x
image
K.P.
"თავი შეიკავეთ მსგავსი პოსტებისგან, წადით და ილოცეთ"-ევა ბარბაქაძის შეყვარებული საგანგებო განცხადებას ავრცელებს

image
26 მარტს, გვიან ღამით ქართველი სექსსიმბოლოს, მსახიობისა და ფოტომოელის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა.

გოგონას დაზიანებული აქვს მხრის, ბარძაყისა და ხერხემლის არე. დღეს მას ოპერაციას გაუკეთებენ, რომლის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება მკურნალობა და რეაბილიტაცია. სოციალურ ქსელში მომხდარ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი ევას ფოტოებს აზიარებს და მას გამოჯანმთელებას უსურვებს. მომხდარ ფაქტს ეხმაურება ევას შეყვარებული ბიკო გელაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: "მოკლედ, მომისმინეთ რაა, არ გვინდა რა ეს "ყველაფერი კარგად იქნება" პოსტები. თუ გული შეგტკივათ ევაზე და გინდათ რომ მხარში დაუდგეთ, ფოტოების დადებას წადით და ილოცეთ. მოკლედ, თავი შეიკავეთ მსგავსი პოსტებისგან, იმიტომ რომ არც მე, არც ევას ოჯახის წევრებს და, ზუსტად ვიცი, თვითონ ევასაც არ ესიამოვნებოდა"

შეგახსენებთ რომ, შორენა ბეგაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთადერთი ქალიშვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე ჰყავს. დედა-შვილი მეგობრობდნენ და ერთმანეთის მესაიდუმლენიც იყვნენ. შორენა ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი ცხოვრების აზრი და ყველაზე ძვირფასი ადამიანი სწორედ ევაა.

ვუსურვოთ ევას ჯანმრთელობა..imageimageimageimageimage




0
358
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0