x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..."-რა მოხდა მამა ვიტალის საფლავზე.

image

"ექსკლუზივნიუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს ავრცელებს:

"ახლახანს რუსულ ეკლესიაში ვიყავი, ჩემი სათაყვანებელი წმინდანის მამა ვიტალის საფლავთან ვილოცე....
წმინდანის საფლავთან შვიდი ქალი, თავჩაქინდრული და აცერემლებული ლოცულობდა... ცოტა ხნის შემდეგ, ხალხმა პრეტენზია გამოთქვა, მიგვიშვით ჩვენც მამა ვიტალის საფლავთან, ჩვენც გვიჭირსო... ერთ-ერთმა თავი ასწია და თქვა,

-ჩვენ შორენა ბეგაშვილის ბავშვის მეგობრების დედები ვართ, მის გამო ვლოცულობთ და მალე წავალთო... როგორც კი ეს გაიგო ხალხმა, უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს... ეს ისეთი ემოციური და იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ძალიან ბევრი ვიტირე, ყველა ტიროდა და ლოცულობდა... უფალმა უშველოს და გადაარჩინოს ეს ანგელოზი და რაც მასზედ ილოცა თითოელმა ქართველმა, ყველა ერთად დიდ სიკეთედ მიუვიდეს და უფალმა გამოაჯანმრთელოს....
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დალოცა ეს უცოდველი ბავშვი, ამ მძიმე მომენტით, ბოროტმა ადამიანებმა ისარგებლეს და ბევრმა უკადრებელიც კი იკადრა მაგრამ ვიტყვი თამამად და დაბეჯითებით, რომ სრულყოფილი არა მაგრამ, ძალიან საინტერესო და თბილი ერი ვართ, ნამდვილად ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა... ეს დავინახე მე დღეს მამა ვიტალის საფლავთან... უფალო გაამრავლე და გააძლერე ქართველი ერი, ამინ!!!"

ღმერთმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს ევა ბარბაქაძე! ყველამ ვილოცოთ ამ ანგელოზისთვის! უფალო ისმინე ყველას ლოცვა და გადაურჩინე დედას შვილი!


image

0
494
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0