x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამ სურათის გამო ფოტოგრაფს საშინლად დასცინეს - რა არის აღბეჭდილი ფოტოზე?

image
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ბრიტანული განყოფილების უფროსი პროდიუსერი, ფოტოგრაფი გრეგ (Greg Armfield) არმფილდი ყვება, როგორ იქცა კრიტიკისა და დაცინვის ობექტად მარტორქების შეჯვარების ამსახველი ერთი ფოტოს გამო.

სურათი გადაღებულია 2015 წლის ნოემბერში, კენიაში ექსპედიციის დროს. ფოტოგრაფების ერთი ჯგუფი წავიდა ნეირობის ეროვნულ პარში, რათა აღებეჭდათ კენიის ველური ბუნების დაცვის საპატრულო სამსახურის მეთაურის, ჰარისონ კამადეს (Harrison Kamande) ცხოვრების ერთი დღე.
image
სამუშაო დღე დაიწყო დილის 7 საათზე. ფოტოგრაფები მივიდნენ პარკში და შემსწრე გახდნენ მარტორქების შეჯვარების იშვიათი სცენისა. რადენადაც მარტორქები შეჯვარების დროს აგრესიულები არ არიან, ფოტოგრაფებმა შეძლეს საკმაოდ ახლოს მისვლა და გადაღება დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა.

"ფეისბუქის გვერდზე ამ პროექტის დროს გადაღებული რამდენიმე ფოტო განვათავსე. თუმცა, რაელურად რომ ვთქვათ, როცა შავი მარტორქების შეჯვარებას ათასამდე კადრს უღებ - ისინი კი ამით საკმაოდ დიდხანს არიან დაკავებული, - გბეზრდება", - ამბობს გრეგ არმფილდი.

ამგვარად, როცა მარტორქების გადაღება მობეზრდა, არმფილდმა მათ ზურგი აქცია და დაიწყო ჰარისონისა და მისი ჯგუფის აღბეჭდვა. სწორედ მაშინ გადაუღო ფოტოგრაფს ერთმა თავისმა კოლეგამ სურათი, რომელზეც იგი შეჯვარების პროცესში მყოფი მარტორქებისკენ ზურგშექცეულია.


image
თავად ბრიტანელმა კადრი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ ნახა, როცა სახლში დაბრუნდა. გადამღები ჯგუფი შეგროვებული მასალის დამუშავებას ახდენდა, მაშინ გადააწყდნენ ამ ფოტოს და არმფილდს აჩვენეს. მათ სურათი ერთდროულად სახალისოდ და შემეცნებითად ჩათვალეს, რადგან "კულისებში შეჭყეტის" საშუალებას იძლეოდა, ამიტომ ფოტო ჟურნალისტებს გადაუგზავნეს.


image
ზოგიერთმა მსხვილმა გამოცემამ, ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ დასცინეს და გააკრიტიკეს კიდეც არმფილდი. Daily Mail-ის აზრით ფოტოგრაფმა "ყველაფერი გამოტოვა", Metro-მ კი ხუმრობით დაწერა: "გრეგ, შემობრუნდი!".

ბრიტანელმა უამრავი კომენტარი მიიღო როგორც ნაცნობებისგან, ასევე უცნბებისგან, რომელთან უმეტესობა ეკითხებოდა, როგორ მოახერხა ასეთი საინტერესო მომენტის ხელიდან გაშვება. თუმცა ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ფოტო ფოტოშოპში იყო აწყობილი. არმფილდი ამბობს, რომ არ სურს გაიხსენოს, როგორ დასცინეს ამ სურათს პრესაში, სამაგიეროდ, მუდამ ემახსოვრება მიღებული გამოცდილება.

ჰარისონი კი ბრიტანელ ფოტოგრაფს შეპირდა, რომ თუ სურათზე აღბეჭდილ მარტორქას პატარა "ბიჭუნა" შეეძინება, აუცილებლად გრეგს დაარქმევენ.

1
645
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
645
  
2016, 28 მარტი, 13:48
გ-გ
0 1 1