღატაკი და უსაქმური ადამიანები, მაგრამ გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს მხარში დაუფიქრებლად ამოუდგებიან. ქალწული, რომელიც ათჯერ აწონ დაწონის, სანამ საკუთარი თავისთვის რამდენიმე დოლარს გაიმეტებს, მთელ თავის ქონებას ანაცვალებს მათ, ვისაც ნამდვილად უჭირს, ან ვინც გულწრფელად უყვარს.

ნუ განსჯით ქალწულს როცა სხვებს აკრიტიკებს, იგი საკუთარი თავის მიმართაც არანაკლებ კრიტიკულია.

მარტოსულობის ელემენტები თვით ბედნიერ ქალწულსაც კი ყოველთვის გააჩნია. გახსოვდეთ რომ მის მორცხვ, მეოცნებე ღიმილს მიღმა ბევრი საიდუმლო იმალება. მერკურის ვერცხლისწყალი და ვულკანის მეხი მის ძარღვებში ერთმანეთს ერწყმის.

ქალწულებს ახასიათებთ განსაკუთრებული იდუმალება, რომლის წყალობითაც მათ არასოდეს დაივიწყებთ.

1
533
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
533
  
2012, 1 ივნისი, 10:28
დამთხვევები ნამდვილად არის და საინეტერესოც :)
0 1 1