x
"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას. "-რა ისტორიას იხსენებს ევა ბარბაქაძეზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
28 მარტი, 11:05

image
მთელი ქართული საზოგადოება განიცდის შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის თავს დატრიალებულ ტრაგედიას.

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ვატო გელაშვილი იხსენებს ერთ-ერთ ამბავს, რომელიც ამ პატარა გოგონას უკავშირდება. აი, რას წერს იგი სოციალურ ქსელზე ევა ბარბაქაძის შესახებ:



"2010 წელი იყო... კაფე ნიკალაში, პეკინზე მეგობართან ერთად ვსადილობდი.
უცებ რაღაც ხმაური ატყდა. ზოგმა შეიკივლა, ზოგმა სასწრაფოს დაურეკეთო იყვირა, ხანშიშესული ქალბატონი გამხდარიყო ცუდათ. ხალხიც მისეოდა საშველად. ზოგი პულსს უსინჯავდა, ზოგი ყურს უზელდა. მარა ყველაზე მეტი აქტიურობით ერთი პატარა, ნაქსოვ ქუდიანი, ელასტიკებიანი, დუტის ჟილეტიანი, ლამაზი გოგონა გამოირჩეოდა, იქნებოდა 10 ან 12 წლის, ხელში პლასმასის წყლით სავსე ბოთლი ეჭირა და მოხუც ქალბატონს დაქაჩული, შეწუხებული და აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. თან წყალს ხან ხელზე ისხამდა და სახეზე უსმევდა თავის ლამაზი თითებით, ხან ტუჩთან მიუტანდა და ყლუპებად ასმევდა ავადმყოფს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა, მოხუც მანდილოსანს დახმარება გაუწიეს. ფეხზე წამოაყენეს, მოკლედ მიხედეს.
ეს ლამაზი გოგონა, რომელიც რატომღაც ჩავთვალე, რომ საკუთარ ბებიას ეხმარებოდა, სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა თურმე ასე გამალებით. დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა. შორენას გოგოზე მაქვს ლაპარაკი. ჩემს ლამაზ, ქართველ, საამაყო გოგოზე. ღმერთმა ჯანმრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს და საქართველოს.
ps.სულით მახინჯებო სხვა სალაპარაკო თემა არ გაქვთ?"image


215
3-ს მოსწონს
11
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საშინელი წინასწარმეტყველება ისლამურ ომზესაშინელი წინასწარმეტყველება ისლამურ ომზე
New York Post -ში დაწერილი სტატიის ავტორი წუხილს გამოთქვამს იმის თაობა...
"არავის გამო არ გადმომხტარა, მდგომარეობა სტაბილურია"-მამულიჩა"არავის გამო არ გადმომხტარა, მდგომარეობა სტაბილურია"-მამულიჩა
ქართველი სექსსიმბოლოს, მსახიობისა და ფოტომოელის,...
35 საოცარი ფოტო, რომელიც გაჩვენებთ რა დიდი სიხარულია და-ძმის ყოლა35 საოცარი ფოტო, რომელიც გაჩვენებთ რა დიდი სიხარულია და-ძმის ყოლა
ყველა ჩვენთაგანი, ვინც იმდენად იღბლიანია რომ...
ყველაზე გრძელფეხება ქართველებიყველაზე გრძელფეხება ქართველები
1) ნამდვილად გრძელი ფეხები აქვს ულამაზეს ქრისტინე იმედაძე ...
ქართველები საამაყო საჯდომითქართველები საამაყო საჯდომით
მას შემდეგ რაც წარმოშობით სომეხმა, სკანდალებით ცნობილმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა მი...
რატომ უთხრა playboy-ს უარი ნელი ფურტადომ?რატომ უთხრა playboy-ს უარი ნელი ფურტადომ?
ულამაზესი მომღეალი ნელი ფურტადო, არამარტო სიმღერით, არამედ სილამაზითა...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...